საბერძნეთისა და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის, ათენში მიმდინარე აკროპოლისის თასის მატჩი ბოლო წუთებზე მოთამაშეთა ჩხუბის გამო შეწყდა.

საბერძნეთისა და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებებს შორის, ათენში მიმდინარე აკროპოლისის თასის მატჩი ბოლო წუთებზე მოთამაშეთა ჩხუბის გამო შეწყდა. როცა თამაშის დასრულებას 2 წუთი და 40 წამი აკლდა, ხოლო ბერძნები 74:73 იგებდნენ, ატყდა მასობრივი მუშტი-კრივი და არბიტრებმა თამაში დასრულებულად გამოაცხადეს. ჩხუბის ვიდეოჩანაწერი ინტერნეტში გამოქვეყნდა.

შეხვედრის ბოლო მეოთხედში სერბეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელ დუშან ივკოვიჩს არბიტრთან კამათი ძვირად დაუჯდა – გაძევებით დასაჯეს. ამ ინციდენტიდან 6 წუთში კი შეხლა-შემოხლა კალათბურთელებს შორისაც გაჩაღდა.

სერბეთის ნაკრების მცველმა მილოშ ტეოდოსიჩმა ერთ-ერთ სათამაშო სიტუაციაში წესები უხეშად დაარღვია, მასთან ბერძენთა ფორვარდი ანტონის ფოცისი წაკინკლავდა, ტეოდოსიჩს ბევრი არც უფიქრია და ოპონენტს ყბაში მუშტი უთავაზა.

ჰოდა, მანდ დაიწყო, რაც დაიწყო – 30-კაციანი ჩხუბი გაჩაღდა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა. სერბმა ცენტრმა ნენად კრსტიჩმა თავის ბერძენ კოლეგას, "პატარა შაკად" ცნობილ სოფოკლის სხორცანიტისს სკამი ესროლა, მაგრამ 206 სანტიმეტრის სიმაღლისა და 156 კილოგრამის წონის დევკაცს ააცილა და სხვა გოლიათს, იანის ბურუსისს მოარტყა. ამ უკანასკნელს თავიდან სისხლი წასკდა, თუმცა ხსენებული სკამი სერბთა დამრიგებელ ივკოვიჩსაც მოხვდა, თანაც ივკოვიჩიც და ბურუსისიც მოჩხუბრების გაშველებას ცდილობდნენ... მოკლედ, კაი გვარიანი ქუჩური ჩხუბი იყო, ბერძნებმა და სერბებმა ერთმანეთი კარგადაც მიბეგვეს...

რამდენიმე მოჩხუბარს საკალათბურთო დარბაზის დატოვება მედიკოსების დახმარებით მოუხდა. ჯერჯერობით უცნობია, ვის რა სანქციები ელის და ვის გადაეცემა აკროპოლისის თასი. შეგახსენებთ, ბერძნებიც და სერბებიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც თურქეთში 28 აგვისტოს დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

latsius
ესეთი რამ ქართველ კალათბურთელებს რომ შემთხვევოდათ დარწმუნებული ვარ სერიოზულ სანქციებს დაგვიწესებდნენ , ვიმედოვნებ რომ დგეს ასეთი რამ არ განმეორდება სპორტის სასახლეში
ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა