რუსთაველები ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვებით ერთობ კომფორტულ, მეორე ადგილზე მოკალათდნენ
22. 04. რუსთავი. ფოლადი. 1000 მაყურებელი

მეტალურგი-მერანი 2:1

0:1 ჟვანია (10), 1:1 ტატანაშვილი (44, პენალტით), 2:1 ტატანაშვილი (54, მიქაბერიძის პასით)

მეტალურგი (4-2-3-1) მერანი (4-3-3)

ბედიაშვილი შეროზია

სეთურიძე კაკუშაძე

გ. კვარაცხელია გ. ჟვანია

მახვილაძე მემარნიშვილი

ჯაფარიძე სუხიაშვილი

ქავთარაძე ე. გრიგალაშვილი

ი. მაისურაძე დიდავა

ჭედია მანწკავა

მიქაბერიძე ჩალაძე

მოდებაძე ტაპე

ტატანაშვილი ამბროლაძე

მწვრთნელი: კ. ჟორჟიკაშვილი მწვრთნელი: მ. ჟვანია

მეტალურგი

66. ჭედია-პავლიაშვილი

66. მიქაბერიძე-დობროვოლსკი

81. მოდებაძე-გავაშელიშვილი

სათადარიგოები: ბათიაშვილი, ჩადუნელი

მერანი

66. ტაპე-კუჭუხიძე

სათადარიგოები: შენგელია, გეგეჭკორი, იატრო, ტორაძე, იობაშვილი

გაფრთხილება: ბედიაშვილი (9), კაკუშაძე (44), ჯაფარიძე (49), მაისურაძე (62), პავლიაშვილი (67), მემარნიშვილი (69), მახვილაძე (77)

არბიტრი: ა. კრიჭაშვილი

ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ "მეტალურგს" საკმაოდ მძიმე მატჩი ელოდა: ძნელი სათქმელი იყო, თუ რამდენად მალე შეძლებდნენ რუსთაველები "დინამოსთან" შეხვედრის შემდეგ ძალების აღდგენას. ამას გარდა, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემებიც ჰქონდათ: დისკვალიფიკაციის გამო მატჩს ტოვებდნენ წამყვანი ფეხბურთელები, ალექსანდრე კვახაძე და ლუკა რაზმაძე, გუნდის კიდევ ერთი ლიდერი რევაზ გეწაძე კი ტრავმირებული გახლავთ.

ამის გამოც იყო, "მეტალურგის" მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გუნდში რამდენიმე გადაადგილება რომ მოახდინა: "დინამოსთან" მატჩის ერთ-ერთი გმირი ირაკლი მაისურაძე საყრდენ ნახევარმცველად მოგვევლინა, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე კი ტრავმამოშუშებული ირაკლი მოდებაძე თამაშობდა.

აქვე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეტოქის ფაქტორიც: უმაღლესი ლიგის დებიუტანტის, "მერანის" ასპარეზობა ამ სეზონის სასიამოვნო მოულოდნელობად უნდა მივიჩნიოთ და მარტვილელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ რეალურ ფავორიტთან შეხვედრაშიც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვეს. ახალგაზრდა მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში სწრაფ, შეტევაზე ორიენტირებულ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა და რუსთავიდან, სულ მცირე, ქულაც რომ წაეღო, მოულოდნელობა ნამდვილად არ იქნებოდა.

"მერანის" ყველა შეტევის სულისჩადგმელი კი 29 წლის გიორგი მანწკავა გახლდათ, 90 წუთის განმავლობაში მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს უამრავი პრობლემა რომ შეუქმნა. სწორედ მანწკავას წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა მასპინძელთა კარში გატანილი გოლიც: "მერანის" გამთამაშებელმა ეფექტური რეიდი განახორციელა, მერე კი არანაკლებ ჩინებული პასით გარღვევაზე ელგუჯა გრიგალაშვილი გაიყვანა; თუმცა ამ უკანასკნელმა კარში დარტყმა ვეღარ მოახერხა - გრიგოლ ბედიაშვილმა სტუმართა შეტევა წესების დარღვევით შეაჩერა და შეხვედრის არბიტრმა ალექსანდრე კრიჭაშვილმა ასპროცენტიანი პენალტი უყოყმანოდ დანიშნა!

11-მეტრიან ნიშნულთან სტუმართა ცენტრალური მცველი გიგა ჟვანია მივიდა, "მერანის" კაპიტნის დარტყმა ბედიაშვილმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ყველას ჟვანიამ დაასწრო და ანგირიშიც გაიხსნა!

მასპინძლები მოვლენების ასეთი განვითარებისათვის მზად აშკარად არ აღმოჩნდნენ, თანაც, ცოტა არ იყოს, დამძიმებულები ჩანდნენ და ჭკვიანურად მოასპარეზე მეტოქესაც ვერაფერს უპირისპირებდნენ. ტაიმის ბოლო წუთებამდე "მეტალურგს" მხოლოდ ერთი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ უაღრესად ხელსაყრელი სიტუაციიდან დიმიტრი ტატანაშვილმა არაზუსტად დაარტყა.

ტაიმის ბოლომდე მოედანზე "საინტერესო" არაფერი მომხდარა, მერე კი მეტოქეებმა თითო-თითო სახიფათო შეტევა განახორციელეს; ჯერ სტუმართა მართლაც ეფექტური კომბინაცია ვიხილეთ, ლამის ნახევარი გუნდი რომ მონაწილეობდა, მაგრამ ანზორ სუხიაშვილის საბოლოო დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

სამაგიეროდ, მასპინელთა საპასუხო იერიშმა მნიშვნელოვნად გადაწყვიტა თამაშის ბედი: გიორგი მიქაბერიძე ჩინებულ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ "მერანის" მეკარემ ჯონი შეროზიამ არანაკლებ დიდებული რეაქციით ურთულესი ბურთი მოიგერია; თუმცა, შეტევა ამით არ დასრულებულა და მატჩში მეორე პენალტიც ვნახეთ! დიდხანს კი აპროტესტეს "მერანის" ფეხბურთელებმა, მოდებაძის ჩაწოდების შემდეგ თორნიკე კაკუშაძეს ბურთი ხელზე არ მოხვედრიაო, მაგრამ ასეთ დროს გადაწყვეტილებას როდის ცვლიან და დიმიტრი ტატანაშვილმაც შესვენების წინ ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმი დაიწყო თუ არა, გრიგალაშვილმა შორეული დარტყმით სცადა გოლის გატანა, მაგრამ ბურთი მიზანს ასცდა.ამის შემდეგ კი ხუთწუთიანი მონაკვეთი ვიხილეთ. მასპინძელთა სრული უპირატესობით რომ წარიმართა. რაც მთავარია, "მეტალურგმა" სწორედ ამ მონაკვეთში შეძლო გადამწყვეტი გოლის გატანა: მიქაბერიძემ ჯარიმა ჩააწოდა და ტატანაშვილმა ზუსტი თავური დარტყმით მასპინძლები წინ გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 28 წლის ფორვარდმა სეზონში მეოთხე "დუბლი" მიითვალა! ამ გოლის მერე "მეტალურგმა" ზედიზედ სამი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ ირაკლი მოდებაძისა და გიორგი ქავთარაძის ჩინებული გადაცემების მერე გიორგი მიქაბერიძემ (ორჯერ) და დიმიტრი ტატანაშვილმა ბურთის კარში ზუსტად გადაგზავნა ვერ მოახერხეს.

მატჩის დამთავრებამდე დრო საკმარისზე მეტი იყო დარჩენილი, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არც ერთ კართან შექმნილა; ერთადერთი სახიფათო დარტყმა მანწკავამ შეასრულა, თუმცა მისი "სტანდარტული" გრიგოლ ბედიაშვილმა მოიგერია.

შეხვედრის ბოლო 15 წუთს ბურთს მთლიანად სტუმრები აკონტროლებდნენ, მაგრამ "მეტალურგმა" მაინც შეძლო თავისთვის სასურველი ანგარიშის შენარჩუნება და ჩემპიონატში ზედიზედ მესამე გამარჯვებით ერთობ კომფორტულ, მეორე ადგილზეც მოკალათდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა