ამერიკელი ლინდსი ვონი სპორტის ამ სახეობაში მეხუთე ქალი მოთხილამურე გახდა, ვისაც სამთო-სათხილამურო სპორტის ხუთივე დისციპლინაში მსოფლიოს თასის ეტაპი აქვს მოგებული
სამთო-სათხილამურო სპორტში ახალი სეზონი ავსტრიის კურორტ ზოლდენში მნიშვნელოვანი მოვლენით გაიხსნა. ამერიკელი ლინდსი ვონი სპორტის ამ სახეობაში მეხუთე ქალი მოთხილამურე გახდა, ვისაც სამთო-სათხილამურო სპორტის ხუთივე დისციპლინაში მსოფლიოს თასის ეტაპი აქვს მოგებული.

აქამდე მსოფლიოს თასის სამგზის მფლობელს კოლექციაში გიგანტური სლალომის ტიტული აკლდა და ეს ხარვეზი შაბათს აღმოფხვრა.

პირველი ცდის შემდეგ ამერიკელი მეოთხე ადგილზე იყო. ლიდერი კი იტალიელი ფედერიკა ბრინიონე გახლდათ, მაგრამ აპენინელს მეორე ცდა ჩაუვარდა.

ვონის მთავარი კონკურენტი ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი აღმოჩნდა, რომელმაც, საბოლოოდ, ორი ცდის ჯამში 0,04 წამი წააგო ლინდსისთან. გერმანელი მეორე ადგილზე გავიდა, მესამეზე კი ავსტრიელი ელიზაბეტ გიორგლი აღმოჩნდა 0,4-წამიანი ჩამორჩენით.

ეტაპი ჩააგდო ამ დისციპლინაში მსოფლიოს ჩემპიონმა, სლოვენიელმა ტინა მაზემ - ორი ცდის ჯამში მისი დრო 23-ე იყო. კიდევ უფრო უარესად გამოვიდა მსოფლიოს თასის მოქმედი ჩემპიონი, გერმანელი მარია რიში, რომელიც ვონს 3,13 წამით ჩამორჩა და 24-ე ადგილზე გავიდა. სხვათა შორის მარიამ არასოდეს მოუგია გიგანტური სლალომის სტარტი.

როგორც ვთქვით, ვონი ისტორიაში მეხუთე მოთხილამურე გახდა, რომელსაც ახლა ხუთივე დისციპლინა აქვს მოგებული. მანამდე იგივე

შეძლეს: ავსტრიელმა პეტრა კრონბერგერმა, შვედებმა პერნილა ვიბერგმა და ანია პერსონმა და ხორვატმა იანიცა კოსტელიჩმა.

აღსანიშნავია ლინდსის კიდევ ერთი მიღწევა - მან მსოფლიოს თასის 42-ე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა პერსონს. ახლა, ამ დუეტზე წინ არიან ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი (62), შვეიცარიელი ფრენი შნაიდერი (55) და ავსტრიელი რენატე გიოტჩლი (46).

საერთოდ, ამერიკელი მოთხილამურეები ვერ ბრწყინავენ გიგანტურ სლალომში. ბოლო ამ დისციპლინაში ამერიკული ტრიუმფი 1991 წელს დაფიქსირდა, როცა ფინიშზე პირველი ჯული პარიზიენი მივიდა.

გიგანტური სლალომი

ქალები

1. ლინდსი ვონი (აშშ) - 2:24.43 (1:10.25+1:14.18); 2. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:24.47 (1:09.99+1:14.48); 3. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - 2:24.83 (1:09.87+1:14.96); 4. ტესა ვორლი (საფ) - 2:25.23 (1:10.71+1:14.52); 5. მარია პიეტილაე-ჰოლმნერი (შვედ) - 2:25.33 (1:10.35+1:14.98); 6. ანა ფენინგერი (ავსტრია) - 2:25.67 (1:10.85+1:14.82).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე