უეფას Study Group Scheme-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი თემაც მწვრთნელთა განათლება იქნება
7-დან 11 ნოემბრამდე უეფას Study Group Scheme-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება, რომლის მთავარი თემაც მწვრთნელთა განათლება იქნება. კერძოდ, დამსწრეებს მიაწვდიან ინფორმაციას PRO და A ლიცენზიების შესახებ.

Study Group Scheme უეფას მიერ ორგანიზეული ერთგვარი გაცვლითი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც სამი ქვეყნის წარმომადგენლები მიემგზავრებიან უეფას მიერ მასპინძლად შერჩეულ ქვეყანაში და ეცნობიან იმ მეთოდებსა და მიმართულებებს, რომელთაც თანამედროვე სამწვრთნელო საქმიანობაში უდიდესი ყურადღება ექცევა, აგრეთვე აკვირდებიან მასპინძელი ქვეყნის საფეხბურთო თავისებურებებს.

შარშან, შემოდგომაზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის თითქმის ყველა კლუბის მთავარი მწვრთნელი ანალოგიურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც იქაური კლუბების, "ანკარაგიუჯუსა" და "გენჩლერბირლიგის" საფეხბურთო სისტემასა და მეურნეობას გაეცნენ, ასევე დაესწრნენ სამწვრთნელო სემინარებს, რომლებსაც კვალიფიციური თურქი და ევროპელი სპეციალისტები უძღვებოდნენ.

ქართველი მწვრთნელები თურქეთიდან დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ, რაც მედიას საგანგებოდ მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაუზიარეს.

სწორედ მსგავსი შინაარსის ღონისძიება ეწყობა ჰოლანდიის ქალაქ ზეისტში, სადაც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრი მდებარეობს.

საქართველოდან იქ კვლავ უმაღლესლიგელთა მთავარი მწვრთნელები გაემგზავრებიან - გამონაკლისი, სავარაუდოდ, მხოლოდ თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი ალექს გარსია იქნება.

ჰოლანდიური სემინარის თემატიკის შესახებ უფრო ვრცლად ქართული დელეგაციის დაბრუნებისთანავე გიამბობთ.

რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე სამწვრთნელო სემინარებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ემზადება B ლიცენზიის კურსებისთვის, სავარაუდოდ, ნოემბრიდან რომ დაიწყება.

რაც მთავარია, ქართული მხარე მზადაა, დაიწყოს ყველაზე პრესტიჟული, პრო ლიცენზიის კურსებიც. შეგახსენებთ, ეს ლიცენზია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქართველი სპეციალისტი ფლობს, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სამწვრთნელო თანამდებობაზე მუშაობის უფლებას იძლევა.

აქამდე ჩვენი თანამემამულე მწვრთნელები მას უცხოეთში ეუფლებოდნენ, ახლა კი მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლის საშუალება არ ჰქონდათ, სამშობლოშივე, მშობლიურ ენაზე შეეძლებათ ყველაზე მაღალპროფესიულ საფეხურზე ასვლა. სავარაუდოდ, საქართველოში ეს პროცესი გაზაფხულიდან დაიწყება.

აქტიურად მიმდინარეობს C ლიცენზიის კურსები, რომელმაც ამჯერადაც ბევრი გამოცდილი თუ დამწყები მწვრთნელის დაინტერესება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა