20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე საჩხერელმა მძიმეწონოსანმა სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა
ამას წინათ 20-წლამდელ ძალოსანთა ევროპის პირველობაზე საჩხერელმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ სამი უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა - 185 კილო აიტაცა, 217 კილოგრამი აკრა და ორჭიდში 402 კილოგრამით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა, თან უახლოესი მეტოქე 7 კილოთი ჩამოიტოვა.

ქართველი ათლეტისთვის ეს არ იყო პირველი წარმატება - შარშან მან ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზეც სამი ოქრო დაიმსახურა, ოღონდ მაშინ, ერთი წლით უმცროსმა, უფრო მოკრძალებული შედეგით (158+187=345) შეძლო ეს. გოლიათი ძალოსანი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებს პირად მიღწევებს.

ყველაფერს კი საფუძველი მამამ - სახელოვანმა ძალოსანმა კობა ტალახაძემ ჩაუყარა. მან აზიარა ძე ძალოსნობას. ევროპიდან დაბრუნებულ ვაჟიშვილს მან აეროპორტში მიულოცა ჩემპიონობა (ეს ფოტოც მაშინ გადავუღეთ).

კობა ტალახაძემ ძალოსნობაში ვარჯიში ამირან დვალის ხელმძღვანელობით დაიწყო, მერე გოგი თოდაძესა და შოთა წერეთელთან იმაღლებდა ოსტატობას. 1983 წელს ჭაბუკებში საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა მოიპოვა მძიმე წონაში, 1987 წელს ახალგაზრდების საკავშირო პირველობაზე ორჭიდში 400 კილოთი (180+220) მე-2 ადგილი დაიკავა - ალექსანდრ ლევანდოვსკიმ 7 კილოთი აჯობა.

- ორი წლის შემდეგ დონეცკში საკავშირო ახალგაზრდულ თამაშებზეც მეორე ვიყავი, - იგონებს კობა ტალახაძე. - მაშინ 185 კილო კი ავიტაცე, მაგრამ აკვრაში 212-კილოიანი შტანგა ვერ დავიმორჩილე, არადა, ვარჯიშებზე ამ წონას იოლად ვერეოდი. იმავე წელს საკავშირო ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვიეს, მაგრამ 9 აპრილის შემდეგ ქართველებს ცერად გვიყურებდნენ და თურქეთში მსოფლიოს პირველობაზე არ წამიყვანეს. ის შეჯიბრება ლევანდოვსკიმ მოიგო, რომელსაც საწვრთნელი შეკრებებისას აშკარად ვჯაბნიდი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სავარჯიშო პირობები არ მქონდა და აქტიურ სპორტსაც ჩამოვშორდი.

- ლაშაზე რას იტყვით?

- პატარაობიდანვე ფიზიკურად ძლიერი იყო, ამიტომ ძალოსნობაში დავაწყებინე ვარჯიში - რაც მე ვერ შევძელი, ჩემს ვაჟს მინდოდა გაეკეთებინა დიდ სპორტში. საბედნიეროდ, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, საოცარი ნახტომებით აუმჯობესებს საკუთარ შედეგებს. ჩემგან განსხვავებით, თავშეკავებულია, გამრჯე და რეჟიმის მოყვარული. შვილი რომ არის, იმიტომ არ ვამბობ - ისეთი მონაცემები აქვს, დიდ სპორტში უნდა ივარგოს...

ლაშა ტალახაძე ახლა დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზეა და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ეროვნულ გუნდთან ერთად სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადება. ამ შეჯიბრებას კი 4 ნოემბრიდან პარიზი უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tamaz danelia
ის ურHევნიამამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა,ღმერთმა დალოცოს ლაHა,რათა ასახელოს საქართველო! კობასთან ერთად გამოვდიოდი შეჯიბრებებზე.მამამისი ზალიან ზლიერი იკო,მაშინ მე ბატონი პავლე კოსტავა მავარჯიშებდა ქუტაისში 1982 83 ცლები იკო დიდი იმედი მაკვს ლაშასი და მჯ
ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა