სუმოს კლუბ "კასუგანო ბეიას" ხელმძღვანელობამ ქართველი ფალავანი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) მკაცრად დასაჯა - თვის ბოლომდე დოჰიოზე ვარჯიშს ჩამოაცილა
სუმოს კლუბ "კასუგანო ბეიას" ხელმძღვანელობამ მკაცრად დასაჯა ქართველი ფალავანი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) - ის, თვის ბოლომდე ჩამოაცილეს დოჰიოზე ვარჯიშს. არადა, 24 წლის ქართველს ნოემბრის ბაშოზე, რომელიც 13 რიცხვში კუნძულ კიუშუზე იწყება, დიდი ბრძოლები ელის, რადგან ელიტაში კვლავ დაწინაურდება (ახალი რეიტინგი ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდება). ტოჩინოშინს შეუძლია ივარჯიშოს ჩვეულად, მაგრამ სპარინგები აკრძალული აქვს, რადგან სავარჯიშო დოჰიოზე ფეხის შედგმის უფლება არა აქვს.

სიმკაცრით განთქმული კასუგანო ამბობს, რომ მზადაა ერთი ბაშო შესწიროს შეგირდის მომავალს. თურმე ქართველმა ბოლო დროს შრომას უკლო, საკუთარი თავის მიმართ ნაკლებად მომთხოვნი გახდა, შეჯიბრებებზე ხშირად გაურბის ორთაბრძოლებს, რის გამოც ისეთ რიკიშებთან მარცხდება, რომლებიც მასზე ნაკლებად ნიჭიერები არიან.

კასუგანოს არ მოსწონს ქართველი სკოლის გარეთ სპორტულ ტანისამოსში, ან სულაც მაისურებში გამოწყობილი რომ დადის, მაშინ როცა დაუწერელი კანონით, სუმოისტებს კიმონო უნდა ეცვათ, როცა ხალხში გადიან.

კასუგანოს მოთმინების ფიალა კი 12 ოქტომბერს ავსებულა, როცა ლევანს დაბადების დღე ჰქონდა და ორ თანაგუნდელთან ერთად სკოლაში შუაღამის მერე დაბრუნდა. არადა, სკოლის კარი საღამოობით 22:30-ზე იკეტება. ამას მოჰყოლია გოლფის ყვანჯით სამივეს დასჯა, რამაც იაპონიაში დიდი სკანდალი გამოიწვია. კასუგანომ ტოჩინოშინს ესეც არ აკმარა და რადგან ინციდენტის შემდეგ კარი გაიჯახუნა და სკოლაში 2 დღე არ დაბრუნებულა, მკაცრად დასაჯა - დოჰიოს ჩამოაცილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა