წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა ჩატარდა და სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადანაწილდა
ამ კვირას, სტამბოლში WTA-ის ტურის დასკვნითი ტურნირი გაიმართება და დასრულდება ქალთა წლევანდელი სეზონი. მანამდე კი წლის შემაჯამებელი ტურნირის წილისყრა ჩატარდა და სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი ორ ჯგუფში გადანაწილდა:

თეთრი ჯგუფი

მარია შარაპოვა

ვიქტორია აზარენკა

ნა ლი

სამანტა სტოსური

წითელი ჯგუფი

კაროლინ ვოზნიაცკი

პეტრა კვიტოვა

აგნიეშკა რადვანსკა

ვერა ზვონარევა

წლის შემაჯამებელი ტურნირი 41-ედ იმართება და პირველად მას თურქეთი მასპინძლობს. მოგებული ტიტულების რაოდენობით ლიდერი ლეგენდარული მარტინა ნავრატილოვაა. უახლოეს წლებში მის შედეგს - ზედიზედ რვა მოგებას, სავარაუდოდ, ვერავინ მიუახლოვდება. მეორე ადგილზე ხუთი მოგებით გერმანელი შტეფი გრაფია, ხოლო ტურნირის მოქმედ ჩემპიონს, ბელგიელ კიმ კლაისტერსს WTA-ის ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული.

თუმცა კიმისთვის სეზონი რამდენიმე თვის წინ დასრულდა, ასე რომ, ბელგიელი სტამბოლში ტიტულს ვერ დაიცავს. წლევანდელი რვა მონაწილედან შემაჯამებელ ტურნირში მხოლოდ მარია შარაპოვას გაუმარჯვია - 2004 წელს მან ფინალში სერენა უილიამსი დაამარცხა. გამარჯვების შანსი ჰქონდათ ვერა ზვონარევასა და კაროლინ ვოზნიაცკის, მაგრამ მათ წააგეს გადამწყვეტი მატჩები შესაბამისად, 2008 და 2010 წლებში.

შარშანდელ სეზონთან შედარებით ტურნირის ჩატარების ფორმულა არ შეცვლილა. რვა მონაწილე ორ ჯგუფად არის დაყოფილი და პირველ ეტაპზე შეხვედრები წრიული სისტემით გაიმართება. თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში ორი საუკეთესო ჩოგბურთელი გადის.

"წითელ ჯგუფში" მოხვდნენ: დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი, ჩეხი პეტრა კვიტოვა, რუსი ვერა ზვონარევა და პოლონელი აგნიეშკა რადვანსკა.

ვოზნიაცკი და კვიტოვა აქამდე ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ გამარჯვება დანიელმა მოიპოვა. ჰარდზე ჩოგბურთელებმა ერთხელ ითამაშეს. ეს იყო მათი ბოლო შეხვედრა - ერთი წლის წინ პეკინში უფრო ძლიერი ვოზნიაცკი იყო.

აგნიეშკა რადვანსკა ერთ-ერთი ყველაზე მოუხერხებელი მეტოქეა ვერა ზვონარევასთვის. ერთის მხრივ, ჩოგბურთელები ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და რუსი აგებს - 2:3-ს. მეორეს მხრივ, ბოლო სამი მატჩი სწორედ აგნიეშკამ მოიგო. თანაც ეს სამივე შეხვედრა სულ ცოტა ხნის ჰარდის საფარზე გაიმართა. ვერაზე ბოლო გამარჯვებამ რადვანსკას ტოკიოში ტიტული მოუტანა.

სამაგიეროდ, ზვონარევას ეხერხება მსოფლიოს პირველ ჩოგანთან თამაში. მისი და ვოზნიაცკის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია - 4:4. ამასთან, რუსმა ამ სეზონში ორივე მატჩი მოუგო დანიელს, სხვათა შორის, ორივე ჰარდზე. თუმცა ბოლო მატჩი საკმაოდ დიდი ხნის წინ, თებერვალში გაიმართა, როცა დოჰას ტურნირის ფინალში ზვონარევამ ორ სეტში გაიმარჯვა.

კვიტოვასა და რადვანსკას დაპირისპირება ორ მატჩს ითვლის. ორივე შეხვედრა ჩეხის სასარგებლოდ დასრულდა.

რადვანსკა და ვოზნიაცკი კარგი მეგობრები არიან, მაგრამ კორტზე კაროლინი თითქმის არ უტოვებს შანსს აგნიეშკას. მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ რადვანსკამ გამარჯვებას მიაღწია, ამ ჩოგბურთელთა მომდევნო ოთხი შეხვედრა დანიელის სასარგებლოდ დასრულდა. ბოლო შეხვედრა შტუტგარტის ტურნირზე გაიმართა, თუმცა მაშინ საფარი გრუნტი იყო.

დაბოლოს, კვიტოვასა და ზვონარევას დაპირისპირებაში ლიდერობს რუსი ჩოგბურთელი - 3:2. საინტერესოა, რომ ეს მოთამაშეები ერთმანეთს მორიგეობით უგებენ. ბოლოს რუსმა მოიგო, ამიტომაც ტრადიციის თანახმად, სტამბოლში კვიტოვას ჯერი იქნება.

"თეთრ ჯგუფში" ითამაშებენ რუსი მარია შარაპოვა, ბელარუსი ვიქტორია აზარენკა, ჩინელი ნა ლი და ავსტრალიელი სამანტა სტოსური.

აზარენკასა და შარაპოვას დაპირისპირება ექვს შეხვედრას ითვლის და ჯერჯერობით ანგარიშია - 3:3. მიმდინარე სეზონშიც ფრეა დაფიქსირებული - თავიდან მაიამის ჰარდზე ბელარუსმა ჩოგბურთელმა მოიგო, შემდეგ რომის გრუნტზე ვიქტორიამ პირველი სეტი აიღო, მაგრამ მატჩი ვეღარ გააგრძელა.

რთულ მდგომარეობაშია ნა ლი. გარდა იმისა, რომ როლან გაროსის მოგების შემდეგ ვერ ახერხებს სპორტული ფორმის დაბრუნებას, ჩინელმა ქრონიკულად არ იცის სამანტა სტოსურის წინააღმდეგ თამაში. ჩინელისა და ავსტრალიელის ხუთივე შეხვედრა სამანტას გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის ბოლო მატჩი ცინცინატიში. სწორედ ამ შეხვედრაში აიღო ნა ლიმ ერთადერთი სეტი.

მეორეს მხრივ, სტოსურისთვის კატასტროფულია მარია შარაპოვასთან ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა. ცხრაჯერ შეხვედრიან ერთმანეთს ეს ჩოგბურთელები და ყოველთვის გამარჯვებული რუსი გამოდიოდა, მათ შორის, სამჯერ მიმდინარე სეზონში. ასე რომ, თუ სამანტა სტამბოლში მარიას დამარცხებას შეძლებს, ეს მისი მხრიდან ნამდვილი გმირობა იქნება.

თუ ნა ლიმ არ იცის სტოსურის წინააღმდეგ თამაში, სამაგიეროდ, აზარენკასთან დაპირისპირებაში ყველაფერი წესრიგში აქვს. ჩინელი წინ არის - 4:1. წელს მათი ორივე შეხვედრა "დიდი სლემის" ტურნირებზე გაიმართა და ორივეჯერ ლიმ გაიმარჯვა. მეორეს მხრივ, ეს ორი მატჩი სეზონის პირველ ნახევარში გაიმართა, ამჟამად კი აზარენკა გაცილებით უკეთეს ჩოგბურთს აჩვენებს, ვიდრე ლი.

თუ პირადი მატჩების სტატისტიკას დავუჯერებთ, სამანტა სტოსურს სტამბოლში მხოლოდ ნა ლის დამარცხების შანსი აქვს. საქმე ისაა, რომ ავსტრალიელს არც აზარენკას წინააღმდეგ გამოსდის თამაში - მასთან ოთხიდან ოთხი მატჩი ისე აქვს წაგებული, რომ სეტიც არ აუღია. თუმცა ამ ჩოგბურთელებს წელიწადზე მეტია ერთმანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ.

რაც შეეხება შარაპოვასა და ნა ლის ურთიერთშეხვედრებს, აქ დამაჯერებლად ლიდერობს რუსი ჩოგბურთელი - 5:3, მაგრამ მთლად წესრიგში ვერ აქვს საქმე. საქმე ისაა, რომ შარაპოვას ხუთ მოგებას ჩინელის ზედიზედ სამი გამარჯვება მოყვა, მათ შორის, წლევანდელი როლან გაროსის ნახევარფინალში.

სტამბოლის ტურნირი დღეს იწყება და გუშინ გაირკვა პირველი სათამაშო დღის განრიგი, რომელიც სამ მატჩს მოიცავს.

პირველები კორტზე ვერა ზვონარევა და უიმბლდონის ჩემპიონი პეტრა კვიტოვა გავლენ. ეს შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

ამის შემდეგ კორტი მსოფლიოს პირველ ჩოგანს კაროლინ ვოზნიაცკისა და აგნიეშკა რადვანსკას დაეთმობათ.

პირველი დღის პროგრამას დაასრულებენ "თეთრი ჯგუფის" წარმომადგენლები - მარია შარაპოვა და სამანტა სტოსური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
WhiteBIT და FC Barcelona ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად ისახავს სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა