ინგლისური "სტოკ სიტის" თავდამსმელმა დეივ კიტსონმა iPod-ები ფეხბურთის მკვლელებად გამოაცხადა, აქაოდა ნაცვლად იმისა, რომ გასახდელში ერთმანეთს თამაშზე ესაუბრონ, ფეხბურთელები ტექნიკური პროგრესის ამ საოცრების მეშვეობით მუსიკის მოსმენით არიან დაკავებულნი.

ინგლისური "სტოკ სიტის" თავდამსმელმა დეივ კიტსონმა iPod-ები ფეხბურთის მკვლელებად გამოაცხადა, აქაოდა ნაცვლად იმისა, რომ გასახდელში ერთმანეთს თამაშზე ესაუბრონ, ფეხბურთელები ტექნიკური პროგრესის ამ საოცრების მეშვეობით მუსიკის მოსმენით არიან დაკავებულნი. კიტსონის თქმით, ფეხბურთელთა ასეთი ქცევა გუნდურ სულისკვეთებას ანადგურებს.

30 წლის კიტსონმა iPod-ს "ერთ-ერთი ყველაზე ანტისაზოგადოებრივი გამოგონება" უწოდა. მისი თქმით, მატჩის დაწყებამდე გასახდელში ფეხბურთელები ერთმანეთს ენერგიით უნდა მუხტავდნენ და სამატჩო განწყობის ამაღლებაზე ფიქრობდნენ.

კიტსონი აღიარებს, რომ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად უწევს საკუთარ სამყაროში ჩაკეთილი მოთამაშეების ხილვა. ფორვარდის თქმით, ეს საცოდავი სანახაობაა.

კიტსონი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მუსიკა ფეხბურთელებს მოტივაციას უძლიერებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მთელი გუნდი მელოდიას ერთად უსმენს. ფორვარდს მიაჩნია, რომ მუსიკის მოსმენა ფეხბურთელს სათამაშოდ უნდა განაწყობდეს და არა ადუნებდეს.

დეივ კიტსონი საკმაოდ ავტორიტეტულია ინგლისურ ფეხბურთში. პრემიერლიგის გასულ ჩემპიონატში ამ ფორვარდმა 17 გოლის გატანა მოახერხა.

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
შმეიხელი: არ მგონია, ინგლისში ედეგორის მსგავსი ფეხბურთელი იყოს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში