23 ოქტომბერს გორის, გურამ პაპიტაშვილის სახელობის, დარბაზმა შოტო კან კარატე დოს ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა
23 ოქტომბერს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის დარბაზმა შოტო კან კარატე დოს ტრადიციულ, მე-17 რესპუბლიკურ ტურნირს უმასპინძლა კუმიტეში თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, მცხეთის, დუშეთის, ბორჯომისა და გორის ათი კლუბის მონაწილეობით ვაჟთა შვიდ და გოგონათა ორ ასაკობრივ კატეგორიაში.

შეჯიბრების ორგანიზაციული მხარე ჩვეულებისამებრ უზრუნველყო გორში შოტო კან კარატეს ფუძემდებელმა, გამოცდილმა სპეციალისტმა გელა პავლიაშვილმა. იგი 33 წელიწადია ავარჯიშებს შეგირდებს (გაზარდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები და პრიზიორები). ბოლო ორი წელიწადი კი სპორტსმენებს საკუთარი ბინის ერთ ოთახში წვრთნის. შეჯიბრებებისთვის ენთუზიასტ მწვრთნელს ყოველთვის დიდსულოვნად უთმობენ თავიანთ სარბიელს ზემოხსენებული დარბაზის ხელმძღვანელები.

გაგაცნობთ გამარჯვებულებს.

ვაჟები. 6-7 წ. ლექსო მღებრიშვილი; 8-9 წ. ვალერი ნადირაშვილი; 10-11 წ. ანრი ბიწკინაშვილი (სამივე - თბილისი); 12-13 წ. თამაზ გოჩელაშვილი (ქუთაისი); 14-15 წ. ნიკოლოზ ქობალია (ზუგდიდი), 16-17 წ. ზურაბ ღანიაშვილი (დუშეთი) და 18 წ. ზემოთ - ირაკლი ბერაია (ზუგდიდი).

გოგოები. 13 წ-მდე და 14 წ. ზემოთ - თამუნა თურმანიძე (თბილისი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია
2 ოქრო კარატისტებისგან - ლარნაკაში ევროპის ახალგაზრდული ტურნირი ჩატარდა
კარატისტი გოგიტა არქანია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"