“ფეიენოორდის” მთავარმა მწვრთნელმა უკვე გადაწყვიტა, თუ სად ჯობია ზამთრის არდადეგების გატარება - რონალდ კუმანმა უპირატესობა ესპანურ მარბელიას მიანიჭა
“ფეიენოორდის” მთავარმა მწვრთნელმა უკვე გადაწყვიტა, თუ სად ჯობია ზამთრის არდადეგების გატარება - რონალდ კუმანმა უპირატესობა ესპანურ მარბელიას მიანიჭა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

გეგმა ასეთია: პირველი წრის დასრულების შემდეგ (“ფეიეს” ბოლო მატჩი 22 დეკემბერს უწევს) გუნდი 10-12 დღით დაისვენებს, რის შემდეგაც ჯერ საკუთარ ბაზაზე შეიკრიბება, ესპანეთში კი 9 იანვარს გაფრინდება, სადაც სულ რაღაც 6 დღეს გაატარებს.

ამის შემდეგ კუმანის გუნდი ისევ როტერდამში დაბრუნდება. ყველა საკონტროლო შეხვედრის ბედი ჯერ არ გარკვეულა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ “ფეიე” “ლევეკურზენსა” და “ბაზელს” შეხვდება. ფეხბურთელების კონდიციებიდან გამომდინარე, შეიძლება კიდევ 2 მატჩი დაინიშნოს.

“ზამთრის შეკრების მოსაწყობად რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდით. ერთ-ერთი მათ შორის ჩრდილო აფრიკაში იყო, თუმცა საბოლოოდ ისევ მარბელიას მივანიჭეთ უპირატესობა, რადგან აქ არაერთხელ ვყოფილვართ და ვიცით, რომ ფანტასტიკური პირობებია,” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მარტინ ვან გეელმა.

ჰოლანდიაც პოლონეთში

ორიოდე დღის წინ ვწერდით, რომ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი პოლონეთში იმყოფებოდა, რათა ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის დროს ბაზა და სასტუმრო შეერჩია. ევროპირველობის დროს ამ ქვეყანაშივე აპირებს “დასახლებას” გერმანიის ნაკრებიც.

კიდევ ერთი გრანდი, რომელმაც არჩევანი პოლონეთზე გააკეთა ჰოლანდიაა, “ნარინჯისფრები” კრაკოვში იცხოვრებენ. “ჩვენ “ვისლას” სტადიონზე ვივარჯიშებთ, სადაც მშვენიერი გაზონია. მთლიანად ინფრაქსტრუქტურაც უბრალოდ ძალიან კარგია. ამასთან თავად ქალაქიც ლამაზია, სადაც ცხოვრება მართლა მშვენიერი იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ ფეხბურთელებს ბაზიდან გარეთ გასვლისას უფრო მეტი თავისუფლება ექნებათ, ვიდრე ეს სამხრეთ აფრიკაში იყო,” – განუცხადა “ეკიპს” ჰოლანდიელთა თავკაცმა ბერტ ვან მარვიიკმა.

დისკვალიფიკაცია შვეიცარიაში

შვეიცარიის საფეხბურთო ლიგამ “სიონის” 6 ფეხბურთელს 5-5 მატჩით მიუსაჯა დისკვალიფიკაცია. მიზეზი გახდა ის, რომ მათ სამოქალაქო სასამართლოს მიმართეს, ვისგანაც შვეიცარიის ჩემპიონატის მორიგ ტურში თამაშის ნებართვას ითხოვდნენ. ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა დაადგინა, რომ ფეხბურთელებმა, მას მერე, რაც უშუალოდ ლიგისგან ასეთი უფლება ვერ მიიღეს, რამდენიმე არასპორტულ ორგანოს მიმართეს მსგავსი საჩივრით.

მკვლელობა კოლუმბიაში

კოლუმბიის მე-2 ლიგის გუნდ “ალიან აერბინის” ფეხბურთელი ედისონ ჩარა ოთხშაბათს ქალაქ პუერტო ტეხადაში ბანქოს თამაშისას მას მერე მოკლეს, რაცა მეორე მოთამაშესთან უსიამოვნო კამათი მოუვიდა. ბედშავს ტყვია პირდაპირ შუბლში მოხვდა. პირველ გასროლას სხვა დამსწრეთაგანაც მოჰყვა იარაღის ჟღარუნი. როგორც ერთ-ერთი კოლუმბიური წყარო ირწმუნება, ამ ინციდენტისას კიდევ 4 ადამიანი დაზარალდა.

არის თუ არა კიდევ მსხვერპლი, ამას დაზუსტებით ჯერ ვერ ამბობენ, რადგან ამბის შემსწრე დაჭრილებიც და გადარჩენილებიც უგზოუკვლოდ მიიმალნენ.

დოპინგი ჩეხეთში

ჩეხური “ვიქტორია ჟიჟკოვის” 24 წლის ნახევარმცველი პერტ ზაპალაჩის დოპინგსინჯმა სისხლში კლენბუტეროლის კვალი აღმოაჩინა. “ასოშიეიტედ პრესის” მტკიცებით, ზაპალაჩს ვერაფერი უშველის. მას ფეხბურთიდან 2 წლით ჩამოშორება ელის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა