ახალი ზელანდიის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი ტრავმის გამო მსოფლიოს თასის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა
ახალი ზელანდიის ნაკრებისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი ტრავმის გამო მსოფლიოს თასის გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. კარტერმა საზარდული ჯგუფური ტურნირის მსვლელობისას, კანადასთან მატჩის წინ, ვარჯიშზე დაიშავა. მას ოპერაცია ავსტრალიაში, მელბურნში გაუკეთეს და ამჟამად ახალ ზელანდიაში იმყოფება.

"თავიდან ძალიან გამიჭირდა. ისე ვიყავი განადგურებული, რომ არ მინდოდა რაიმე საერთო მქონოდა მსოფლიოს თასის გათამაშებასთან. მინდოდა, ის, რაც შეიძლება მალე დამევიწყებინა. მაგრამ, ხუთი-ექვსი დღის შემდეგ გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ეს მსოფლიოს თასია, რაგბის უდიდესი დღესასწაული, რომელიც აქვე, ჩემს სამშობლოში მიმდინარეობს.

გადავწყვიტე და ჩვენი ნაკრების პირველივე მატჩზე წავედი. ეს ფანტასტიკური იყო, ყოველი წუთი შესანიშნავი. ახალზელანდიელები და ჩამოსული სტუმრები უდიდეს სიამოვნებას ღებულობდნენ იმისგან, რაც ირგვლივ ხდებოდა. მეც მათი ნაწილი გავხდი" - თქვა დენ კარტერმა.

დენი ახალი ზელანდიის ნაკრების საწვრთნელ ბანაკსაც ესტუმრა და მის შემცვლელ აარონ კრადენს კონსულტაცია ჩაუტარა. ის მოუწოდებს "ოლ ბლექსის" მოთამაშეებს სათანადოდ შეაფასონ ფრანგთა გუნდი, მიუხედავად იმისა, რომ "ლე ბლო" დიდად არ ბრწყინავს.

"ძალიან საინტერესო სიტუაციაა. ჩვენი მეტოქე ფინალში საფრანგეთის ნაკრებია. ეს გუნდი "ოლ ბლექსისთვის" ყველაზე უხერხული მეტოქეა. ძალიან კარგად გვახსოვს რა წარსული გვაკავშირებს ფრანგებთან.

"ლე ბლომ" ორჯერ 1999 და 2007 წლების მსოფლიოს თასის გათამაშებაში გაწბილებული დაგვტოვა. ისინი განსაკუთრებით სახიფათონი მაშინ არიან, როცა კედელთან მიაყენებ. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი და ადვილად შეუძლიათ გაგაკვირვონ.

ჩემი გუნდის ორი თამაში ტრიბუნიდან ვნახე. ეს ჩემთვის აუტანელი ტანჯვა იყო. ძალიან ვნერვიულობდი. ცუდი მაყურებელი ვარ. მართლაც ძალიან ძნელი იყო, როცა ბიჭებს მოედანზე ვხედავდი და ვერაფრით ვეხმარებოდი. არადა, როგორ მივეჩვიე იმას, რომ იქვე, მოედანზე ვახერხებდი სიტუაციის შეცვლას" - დასძინა "ოლ ბლექსის" მგეზავმა დენ კარტერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის