თავისუფალ ჭიდაობაში სტეფან სარქსიანის მემორიალში, საქართველოს ნაკრების მონაგარი 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა
სომხურ ვანაძორში დამთავრდა იქაურთა სახელოვანი მოჭიდავის, ევროპის რამდენიმეგზის ჩემპიონის, მსოფლიოს თასისა და ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელ სტეფან სარქსიანის მემორიალი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მასპინძელთა გაფართოებული შემადგენლობის გარდა, ამერიკის, რუსეთის, საქართველოს, უკრაინის წარმომადგენლებიც გამოდიოდნენ.

ჩვენი ნაკრებიც რამდენიმე შემადგენლობით ასპარეზობდა (სულ 30 მონაწილე), თუმცა მათში სათადარიგო ფალავნები სჭარბობდნენ.

ლიდერთაგან კი მხოლოდ ორი ჭიდაობდა - გიორგი გოგშელიძე (96) და დავით მოძმანაშვილი (120). მისასალმებელია, რომ ორივე ჩემპიონი გახდა. ასეთივე წარმატებას მიაღწია გიორგი ედიშერაშვილმაც (55). მთლიანობაში კი ჩვენი გუნდის მონაგარი 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოა. მეორე ადგილზე გელა საღირაშვილი (74) და გიორგი საკანდელიძე (120) გავიდნენ, მესამეზე - გიორგი ლობჟანიძე (66) და ელიზბარ ოდიკაძე (96).

სამწუხაროდ, ჭიდაობის სომხურ ფედერაციას საიტი არ გააჩნია და შეჯიბრების პერიპეტიებზე დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით, ვანაძორთან კავშირი თბილისში დარჩენილ მწვრთნელებს ჰქონდათ და იმათგან დანამდვილებით ვიცით, რომ გოგშელიძემ პირველ შეხვედრაში ოდიკაძე დაამარცხა.

ამ ქვეჯგუფში ოთხი მონაწილე გამოდიოდა, ოღონდ მათ შორის რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი შირვანი მურადოვიც იყო. ოდიკაძესთან გამარჯვების შემდეგ გოგშელიძის გზა სწორედ მასთან იკვეთებოდა, მაგრამ დაღესტნელმა პირველ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა და ჩვენებურიც უბრძოლველად გავიდა ფინალში.

გოგშელიძეს ურიგო მეტოქე არც იქ ელოდა - ისევ რუსთა დაღესტნელი, ოღონდ ამჯერად ავარელი აბდუსალამ გადისოვი, რომელიც ადრე 84-ში გამოდიოდა. ამ ბიჭმა 84-ში რუსეთის ნაკრებში ლიდერობა ყველასათვის მოულოდნელად მოიპოვა, როცა 2009 წელს ახალგაზრდული მსოფლიოსთვის მზადების მიზნით მწვრთნელებმა იქაურ პირველობაზე უფროსებში აჭიდავეს და ჩემპიონი გახდა.

მაშინ მან ეროვნულ ნაკრებში დანიაში მსოფლიოს პირველობაზეც იასპარეზა და მეხუთეზე გავიდა. დღესდღეობით, როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდება, ვანაძორში მისი და გოგშელიძის შეხვედრის ბედიც წილისყრამ გადაწყვიტა. თავდაპირველად ფეხში შესვლის უფლება გადისოვს მიეცა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა და პერიოდი გოგშელიძემ მოიგო. მეორეში მან ფეხში შესვლიდან მოახერხა მეტოქის ქულაზე გადაყვანა. მურადოვის ტრავმის გამო ოდიკაძემაც უბრძოლველად მოიპოვა ბრინჯაო.

მეორე ამგვარი ჯილდოსთვის ორთაბრძოლაში კი რუსთა ქართველყოფილმა გიორგი კეტოევმა თანაგუნდელი (ორივე ოსეთის გუნდში გამოდის) ვლადისლავ ბაიცაევი დაამარცხა.

მოძმანაშვილმა ბევრად რთული გზით იარა კვრაცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე - წინასწარ შეხვედრებში რუსთა ოსი ალან ხუგაევი დაამარცხა, ფინალში კი თანაგუნდელ საკანდელიძეს მოუგო - 1:0; 2:1. მისასალმებელია, რომ მოძმანაშვილმა სამივე ქულა ბრძოლით მოიპოვა და შეხვედრის ბედში ბრმა წილისყრა არ გარეულა. მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოს მოპოვების შემდეგ ეს მისი პროგრესის კიდევ ერთი დასტურია. იმედია, ოლიმპიადამდე მოძმანაშვილი ძველ ფორმას სრულად დაიბრუნებს.

ედიშერაშვილთან დაკავშირებით ის ვიცით, რომ ფინალის ჩათვლით მას სულ სომეხ მეტოქეებთან მოუწია დაპირისპირება, თუმცა წინასწარ ეტაპზე ბესარიონ გოჩაშვილიც დაამარცხა. ედიშერაშვილმა წლეულს თბილისში ვახტანგ ბალავაძის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ტურნირიც მოიგო. მისასალმებელია მისი სტაბილურობა - საოლიმპიადოდ ეს ძალიან კარგ კონკურენციას უქმნის ევროპის ვიცე-ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ძალიან ადგება თავად ედიშერაშვილსაც.

გელა საღირაშვილმა ფინალი უკრაინელ თანამემამულე გია ჩიხლაძესთან წააგო, ლობჟანიძეზე კი ვერაფერს გეტყვით.

ამით ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა უცხოური ტურნირები დაამთავრეს და ახლა საქართველოს პირველობისთვის ემზადებიან, რომელიც 23-25 ნოემბერს თბილისში გაიმართება. ამ დღეებში თურქეთის საერთაშორისო ტურნირში ორივე სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს უნდა ესაპარეზათ, მაგრამ მიზეზთა გამო იქ წასვლა ჩაიშალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება