"არმია" წლეულს ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, ასეთი რამ ბოლოს 2002 წელს მოხდა, სადაც "დინამომ" "ჩელენჯ თასზე" იასპარეზა
საქართველოს ჩემპიონი "არმია" წლეულს ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ასეთი რამ ბოლოს 2002 წელს მოხდა - თბილისის "დინამომ" "ჩელენჯ თასზე" იასპარეზა. თუმცა მაშინდელ "დინამოსა" და დღევანდელ "არმიას" შორის დიდი სხვაობაა, ამის საილუსტრაციოდ თუნდაც ერთი ფაქტი გამოდგება: არმიელთა ღირსებას NBA-ს მოქმედი კალათბურთელი სანდიეტა გეინსი იცავს.

ხუთი უცხოელით გაძლიერებულმა საქართველოს ჩემპიონმა სლოვენიაში ნაყოფიერი შეკრება გაიარა და საქართველოში გასულ კვირას დაბრუნდა. ჟურნალისტებს მანამდეც არაერთი შეკითხვა გვქონდა, თუმცა მოთმენა მოგვიწია და გუშინ მთელი არმიული კოლექტივი მასმედიის წინაშე წარდგა.

ფოტოზეც ჩანს, რომ მთავარ მაგიდასთან დაგვხვდნენ მწვრთნელი კოტე ტუღუში, "არმიის" და საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ანატოლი ბოისა და "ნიუ ჯერსიდან" ლოკაუტის დროს საქართველოში ჩამოსული სანდიეტა გეინსი.

შეხვედრა კოტე ტუღუშმა გახსნა, რომელიც გასულ სეზონში "არმიის" ლიდერი იყო და კალათბურთელის რანგში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა. თუმცა კოტემ ახალი სეზონის წინ პროფესია შეიცვალა და გუნდის მთავარ მწვრთნელად მოგვევლინა. იგი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბთან მუშაობდა და საჭირო გამოცდილებაც მიიღო.

მოვუსმინოთ კოტე ტუღუშს:

- გასული სეზონის შემდეგ გუნდში ბევრი სიახლეა. დავიწყოთ იქიდან, რომ გუნდს ახალი ბაზა აქვს, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სრულყოფილად მოსამზადებლად და პროფესიული წინსვლისთვის. გვყავს ახალი პრეზიდენტი - თემურ ხევსურიანი. მენეჯერი - ლუკა შანიძე. შემადგენლობაშიც სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: "ქუთაისიდან" დავიმატეთ ბუბა კვიმსაძე, ასევე მოვიწვიეთ ხუთი ლეგიონერი. ხუთივე სხვადასხვა პოზიციაზე თამაშობს - პირველიდან მეხუთე ნომრის ჩათვლით. არჩევანი დიდი იყო, მაგრამ საბოლოოდ ჯერემი რიჩარდსონზე, სანდიეტა გეინსზე, გილერმო დიასზე, იოაკიმ კიელბომსა და უილიამ ტომასზე შევჩერდით.

შემადგენლობასა და ლეგიონერებს ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე ანატოლი ბოისას მოვუსმინოთ, რომელმაც გუნდის მზადებაზე ილაპარაკა:

- ხარისხიანი ვარჯიშები გვაქვს, ახალი მწვრთნელი საქმეს კარგად ართმევს თავს. სწორი მიმართულებით მივდივართ და ვფიქრობ, საერთაშორისო მატჩებისთვის კარგ ფორმაში ვიქნებით. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ხუთივე უცხოელი მაღალი დონის კალათბურთელია. ამიტომ, ჩვენ, ქართველებიც ერთი-ორად ვინდომებთ, ვცდილობთ ტოლი არ დავუდოთ, რაც ვარჯიშების ხარისხზე დადებითად მოქმედებს.

არმიელთა მთავარმა მწვრთნელმა სლოვენიური შეკრება შეაფასა:

- სლოვენიაში ორი კვირა ვივარჯიშეთ და სამი საკონტროლო მატჩი ჩავატარეთ. ორში დავმარცხდით და ერთი მოვიგეთ, თუმცა შედეგს ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ, რადგან ამხანაგური მატჩების მთავარი მიზანი გუნდის შეთამაშებაა. ქართველმა და უცხოელმა კალათბურთელებმა საერთო ენა გამონახეს, რაც მოედანზე თამაშიდან თამაშამდე იგრძნობა.

კოტე ტუღუშს "არმიის" სამომავლო მიზნებზეც ვკითხეთ როგორც ევროჩელენჯზე, ასევე საქართველოს ჩემპიონატში.

- ეროვნულ პირველობაზე შაბათიდან ჩავერთვებით და ვეცდებით ეს შეჯიბრება ევროჩელენჯისთვის მზადებისთვის გამოვიყენოთ. ვიდრე ევროტურნირებზე გუნდებს განთესავდნენ, ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას ვისახავდით მიზნად. რადგან თავიდანვე ჯგუფში მოვხვდით, მიზნებიც შეიცვალა - მეორე ეტაპზე გასვლისთვის ვიბრძოლებთ. სხვათა შორის ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ჩვენი ჯგუფი დეტალურად განიხილეს. ყველა მეტოქე კარგად გაანალიზეს, ყველაზე ნაკლები "არმიაზე" ეწერა, თუმცა იქვე აღნიშნული იყო, ამ კლუბის სათვალავში არჩაგდება ნამდვილად არ შეიძლებაო.

როგორც შესავალში გითხარით, ტუღუში გასულ სეზონში "არმიას" კალათბურთელის რანგში ეხმარებოდა. წლეულს - მთავარი მწვრთნელია. მას ამ ცვლილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც მოუხდა პასუხის გაცემა.

- აქამდე სპორტსმენი ვიყავი, გამოწვევა და აზარტი ჩვეულებრივი ამბავი იყო. ამიტომ, ახალ გამოწვევასაც ინტერესით შევხვდი, მითუმეტეს, რომ მწვრთნელობა უცხო ხილი ნამდვილად არ ყოფილა. კალათბურთელობისასაც ვმუშაობდი პატარების მწვრთნელად.

პრესკონფერენციის ბოლოს დანაკლისზე ვილაპარაკეთ. სამი არმიელი ტრავმირებულია.

- დავით უგრეხელიძეს შარშანდელი ტრავმა გაუმიზეზდა და სლოვენიაში სამკურნალოდაა. გიორგი შარაბიძე თურქეთში გაემგზავრება, სადაც გაარკვევენ ოპერაცია დასჭირდება თუ ქირურგიული ჩარევის გარეშე განაგრძობს მკურნალობას. ბუბა ბერიშვილი კი ოპერაციას იკეთებს და რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 6 თვე დასჭირდება, - განგვიმარტა "არმიისა" და საქართველოს ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა