"ვაშინგტონისა" და "დეტროიტის" მატჩში კარიერაში 1500-ე შეხვედრა "რედ უინგზის" ლეგენდარულმა შვედმა მცველმა ნიკლას ლიდსტრიომმა ჩაატარა
"ვაშინგტონისა" და "დეტროიტის" გუშინდელი შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ კარიერაში 1500-ე შეხვედრა ჩაატარა "რედ უინგზის" ლეგენდარულმა შვედმა მცველმა ნიკლას ლიდსტრიომმა. ვეტერანი მე-14 მოთამაშეა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ამ ზღვარს მიაღწია.

ამ მაჩვენებლით ყველა დროის ლიდერს გორდი ჰოუს 1767 მატჩი აქვს. იმისთვის, რომ 41 წლის ლიდსტრიომი ჰოუს დაეწიოს, მინიმუმ სამი სეზონი უნდა ითამაშოს, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან შვედი სერიოზულად ფიქრობს კარიერის დასრულებაზე.

"ეს ნიშნული ჩემთვის ბევრს ნიშნავს, - განაცხადა ლიდსტრიომმა NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. - ყოველთვის მინდოდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 1000 მატჩი ჩამეტარებინა, ხოლო 1500 თამაშზე არც კი ვფიქრობდი. მაგრამ ბოლო წლებში დრო ძალიან სწრაფად გადიოდა და მატჩების რაოდენობაც იზრდებოდა.

ეს იყო განსაკუთრებული საღამო, რადგან ბევრს არ ჰქონია 1500 მატჩის ჩატარების პატივი. სავარაუდოდ, თუ სტენლის თასის მოვიგებთ, ეს იქნება ჰოკეიდან წასვლის მომენტი. მახსოვს, როცა სკოტი ბოუმენი სამწვრთნელო კარიერას ასრულებდა, პირდაპირ ყინულზე გამოგვიცხადა: "მორჩა! ეს ჩემი ბოლო გამარჯვებაა!" არ ვიცი, ნაადრევად ჩაიფიქრა თუ არა მან ტრიუმფით წასვლა, მაგრამ ყველაფერი გამოუვიდა. რა იქნება, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ სეზონის მოგებას? არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვფიქრობ ამაზე. უბრალოდ, ამ მომენტით ვტკბები".

ასევე საიუბილეო მატჩი ჩაატარა განვლილ უქმეებზე "სან ხოსე შარქსის" კაპიტანმა ჯო ტორნტონმა. "ზვიგენების" ცენტრფორვარდი 266-ე ჰოკეისტია ისტორიაში, ვისაც კარიერაში 1000 მატჩი დაუგროვდა.

ტორნტონს ეს ღირსშესანიშნავი მომენტი "ნიუ ჯერსისთან" მატჩში ჰქონდა და ამ შეხვედრაში "ზვიგენების" კაპიტანმა სეზონში პირველი შაიბა გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო