სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი ხვალ ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან მატჩში მე-100 კეპს მოიპოვებს და ეგრეთ წოდებული ასიანთა კლუბის მე-15 წევრი გახდება...

სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი ხვალ ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდთან მატჩში მე-100 კეპს მოიპოვებს და ეგრეთ წოდებული ასიანთა კლუბის მე-15 წევრი გახდება. აღსანიშნავია, რომ სმიტს ძალიან კარგი შანსი აქვს, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გააუმჯობესოს. "ბოკეს" უდავო ლიდერს წლეულს და გაისად შეუძლია დაახლოებით თხუთმეტი კეპი მოიპოვოს, ცხადია, თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი.

საინტერესოა, რომ სმიტს კვალში უდგას და დიდად არ ჩამორჩება დღესდღეობით ჯერ კიდევ მოთამაშე შვიდი მორაგბე. ესენი არიან:

მარტინ ვილიამსი (უელსი, 99 კეპი)

ყმაწვილკაცობაში ის თვითნაბადი, უნიჭიერესი მორაგბე იყო. მისი სანაკრებო კარიერა 1996 წელს დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. 34 წლის ვილიამსის შემცვლელი დღესდღეობით უელსში ძნელად მოიძებნება. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მესამეხაზელი ამჟამად ტრავმას იშუშებს და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ეროვნული ნაკრების ასიანთა კლუბში შესასვლელად დარჩენილი ერთი მატჩიც ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ასიანთა კლუბში აქამდ. ერთადერთმა უელსელმა გარეთ ტომასმა შეაღწია, რომელიც დიდი ხასნი არაა, რაც რაგბი ლიგაში გადაბარგდა.

ვიქტორ მეტფილდი (სამ. აფრიკა, 98 კეპი)

მომდევნო სამხრეთაფრიკელი, ვინც სმიტის შემდეგ ასიანთა კლუბში შევა, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეორეხაზელი ვიქტორ მეტფილდია. 33 წლის ვიქტორი თავის სახელს სრულად ამართლებს. მას მოგებული აქვს ყველაფერი, რისი მოგებაც რაგბიში შეიძლება- მსოფლიო თასი, სამი ერი, ზე -14, ქარის თასი.

სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში "ბოკეს" გამოსვლას, შეიძლება კატასტროფული ვუწოდოთ. მეტფილდისთვის ეს პირადი ტრაგედიის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ მეტფილდს ახლაც აწუხებს ტრავმები, წამითაც არ ფიქრობს, ნაკრების რომელიმე მატჩი გამოტოვოს და ჯანმრთელობას მიხედოს. ისედაც ყველაზე პოპულარული "ბოკეს" მეორეხაზელი 28 აგვიტოს, პრეტორიაში ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში ყველაზე გამორჩეული ფიგურა იქნება. ის ეროვნულ გუნდში მეასე შეხვედრას გამართავს. მანამდე კი, 21 აგვისტოს ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუხვდება იოჰანესბურგში.

სტივენ ჯოუნზი (უელსი, 97 კეპი)

უელსის ნაკრების ცხრა ნომერი ტრავმის გამო წლეულს ნაკრებში ვეღარ ითამაშებს. ამიტომ 32 წლის ჯოუნზს ასიანთა კლუბში შესვლის აღსანიშნავი ზეიმის გამართვა გაისად მოუწევს.

ივნისის ტესტებისას სტივენს დროდადრო ახალგაზრდა დენ ბიგარი ცვლიდა, რომელსაც წლეულს ჯოუნზის არყოფნაში ბევრად მეტი თამაში მოუწევს. კონკურენცია, ცხადია, უელსურ გუნდს წაადგება, თანაც ჯოუნზისთვის ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასი მეოთხე იქნება, ეს კი მისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი მოტივაციაა.

რიჩი მაკქოუ (ახ.ზელანდია, 87 კეპი)

ის ყველაზე ახალგაზრდაა ასიანთა კლუბის წევრობის კანდიდატთა შორის. ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანს დალოდება მოუწევს, თუმცა ასაკიდან გამომდინარე შანსი აქვს, ავსტრალიელი ჯორჯ გრეგანის რეკორდი მოხსნას. "ვოლაბების" კაპიტანს 139 კეპი აქვს მოპოვებული.

მაგრამ მანამდე რიჩიმ თანამემამულის, შონ ფიცპატრიკის რეკორდი უნდა დაამხოს, რომელსაც ახალი ზელანდიის ნაკრებში ყველაზე მეტი, 92 კეპი მოუხვეჭია. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაკქოუს პირადი რეკორდები არ ანაღვლებს. მთელი მისი ფიქრი მომავალი მსოფლიო თასის გათამაშებისკენაა მიმართული. რიჩის მსოფლიო თასის სამშობლოში დატოვება აქვს გულში ამოჭრილი.

2003 და 2007 წლებში მას ხელი მოეცარა. ავსტრალიაში "ოლ ბლექსი" ნახევარფინალში დამარცხდა, საფრანგეთში კი მეოთხედფინალსაც ვერ გასცდა. რიჩი შოკში იყო. გაისად მსოფლიო თასზე წარმატების მიღწევა მას მართლაც ლეგენდარულ მორაგბედ აქცევს, წარუმატებლობა კი, შესაძლოა,ამ უდიდეს ახალზელანდიელ მორაგბეს კარიერის ნაადრევად დასრულების ფასად დაუჯდეს.

მალილი მულიაინა (ახ.ზელანდია, 87 კეპი)

წარმოშობით სამოელი მულიაინა შეუფასებელი უნარების მქონე მორაგბეა და მიუხდევად ასაკისა, ამჟამადაც ყველაზე ბასრ იარაღად ითვლება ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელ გრემ ჰენრის ხელში. მულიაინას დებიუტი ნაკრებში 2003 წლის მსოფლიო თასზე შედგა. 2011 წელს მისთვის მესამე უდიდესი სარაგბო ფორუმი იქნება და დიდი შანსია, "ოლ ბლექსის" ფულბეკმა ასიანთა კლუბში შეაღწიოს.

ჯონი ვილკინსონი (ინგლისი, 86 კეპი)

რომა არა მისი ქრონიკული ტრავმები, რის გამოც ვილკინსონს თითქმის ორი წელი გაუცდა ასიანთა, კლუბში დიდი ხნის შესული იქნებოდა. არც ინგლისელ ჯეისონ ლეონარდის რეკორდის - 119 კეპის მოხსნა იქნებოდა ოცნება. "ვილკომ" თუ მომავალშიც გაუძლო ტკივილებს, მეორე ინგლისელი იქნება რაგბის ლეგენდებს შორის. არადა, ასეა, ჯონი ხშირად "წაქცეულა", მაგრამ უდრეკი სულის, რაგბის უსაზღვრო სიყვარულისა და შინაგანი დისციპლინის წყალობით წამოდგომას და გზის გაგრძელებას მუდამ ახერხებს. ის დღესაც ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავია მსოფლიოში, რომლის ფეხჩუბინობამაც "პომებს" 2003 წელს მსოფლიო თასი მოაგებინა, 2007 წელს კი ფინალში გაიყვანა. რა იქნება 2011-ში?!

ნათან შარპი (ავსტრალია, 85 კეპი)

ავსტრალიის ნაკრების შერკინების მეორეხაზელი და მისი მეგობარი, "ვოლაბების" მგეზავი მეთ გიტო (84 კეპი) ასიანთა კლუბს, წესით, წესით, ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე უნდა შეუერთდნენ. თუმცა ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებით იასპარეზებენ ავსტრალიელები მეზობელ ქვეყანაში, რომელიც მათთვის უცხო გარემო სულაც არ არის.

ასიანთა კლუბში რამდენიმე სახელოვანი ავსტრალიელია: ჯონ გრეგანი, სტივენ ლერხემი, ჯორჯ სმიტი და დევიდ კემპიზი.

შარპის სარაგბო კარიერა 2002 წელს დაიწყო. მან ყველაზე მეტი, 28 კეპი 2005-2007 წლებში მოიპოვა. ნათანს წლეულსაც "ვოლაბების" არცერთი შეხვედრა არ გამოუტოვებია და, ვფიქრობთ, თუ ასე გაგრძელდა, "ასეულს" კიდევ ერთი "ვოლაბი" შეემატება.

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა