ევრო-2012, ჩემიონთა ლიგა, ევროპის ლიგა - ფანიაშვილი ყველას მონაწილეა
ეროვნული ჩემპიონატის გასული ტურის ყველაზე საკამათო მომენტი გორის "დილასა" და ზუგდიდის "ბაიას" მატჩისას დაფიქსირდა - ზუგდიდელ მცველს საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ კი პენალტი არ დანიშნა, რასაც გორელი ქომაგების დიდი რისხვა მოჰყვა.

ჩვენს ტრადიციულ რესპონდენტს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელ ლევან ფანიაშვილს, უპირველესად, სწორედ ამ ეპიზოდის შეფასება ვთხოვეთ:

"დეტალურად განვიხილეთ ეს მომენტი და დავასკვენით, რომ არბიტრმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბურთმა მოძებნა ხელი და არა პირიქით.

საერთოდ, მსგავს სადავო სიტუაციაში დროულად გარკვევა და უშეცდომოდ მოქმედება მსაჯისთვის ძალიან რთულია, რადგან მან უცებ უნდა განსაზღვროს, იყო თუ არა ხელით თამაში მცველის ჩანაფიქრი და იქონია თუ არა ხელით თამაშმა გადამწყვეტი გავლენა ეპიზოდზე".

ფანიაშვილმა საილუსტრაციოდ მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ტურნირებზე დანიშნული პენალტები გაიხსენა.

1. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე იტალიელმა რობერტო ბაჯომ, ფაქტობრივად, განგებ გაარტყა ხელზე ბურთი ჩილელ მცველს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა - ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ხელით თამაში წინასწარგანზრახული არ ყოფილა.

2. ევრო 2000-ის ნახევარფინალში პორტუგალიელმა აბელ შავიერმა საკუთარი კარისკენ მიმავალ ბურთს გზა ხელით გადაუღობა, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ზინედინ ზიდანმა გამოიყენა და ფინალში საფრანგეთი გავიდა - ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან შავიერმა ბურთს ხელი შეგნებულად დაუხვედრა.

უმაღლესი ლიგის გასულ ტურში სადავო მეტი არაფერი მომხდარა.

რამდენიმე დღის წინ ფანიაშვილი პორტუგალიაში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ლიგის მატჩზე "ბრაგა"-"ბრიუგე" მსაჯთა დამკვირვებელი იყო. შეხვედრა ბელგიელთა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა. მსაჯთა დამკვირვებელს საკუთარი საქმიანობის დეტალების შესახებ მედიასთან საუბრის უფლება არ აქვს, ამიტომაც ფანიაშვილმა მატჩი მხოლოდ გულშემატკივრის თვალით შეაფასა და "ბრიუგეს" თამაშით აღფრთოვანება გამოთქვა:

"ვიცოდი, რომ "ბრიუგე" ძლიერი გუნდი იყო, რაც "ზესტაფონთან" მატჩებშიც დაამტკიცა, მაგრამ ახლა უფრო შთამბეჭდავ ფეხბურთს თამაშობს. საერთოდ, ბელგიელები ძალისმიერ სტილს მისდევენ, მაგრამ "ბრიუგე" ძლიერია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კომბინაციურადა და ტაქტიკურადაც".

"ბრაგა"-"ბრიუგეს" შემდეგ ფანიაშვილი მსაჯთა დამკვირვებელი ევრო 2012-ის შესარჩევ მატჩშიც იყო, რომელშიც ერთმანეთს ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდნენ, მისი შემდეგი "დანიშნულების ადგილი" კი კვიპროსია, სადაც ჩემპიონთა ლიგაზე ადგილობრივი აპოელი პორტუგალიურ "პორტუს" უმასპინძლებს.

რამდენიმე დღის წინ დავით ხარიტონაშვილი და ლევან კვარაცხელია ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებს გაუძღვნენ, 11 ოქტომბერს კი კვარაცხელიამ 21-წლამდელთა საკვალიფიკაციო შეხვედრა იმსაჯა ბულგარეთსა და ლუქსემბურგს შორის. მატჩი ბულგარელმა მასპინძელებმა 3:2 მოიგეს, კვარაცხელიამ კი მათ მეკარე გაუძევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"