ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასის გათამაშების ფინალში "ოლ ბლექსი" საფრანგეთის ნაკრებს შეხვდა და 8:7 დაამარცხა
ახალი ზელანდია-საფრანგეთი 8:7

ახალი ზელანდია. (15-9) დაგი, ჯეინი, სმითი, ნონუ (ს. ვილიამსი 75), კაჰუი, კრადენი (დონალდი 33), ვიპუ (ელისი 49). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ (ჰორი 49), ფრენქი, ვაითლოქი (ა. ვილიამსი 52), თორნი, კაინო, მაქოა, რიდი.

ლ: ვუდკოქი. ს: დონალდი

საფრანგეთი. (15-9) მედარი, კლერი (ტრაი 46), რუჟერი, მერმოსი, პალისონი, პარა (ტრინ-დუკი 22), იაშვილი (დუსენი 75). (1-8) პუ (ბარსელა 65), სერვა (სჟარჟევსკი 65), მასი, პაპე (პიერი 69), ნალე, დუსოტუარი, ბონერი, არინორდოკი.

ლ: დუსოტუარი. გ: ტრინ-დუკი

მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

ახალ ზელანდიაში დასრულებული მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც პლანეტის საუკეთესო გუნდის სახელი მასპინძელმა "ოლ ბლექსმა" მოიპოვა, გამორჩეული იყო მრავალი უცნაურობით.

რაგბიში იშვიათია, როცა ერთი გუნდი მეორეს აშკარად ჯაბნის, მაგრამ მაინც მარცხდება. მსოფლიო თასის ამ გათამაშებაში ასეთი მატჩები საკმარისზე მეტი იყო. ასე მოხდა, ფინალშიც, საფრანგეთის ნაკრებმა მეტოქეს, განსაკუთრებით კი მეორე ტაიმში, აჯობა, მაგრამ მაინც წააგო 7:8 და "ვებ ელისის" თასი ახალი ზელანდიის ეროვნულ გუნდს დარჩა.

კიდევ ერთი უცნაურობა, თავად საფრანგეთის ნაკრებია. გუნდმა, რომელშიც მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის დიდი განხეთქილებაა და ჯგუფურ ტურნირში ორი მატჩი წააგო, ფინალამდე მაინც გააღწია და იქაც შესანიშნავად ითამაშა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სადაც პროფესიონალიზმი და სამშობლოს დიდი სიყვარულია, ყოველგვარი არეულობის, უთანხმოებისა და გაუგებრობის დაძლევა ადვილად შესაძლებელია.

ერთი სიტყვით, საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს თასის მოპოვების ძალიან კარგი შანსი ხელიდან გაუშვა. მასპინძლებმა კი ის, სრულიად დამსხურებულად, დიდი ბრძოლისა და თავდადების შედეგად მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ "ოლ ბლექსს" მსოფლიო თასის ამ გათამაშებაში "მგეზავის (#10) ვირუსი" შეეყარა. ტურნირის მსვლელობისას, ჯერ ძირითადი მგეზავი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე დენ კარტერი დაშავდა, მერე მისი დუბლიორი კოლინ სლედი. პარადოქსია, მაგრამ ფინალური მატჩის 30-ე წუთზე, მესამე მგეზავმა აარონ კრადენმაც დროზე ადრე დატოვა მოედანი და საქმეში მე-4 ნომერი მგეზავი სტივენ დონალდი ჩაერთო, რომლის მიერ 45-ე წუთზე გატანილი საჯარიმო მასპინძლებისთვის გამარჯვების მომტანი გამოდგა.

პირველი ტაიმი თითქმის თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ფრანგები დაცვაში კარგად იდგნენ, მაგრამ ორჯერ რაკში თამაშისას დაჯარიმდნენ, თუმცა "ოლ ბლექის" დამრტყმელმა, ცხრა ნომერმა პირი ვიპუმ შანსი ვერ გამოიყენა.

ანგარიში კი "ოლ ბლექსმა" მე-14 წუთზე გახსნა. ფრანგთა ლელოდან ათ მეტრში მათ მეტოქეს დერეფანი გაუწელეს, შუაში საკმაოდ დიდი დაუცველი სივრცე დარჩა, სადაც პირველხაზელმა ტონი ვუდკოქმა უპრობლემოდ გაიარა და ლელომდე წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ვიპუმ გარდასახვაც ვერ გაიტანა - 5:0.

ფრანგებს ერთხელაც არ მიეცათ იმის საშუალება, რომ თუნდაც საჯარიმოთი შეემცირებინათ ანგარიში. მხოლოდ შეცვლაზე შესულმა მგეზავმა ფრანსუა ტრინ-დუკმა სცადა არეკნით მეტოქის კარის დალაშქვრა, თუმცა უშედეგოდ.

მეორე ნახევრის დასაწყისში, როგორც უკვე ვთქვით, დონალდმა საჯარიმოთო ანგარიშში სხვაობა რვამდე გაზარდა - 8:0. რაზეც საფრანგეთის ნაკრებმა ორ წუთში ლელოთი უპასუხა. "ოლ ბლექსმა" შეცდომა მოედნის ცენტრში დაუშვა. ამით ტრინ-დუკმა ისარგებლა, მეტოქის ხაზი გაჭრა და თხუთმეტიოდე მეტრი ირბინა. მერე ბურთი ცხრა ნომერ დიმიტრი იაშვილს გადააწოდა, რომელმაც შეტევა მარცხნივ გრძელ ფრთაზე განაგრძო. შემდეგ, იქიდან ბურთი ისევ მარჯვნივ გამოათამაშეს და მესამეხზელმა ტიერი დუსოტუარმა ახალზელანდიელთა დაცვის ხაზი გაგლიჯა. ფრანგთა კაპიტანმა ლელო კარის ძელთან გაიტანა. ტრინ-დუკმა გარდასახა - 7:8.

ამის მერე, უპირატსეობას მთლიანად ფრანგები ფლობდნენ, მათ ორჯერ შეეძლოთ ანგარიშში დაწიანურება. ჯერ იაშვილმა ვერ გაიტანა საჯარიმო, მერე კი ტრინ-დუკმა. "ოლ ბლექსმა" "ლე ბლოს" იერიშების მოგერიებაც მოახერხა და თავისთვის ხელსაყრელი ანგარიშის შენარჩუნებაც შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია