სებასტიან ფეტელი ბრიტანეთში ჩავიდა და იქ მილტონ-კინსში საკუთარი გუნდის ბაზაზე წლევანდელი გამარჯვება აღნიშნა
ფორმულა 1-ში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ბრიტანეთში ჩავიდა და იქ მილტონ-კინსში საკუთარი გუნდის ბაზაზე წლევანდელი გამარჯვება აღნიშნა. გარდა ამისა, მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მისთვის ჩემპიონატის საუკეთესო მანქანა დაამზადა.

ოფიციალური პრესკონფერენციის შემდეგ, გერმანელი პილოტი "რედ ბულის" შეფის კრისტიან ჰორნერისა და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ედრიან ნიუის თანხლებით შეუერთდა ავსტრიული საჯინიბოს მთელ კოლექტივს, რომელიც 525 თანამშრომელს შეადგენს.

ცერემონიის წამყვანი იყო ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი დევიდ კულტჰარდი, რომელიც "რედ ბულის" დაარსების პირველ წლებში ამ გუნდში გამოდიოდა. ზეიმს არ ესწრებოდა "რედ ბულის" მეორე პილოტი მარკ უებერი, რომელიც სამშობლოში სარეკლამო კამპანიის გამო გაემგზავრა, თუმცა თანაგუნდელს ვიდეომიმართვით მიესალმა.

"ყველა ცდილობდა ჩემპიონობის მოპოვებას, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის ერთია. ამჯერად ეს მე ვარ. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი წელი ჩემთვის, საოცარი პროგრესი გვქონდა, მაგრამ ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა, წინ კიდევ სამი რბოლაა და შევეცდებით, აქაც საუკეთესოები ვიყოთ", - განაცხადა ფეტელმა.

ასეთი იყო ცერემონიის ოფიციალური მხარე, შემდეგ კი ჟურნალისტებს ბაზის დატოვება სთხოვეს და გუნდმა დახურულს კარს მიღმა გააგრძელა ფეტელის ჩემპიონობის აღნიშვნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...