ვან ბასტენი "აიაქსში" არ დაბრუნდება
“აიაქსის” დირექტორთა საბჭოს სახელით იოჰან კრუიფი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, 47 წლის მარკო ვან ბასტენს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს სთავაზობდა. მარკომ მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ითხოვა. აიაქსიდებისდა სამწუხაროდ, ვან ბასტენმა ამსტერდამში დაბრუნდება თავაზიანი უარი განაცხადა. მან ეს ჟურნალისტებს პირადად დაუდასტურა.

“აიაქსთან” მოლაპარაკება გავმართე. მათი წინადადება საკმაოდ მომხიბლავი იყო, მაგრამ კონკრეტულ დეტალებზე ვერ შევთანხმდით. ასე რომ, ამსტერდამში ტყუილად ნუღა დამელოდებიან,” – განუცხადა მან “დე ტელეგააფს”.

ვან მარვიიკი ეინდჰოვენში?

ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, 59 წლის ბერტ ვან მარვიიკი გულწრფელად ამბობს, ის ტიპაჟი არ ვარ, ერთ ადგილზე მუშაობა ძალიან დიდხანს რომ შემეძლოსო. ის “ნარინჯისფრებს” სათავეში 2008 წლიდან უდგას. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი კონტრაქტის ვადა ეწურება და მის გახაგრძლივებას არც აპირებს. 4 წლის შემდეგ ის მზადაა, რათა ახალი სამუშაოს ძებნას შეუდგეს.

მიუხედავად დადებითი შედეგებისა, თავის მხრივ ამჟამინდელი მწვრთნელის მუშაობით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ჩანს “ეინდჰოვენი”. პსვ სეზონის ბოლოს ფრედ რუტენს ალბათ გამოეთხოვება კიდეც. ჰოლანდიური "ფუტბოლ ინტერნეშენელის” ცნობით, ფილიპსელები რუტენის ადგილას სწორედ ვან მაარვიკის კანდიდატურას განიხილავენ.

ჩელსი ფავორიტია

“ლილის” საფეხბურთო აკადემიის რექტორმა ჟან-მიშელ ვანდამმა საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ედენ აზარის გადასაბირებლად რამდენიმე კლუბი ერთდროულად იბრძვის, ამ რბოლას კი ერთი ფავორიტი ჰყავს – “ჩელსი”. “უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ედენი სულაც არ არის წინააღმდეგი, თუკი “ლილში” სეზონის ბოლომდე დარჩება, მაგრამ... საკითხი ასე მარტივად არ დგას.

ყველაზე აქტიურად ინტერესს “ჩელსი” გამოხატავს. ამ ეტაპზე ესპანური გრანდები ჩუმად არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მხოლოდ დროს უცდიან და თავიანთ წინადადებას აუცილებლად შემოგვთავაზებენ. არ ვგულისხმობ მხოლოდ “რეალსა” და “ბარსელონას”. მყიდველს კარგად გვარიანად მოუწევს ჯიბეზე ხელის გაკვრა. კლუბი აზარს ყველაზე ცოტა 40 მილიონ ევროდ თუ გაყიდის. ხოლო თუკი სერიოზული კონკურენცია იქნა, შეიძლება მისი ფასი კიდევ გაიზარდოს,” – თქვა ვანდამმა.

ლიონი წაგებაზე მუშაობს

მიუხედავად იმისა, რომ “ლიონის” პრეზიდენტის ჟან-მიშელ ოლას თქმით, კლუბი სულ უფრო მეტ საქმიან პარტნიორს პოულობს, კლუბის დავალიანება სულ უფრო იზრდება. ამას მოწმობს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმება, რომლის თანახადაც “ლიონის” წლიური ბიუჯეტი ბოლო 1 წლის განმავლობაში 3,5%-ით შემცირდა და ახლა 154,6 მილიონს შეადგენს. ამას არც თავად კლუბის წარმომადგენლები უარყოფენ. “ლიონმა” 2010 წელი 28 მილიონი ევროს წაგებით დაასრულა, რაც მნიშვნელოვნად მცირეა 2009 წლის ზარალზე, როცა უარყოფითმა ბალანსმა 35,6 მილიონი შეადგინა.

მოხუცი ბექსი

ზინედინ ზიდანმა “პარი სენ-ჟერმენში” დევიდ ბექჰემის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ცოტა ფრთხილად უნდა იყოს, როცა დევიდ ბექჰემს 2-წლიან კონტრაქტში 9 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობს. ეს სერიოზული რისკია, რადგან ჩემი მეგობარი უკვე ასაკშიაო. “მე მისი კონდიციები კი არა, ასაკი მაშფოთებს. ის 36 წლის არის და საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა აუცილებლად უნდა დაუსვას. ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ასევე კლუბმაც. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დევიდის პროფესიონალიზმში არასოდეს შემპარვია ეჭვი. ის ყოველ ვარჯიშს განსაკუთრებულად უდგებოდა”.

ირანელი და ნარკოტიკი

ირანის ნაკრების ფეხბურთელი ამუ ჰასანი იტალიურმა პოლიციამ მილანის აეროპორტში დააკავა. საბუთებიდან ირკვევა, რომ ის რამდენიმე დღით ადრე ჯერ ამსტერდამში იყო, შემდეგ კი ლონდონში. დაკავებისას მას ჩანთაში ზაფხულის ღია ფეხსაცმელსა და ყურანში გადამალული 690 გრამი კოკაინი აღმოაჩნდა. კარაბინერების თქმით, ამოღებული ნარკოტიკი შავ ბაზარზე 250 ათასი ევროს ღირებულებისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"