სამწუხაროდ, დონ უელდონის სიკვდილი პირველი ფატალური შემთხვევა არ არის მსოფლიო ავტოდრომებზე
სამწუხაროდ, დონ უელდონის სიკვდილი პირველი ფატალური შემთხვევა არ არის მსოფლიო ავტოდრომებზე. ინდიკარის სერიაში უსაფრთხოების სტანდარტები კვლავაც 80-იან წლებშია ჩარჩენილი. ნუთუ ეს საშინელი უბედურება უნდა მომხდარიყო, რათა ამ სერიის ხელმძღვანელობას ეს ფაქტი ეღიარებინა?!

შეიძლება ბევრი ვაკრიტიკოთ ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მაქს მოსლი მისი პოლიტიკის გამო, მაგრამ ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: სწორედ მის ხელში იქცა ფორმულა 1 მეტნაკლებად უხიფათო სარბოლო სერიად (თუ საერთოდ შეიძლება უსაფრთხოებაზე ლაპარაკი, როცა ბოლიდები საშუალოდ საათში 200 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობენ).

გაიხსენეთ სამი ეპიზოდი, რომელმაც პირდაპირ ეთერში საშინელი შთაბეჭდილება დატოვა: სენა იმოლაზე, შუმახერი სილვერსტოუნზე და კუბიცა მონრეალში. ყველაზე საშინლად ეს უკანასკნელი ავარია ჩანდა, მაგრამ რობერტი ყველაზე იოლად გადარჩა.

მიკა ჰაკინენი

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სერიოზულად დაზარალდა 1995 წელს ავსტრალიის გრანპრისას თავისუფალი პრაქტიკის დროს. სწრაფ წრეზე ჰაკინენს საბურავი გაუსკდა, რის შემდეგაც უმართავი "მაკლარენი" უდიდესი სისწრაფით შეასკდა კედელს. გადაუჭარბებლად შეიძლება იმის თქმა, რომ სწრაფად ჩატარებულმა ტრაქეომეტრიამ პილოტის სიცოცხლე გაადაარჩინა.

მიკამ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე აპენდიციტის ოპერაცის ჰქონდა გადატანილი, სწრაფად მოასწრო 1996 წლის სეზონის სტარტისთვის აღდგენა, ხოლო მომხდარი მორიგი სიგნალი გახდა იმისთვის, რომ აუცილებელი იყო უსაფრთხოების სტანდარტების გადახედვა.

მიხაელ შუმახერი

"ფერარის" ლიდერმა 1999 წელს მორიგი იერიში მიიტანა საჩემპიონო ტიტულზე, მაგრამ მის ყველა ძალისხმევას ხაზი გადაუსვა ავარიამ ბრიტანეთის გრანპრიზე, რომელშიც მიხაელმა ფეხი მოიტეხა.

Stowe-ის მოსახვევში შესვლამდე ცოტა ხნით ადრე "ფერარის" ბოლიდს მუხრუჭებმა უმტყუნეს. შუმახერს უფრო სერიოზული პრობლემები ტრასის მიღმა დაყრილმა ღორღმა აარიდა, რომელმაც ოდნავ დააგდო სიჩქარე. ექვსი რბოლის შემდეგ დაბრუნება ტრიუმფალური აღმოჩნდა: პოული და საჩუქარი ედი ირვაინს მალაიზიის გრანპრის გამარჯვების მხრივ.

ალესანდრო ძანარდი

ფორმულა 1-ში წარუმატებელი კარიერის შემდეგ იტალიელი CART-ის სერიაში დაბრუნდა, სადაც ორი ტიტული ჰქონდა მოპოვებული. 2001 წლის 15 სექტემბერი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა: გერმანიის ლაუზიტცრინგზე ძანარდი დიდი ხანი ლიდერობდა, მაგრამ ბოქსებიდან გამოსვლისას ალესანდრომ მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ტრასის გასწვრივ შემოტრიალდა. ალექს ტალიანი მაშინვე შეასკდა იტალიელის ბოლიდს, რომელიც ორ ნაწილად გაიხლიჩა.

ექიმების ვერდიქტი უმძიმესი აღმოჩნდა – ორივე ფეხის ამპუტაცია. მაგრამ აღფრთოვანებას იწვევს ამ ადამიანის სიმამაცე: ძანარდი არ დანებდა, წარმატებით გაიარა რეაბილიტაციის პროგრამა და ETCC-ის (ევროპის ტურიზმის ჩემპიონატი) ორ სეზონში მიიღო მონაწილეობა.

რალფ შუმახერი

მიხაელის უმცროსი ძმა სიცოცხლის გადარჩენას უნდა უმადლოდეს HANS-ს – თავისა და კისრის დასაფიქსირებელ მოწყობილობას. 2004 წელს, ინდიანაპოლისში ამერიკის გრანპრიზე რალფი ბოლო მოსახვევიდან გამოსვლის დროს სერიოზულ ავარიაში მოხვდა. შედეგად, შუმახერს დაუზიანდა ხერხემალი (საბედნიეროდ, უმნიშვნელოდ), რამაც გერმანელს ექვსი რბოლა გამოატოვებინა. არ გვინდა იმაზე ფიქრი, რალფის ბოლიდზე HANS რომ არ ყოფილიყო დამონტაჟებული.

მაიკლ პარკი

ესტონელი რალისტის მარკო მარტინის შტურმანი პილოტის შეცდომის გამო დაიღუპა. 2005 წელს უელსის რალიზე, ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის ბოლოს ესტონელმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა და ხეს შეეჯახა. ოდნავ მარჯვნივ გადახრილმა ფრონტალურმა დარტყმამ მარკოს ზიანი ვერ მიაყენა, მაიკლ პარკის ტრავმები კი სიცოცხლესთან შეუსაბამო აღმოჩნდა. შოკი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მარტინმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

ჰენრი სერტისი

2009 წლის 19 ივლისს, 18 წლის ასაკში ბრენდს-ჰეტჩის ტრასაზე დაიღუპა ფორმულა 2-ის პილოტი ჰენრი სერტისი. ბარიერს შეჯახებული ჯეკ კლარკის ბოლიდს საბურავი მოძვრა და სერტისს თავში მოხვდა. ჰენრიმ გონება დაკარგა. ავტოდრომიდან ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა არ მოხერხდა – საბურავის დარტყმისგან მიღებული ტრავმა ძალიან მძიმე აღმოჩნდა.

ფელიპე მასა

არ გასულა ერთი კვირა და დაახლოებით იგივე ხასიათის ინციდენტი შეემთხვა ფელიპე მასას. უნგრეთში ჰუნგარორინგის კვალიფიკაციაზე ეს ყველაფერი კოშმარულ დეჟავიუს ჰგავდა, ოღონდ საბურავის როლი, ამჯერად, ზამბარამ ითამაშა, რომელიც რუბენს ბარიკელოს ბოლიდს მოძვრა და ფელიპეს ჩაფხუტს მოხვდა. საშინელი იყო ავარიის შემდეგ მასას ფოტოების ხილვა... სეზონის დარჩენილი ნაწილი ბრაზილიელმა გამოტოვა და ტრასაზე მხოლოდ 2010 წელს დაბრუნდა.

რობერტ კუბიცა

პოლონელი კარიერაში უკვე ორჯერ მოხვდა სერიოზულ ავარიაში, რომლის შესახებაც ყველას კარგად მოეხსენება. და თუ პირველმა ინციდენტმა 2007 წელს, მონრეალში (ფეხის დაზიანება და ტვინის შერყევა) მხოლოდ აშშ-ის გრანპრის გამოტოვება გამოიწვია, 2011 წელს იტალიის გზებზე რალიში ავარია კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ერთ-ერთ მოსახვევში კუბიცა მოსრიალდა და მისი მანქანა უსაფრთხოების რელსის კიდეს შეასკდა. შედეგად, პილოტმა მარჯვენა ხელისა და ფეხის მრავალრიცხოვანი მოტეხილობა მიიღო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა