სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ვეტერან კალათბურთელთა ფონდის მხარდამჭერ აქციების გამართვას მიეძღვნა
გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საკალათბურთო სუპერლიგისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთა ინიციატივით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ვეტერან კალათბურთელთა ფონდის მხარდამჭერ აქციების გამართვას მიეძღვნა.

საერთო გადაწყვეტილებით, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებზე დასასწრები გაყიდული ბილეთების თანხა მთლიანად მოხმარდება ვეტერან კალათბურთელთა ფონდს, ასევე გაიმართება სხვადასხვა აქციები, რაც ხელს შეუწყობს ბილეთების რეალიზაციას და ზოგადად კალათბურთის პოპულარიზაციას.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველ ტურზე გარკვეული რაოდენობის ბილეთებს შეიძენს, ასევე გადაწყვეტილია, რომ ანალოგიურად იმოქმედებენ სხვადასხვა სამინისტროები. პრესკონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ვეტერანი კალათბურთელები - ამირან სხიერელი, ვაჟა ჟღენტი, ვაჟა გვანცელაძე, ილარიონ ხაზარაძე და ვეტერან კალათბურთელთა ფონდის პრეზიდენტი - ვალერი ლომაძე.

მედიასთან სუპერლიგის პრეზიდენტმა - გიორგი ზამბახიძემ და სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა - ირაკლი სამყურაშვილმა ისაუბრეს.

გიორგი ზამბახიძე: "სუპერლიგის მატჩებზე დასასწრები ბილეთები 1 ლარი ეღირება, ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ვეტერან კალათბურთელთა ფონდში ჩაირიცხება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყველა ტურზე ბილეთების გარკვეულ რაოდენობას შეიძენს, ასევე მოიქცევიან სხვა სამინისტროები".

ირაკლი სამყურაშვილი: " ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით სუპერლიგის თამაშებიდან შემოსული თანხა ვეტერანთა ფონდში გადაირიცხება. ამას დაემატება სამინისტროს მიერ შეძენილი ბილეთები. აქციაში ჩაერთვებიან სხვა სამინისტროებიც და მთლიანობაში შეგროვილი თანხა სოლიდური გამოვა. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივრებსაც იარონ სუპერლიგის მატჩებზე, ამით ვეტერანებსაც დაეხმარებიან და თან საინტერესო თამაშებსაც ნახავენ, რადგან ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გველის. ქართული კლუბები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ".

ვალერი ლომაძე: "დიდი მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და კალათბურთის ფედერაციას ასეთი მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის. ეს ჩვენთვის დიდი დახმარება და თანადგომაა. ბევრი ვეტერანი ნამდვილად გაჭირვებულია და ასეთი აქცია უდავოდ წაადგებათ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ფონდს 12 კაციანი საბჭო განკარგავს და თითოეული თეთრი კონტროლდება".

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად