ავსტრალიის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრას 28 აგვისტოს კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ავსტრალიელი ქომაგები და სპეციალისტები მატჩს შიშით ელიან, რადგან მათი სათაყვანებელი გუნდი ბოლო ხანს ვერ ყოჩაღობს...

ავსტრალიის ნაკრები სამი ერის მორიგ შეხვედრას 28 აგვისტოს კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან გამართავს. ავსტრალიელი ქომაგები და სპეციალისტები მატჩს შიშით ელიან, რადგან მათი სათაყვანებელი გუნდი ბოლო ხანს ვერ ყოჩაღობს.

თავად განსაჯეთ, "ვოლაბებმა" ახალი ზელანდიის ნაკრებთან ზედიზედ ცხრა მატჩი წააგეს. სამხრეთ აფრიკაში კი 1963 წლის მერე აღარ მოუგია.

ავსტრალიის რაგბის კავშირმა 2007 წელს, პირევლად ამ ქვეყნის ნაკრების ისტორიაში, გუნდი უცხოელ მწვრთნელს ჩააბარა. ახალზელანდიელი რობი დინსის რეპუტაცია ეჭვს არ იწვევდა. მისი ხელმძღვანელობით "კრუსეიდერზმა" ხუთჯერ მოიგო ზე 14-ის გათამაშება.

მაგრამ, ავსტრალიელთა სამწუხაროდ, დინსი ვერ ამართლებს იმედებს. მას 54 -პროცენტიანი შედეგი აქვს, მისი თავკაცობით "ვოლაბებმა" 35 მატჩიდან მხოლოდ 19 მოიგეს. შედარებისთვის საინტერესო იქნება მისი წინამორბედების მიღწევებს გადავხედოთ. ჯონ კონოლიმ მათჩების 64 პროცენტი მოიგო, ედი ჯონსმა - 57, როდ მაკქუინმა - 79.

ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ სამი წლის განმავლობაში დინსმა პროგრესს ვერაფრით მიაღწია. არადა, მსოფლიო თასის გათამაშება კარსაა მომდგარი.

შექმნილი მდგომარეობის შეფასებისას ბობ დუაიერი, რომელმაც 1991 წელს "ვოლაბებს" მსოფლიო თასი მოაგებინა, ლაკონურია:

"მიზეზი სამი რამ შეიძლება იყოს. ან მორაგბეები არ გვყავს საკმარისად მაღალი დონის, ან მწვრთნელი, ანაც ორივე ერთად".

თავის დროზე ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ჯონ ონილი ამბობდა, რობი დინსი სწორედ ის კაცია, ვინც 2011 წლის მსოფლიო თასზე გაგვამარჯვებინებსო. ამჟამად ონილი ამაში ასე მტკიცედ დარწმუნებული არ არის.

"დინსი საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტია, მან თავისი საქმე კარგად იცის და, ვფიქრობ, ბოლომდე უნდა ვენდოთ. არა მგონია, ახლა მისი შეცვლით ნაკრებში რაიმე კარდინალურად შეიცვალოს, ამიტომ, უმჯობესია, თავისი დაწყებული საქმე მანვე მიიყვანოს ბოლომდე. ოღონდ, ამდენი ლოდინით დავიღალეთ, დროა, "ვოლაბების" წარუმატებლობის სერია დამთავრდეს, წამმზომი ჩართულია" - თქვა ონილმა

ამასობაში, დინსმა სამხრეთ აფრიკაში გასამართი ორი მატჩისთვის გამზადებული 28-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. ერთადერთი სიახლე ნაკრებში ლაკი ტერნერის დაბრუნებაა. სხვები ძველი, ნაცნობი სახეები არიან.

ავსტრალიის ნაკრები:

შერკინება: როკი ელსომი, სალესი მააფუ, მარკ ჩისოლმი, სტივენ მური (ყველა -ბრამბიზი), ბენ დეილი, ჯეიმზ სლიპერი, საია ფაინგაა, რობ საიმონსი (ყველა-რედსი), ბენ რობინსონი, დენ მამი (ორივე-ვორათაზი), ნათან შარპი, რიჩარდ ბრაუნი, ნიკ კამინსი, დევიდ პოქოკი (ყველა-ფორსი).

უკანა ხაზი: ვილი გენია, ქუადე კუპერი, ენტონი ფაინგაა, სკოტ ჰიგინბოთამი (ყველა-რედსი), ლუკ ბარჯესი, ბერიკ ბარნსი, ლაკი ტერნერი, დრიუ მიტჩელი, ქართლი ბეილი (ყველა-ვორათაზი), მეთ გიტო, ადამ ეშლი-კუპერი, პატრიკ მაკკები (ყველა-ბრამბიზი), ჯეიმზ ოკონორი, ბენ მაკკალმენი (ორივე-ფორსი).

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა