სურათი 2000 წელს არის გადაღებული და მასზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებია ასახული
"თაობები არ მოდიან", "ფეხბურთელების დეფიციტია", "იქნებ, უახლოეს მომავალში მაინც წამოვიდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები" - დიდი ხანია, გვესმის ასეთი ფრაზები, მაგრამ ძნელია, დაეთანხმო ამ სიტყვებს. თაობები კი მოდიან, მაგრამ, სამწუხაროდ, დიდი ფეხბურთში გადასვლამდე იკარგებიან.

მაგალითისთვის ერთი ფოტოს ისტორიას მოგიყვებით და აქვე ვიტყვი, რომ კიდევ ბევრი მსგავსი ფოტოს მოძებნა შეიძლება.

სურათი 2000 წელს არის გადაღებული და მასზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებია ასახული. გუნდი, რომელსაც კობა ჟორჟიკაშვილი წვრთნიდა, ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, იქ კი მეოთხედფინალში პენალტების სერიაში შვეიცარიასთან დამარცხდა, რომელიც ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ფეხბურთში ასეთი მაღალი ადგილი საქართველოს არც ერთ გუნდს არ დაუკავებია, სანდრო იაშვილი კი 4 გოლით გერმანელ ლუკას პოდოლსკისთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.

ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის შვიდი მოთამაშე აღარ თამაშობს: მეკარე ზვიად ჩალაძემ კარიერა 22 წლისამ დაასრულა, ისევე, როგორც კაპიტანმა ბესო მიქიაშვილმა, რომელიც ბოლოს უმაღლესლიგელი "თბილისის" კაპიტანიც იყო.

ნაადრევად შეეშვა თამაშს გივი კაპანაძე. სამწუხაროდ, ტრავმების გამო დიდი ფეხბურთი ვერც შოთა ჭელიძემ ითამაშა, რომელიც ძმაზე, გიორგი ჭელიძეზე არანაკლებ ნიჭიერი იყო. გაუთავებელმა ტრავმებმა საყვარელ საქმეს ჩამოაშორა საყრდენი ზურაბ კვახაძე, რომელიც თავიდან გუნდის კაპიტანი იყო და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

სურათზე არ ჩანს გიორგი (ნოდარის ძე) ჭელიძე, რომელიც ამ ნაკრების თავდამსხმელი იყო, მოსკოვის "ლოკომოტივში" გამოდიოდა და კარგი პერსპექტივაც ჰქონდა, მაგრამ 24 წლისამ მწვრთნელობა დაიწყო.

ტრაგიკული ბედისა იყო 13 ნომრით მოთამაშე მარჯვენა მცველი ზურაბ ბარაბაძე - იგი გასულ წელს მოკლეს. ზურა სწრაფი და ნიჭიერი მცველი იყო. ახლა თანაგუნდელები მეგობარს მისი სახელობის ტურნირით იხსენებენ.

ამ გუნდიდან, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი დაიკავა, დღეს ფეხბურთს მხოლოდ რამდენიმე შემორჩა: "ზესტაფონში" თამაშობენ გოგი ფიფია და ზაალ ელიავა, ყველაზე შორს გოჩა ხოჯავა წავიდა და რუსეთის პრემიერლიგის ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" პლეიმეიკერია, თუმცა ამჟამად გოგიტა გოგუასთან და ლაშა სალუქვაძესთან ერთად დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს.

სამწუხაროდ, სანდრო იაშვილმა თბილისის "დინამოში" ფეხი ვერ მოიკიდა და უცნობია, აპირებს თუ არა თამაშს. ნიჭიერი ცენტრალური მცველი ანზორ კალაძე ბოლოს ფინეთში ცდილობდა კარიერის აწყობას, მაგრამ მასზეც არაფერი ისმის.

ცხადია, კარიერა რომ ვერ აიწყვეს, მხოლოდ სხვას ვერ დავაბრალებთ, ზოგმა ნიჭი ვერ გამოიყენა, ზოგს ფეხბურთის სიყვარული არ აღმოაჩნდა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ჩვენთან ჩემპიონატი და კლუბები რომ მძლავრობდნენ, დარჩენის სტიმული გაუჩნდებოდათ. ასეთებს "ფეოლა" მწვრთნელებიც სჭირდებოდათ, რომლებიც ფეხბურთისკენ მოაბრუნებდნენ.

ასეა თუ ისე, სამწუხარო ამბავია, ნიჭიერი თაობა იმ დროს დაიკარგა (ახლა 26 წლისანი არიან), როდესაც ეროვნულ ნაკრებში წამყვანი როლები უნდა ეთამაშათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

d
მალხაზ, ამ ჩემპიონატში კაცმა 21 წლამდე რო ითამაშოს, ჩათვალე, დიდი ფეხბურთისთვის ის კაცი დაკარგულია. გადახედე მაგალითებს და ნახავ.
d
თაობები მოდიან ყოველთვის. დღეს, როცა ნაკლები ბავშვი ვარჯიშობს, მაინც უამრავი ნიჭიერი ჩანს, მაგრამ აქ ფეხბურთელის ზრდა შეუძლებელია. ამიტომაც, რაღაც ასაკში ყველა იჭედება. იმიტომ, რომ არ ცხოვრობენ რეჟიმში, არ იკვებებიან სწორად, არ ვარჯიშობენ სწორად, არ აქვთ სწორი აღდგენა, არ სწავლობენ თეორიას და ა. შ. აქ რო ევროპის დონის ფეხბურთელები არ იზრდებიან, უკვე დიდი ხანია, ფაქტია. ტრანსფერებს დააკვირდით და ნახავთ. ჩვენი საუკეთესო საფეხბურთო სკოლა ვერცერთ ნორმალურ საფეხბურთო ქვეყანაში ლიცენზირებას ვერ გაივლიდა მილიონი მიზეზის გამო.
დევიდ აირონს
გამოსავალი.... აი, ეს არის დღეისათვის საძებარი. მართალი თქვა Aleqsa-მ, მხოლოდ აღრიცხვა-ქრონოლოგიით არ უნდა შემოვიფარგლოთ! მაგრამ ჯერ სათავე უნდა გაიწმინდოს, ანუ საქმე პროფესიონალებმა უნდა აკეთონ და არა ჯამბაზებმა. უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, (ინფრასტუქტურის შემდეგ) სადაც იქნება თანხები გამოყოფილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, სტიმული უნდა მივცეთ და აღარ გაიქცევიან, უცხოეთში თუ შაქარის გასაყიდად ბაზარში! როცა ნახავს ის ბავშვი, რომ თავისი შრომა ანაზღაურებადია და უფასდება, უფრო მეტი მონდომება ექნება და აღარ ჩაკვდება მასში ფეხბურთელობა! მაგრამ ეს ყველაფერი ილუზიაა, სანამ დომენტიას დასჯა-ამინისტია-კლოუნადა გრძელდება...
malxazi
უფრო მეტი ნდობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში.ჩვენი ჩემპიონატის დონე სრულიად საკმარისია 21 წლამდე ფეხბურთელმა პროგრესს მიაღწიოს.მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქროს უცხოეთში წასვლაზე მაგრამ არა სინჯებზე.
ჩალა 85
დღევანდელ დღეს ვისაც ქართულ ფეხბურთთან შეხება აქ ყველა უნდა მოშორდნენ- მწვრთნელები მსაჯები ფედერაციის მესვეურები-ანუ ვისაც ფულით აქ ხელები გასვრილი- და მერე შეილება რაღაცაზე ფიქრი.დამიჯერეტ ესეთი ხალხი ბევრიააა ბევრიიიიიიიი.
tornikeusi
17 წლამდელები ეხლაც ყოჩაღობენ კარგი ბიჭები არიან და იმედია მაგათ მაინც მიხედავენ.. ფედერაცია კიდე ეშმაკმა უწყის რითაა დაკავებული, ფეხბურთით რო არა ეს დღითი დღე ცხადი ხდება..
zaza
ბრწყინვლე სტატია რამდენია ესეთი დაკარგული თაობა დიდი მადლობა ავტორს
Burton
Aleqsa სრულიად გეთანხმები მეგობარო!
dato
ალექს მესმის შენი გაღიზიანება (ისევე როგორც ყველა გულშემატკივარი ვართ გაბრაზებული), მაგრამ თუ ერთმა ჟურნალისტმა პრობლემაც დასახა დეტალები მოყვა და გადაწყვეტის გზებიც მონახა ... რაღას აკეთებს ფედერაცია, ბარემ ამ კაცს დაუთმონ პოსტი. ფედერაცია კი სხვა სტრუქტურების მსგავსად ჭაობია. ეშველება ქვეყანას, ეშველება მაგათაც. თორემ ხომე ხედავ მერამდენე პრეზიდენტი გამოცვალა რეზო არველაძემ
state
ქართველ ხალხში სპორტის სიყვარულს ღვინის ხინკლის და ხაშლამის სიყვარული როს სძალავს მაგიტომ მგონია მე ეგ და კიდევ მაგისთანა ბევრი თაობა დაკარგულად!
Aleqsa
და რაა....????? ჟურნალისტი რატო გქვია შენ? ეგ კი არ უნდა მითხრა. მაგ პრობლემის გადაჭრის შენეული ვარიანტი უნდა შესთავაზო ფედერაციას შენს სტატიაში, და თქვა რომ იგივე რო არ განმეორდეს ჩემი აზრით ესე უნდა გააკეთეთო, სხვა ჟურნალისტიც იტყვის რამეს და ჩამოყალიბდება აზრი. ასევე ხაზგასმით უნდა დააფიქსირო რო ფედერაციას კიდია ეგ ყველაფერი და არაფერს არ აკეთებს მაგისთვის. და მოსთხოვო ანგარიშები და გამოაქვეყნო... ეგ არი ჟურნალისტობა, ვერ გავიგე ჟურნალისტი ხარ თუ მემატიანე????
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"ფეხბურთი უსამართლოა, მეტს ვიმსახურებდით" - ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩი შეაფასა
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯეკსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
"მე "ოქროს ბურთის" ფავორიტებად მათ მივიჩნევ" - ჰარგრივზმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
რათა არ გაეძევებინათ, ბორდალასმა საზონოვი შეცვალა - "ხეტაფემ" "პარტიზანის" ბარიერი გადალახა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს
მზადება დასრულდა – საქართველო ოფიციალურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდება
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა
სომხეთში ზეიმია. გოლი 90+8-ე წუთზე - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" "არარატ-არმენიამ" სძლია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
"კვარას" მატჩის დღე! - მიქაუტაძეც პარასკევს და სხვა ქართველები
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი