ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა, რომელიც ერთი თვის წინ მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებდა, მეორე პოზიციაზე გადასვლა შეძლო
შემოდგომის შუა პერიოდი ტრადიციულად მდიდარია სარბოლო მოვლენებით - თითქმის ყველა სერია ფინიშს უახლოვდება და ცნობილი ხდება ჩემპიონთა ვინაობა.

გასაკვირის არ არის, რომ ბოლო დროს უამრავმა სტარტმა არაერთი ცვლილება შეიტანა სარბოლო რეიტინგში. ბოლო თვეში ერთადერთი უცვლელი პოზიცია იყო - პირველი ადგილი, რომელიც მყარად უჭირავს ფორმულა 1-ის მსოფლიოს ჩემპიონს სებასტიან ფეტელს.

სანამ გერმანელი პრიზებისა და ქულების დაგროვებით არის დაკავებული, მის ზურგსუკან საინტერესო ბრძოლაა გამართული. ასე მაგალითად, ბრიტანელმა ლუის ჰემილტონმა, რომელიც ერთი თვის წინ მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებდა, მეორე პოზიციაზე გადასვლა შეძლო! ბრიტანელს არამარტო საკუთარი წარმატებები, არამედ მეტოქეთა ცუდი გამოსვლაც დაეხმარა - ფერნანდო ალონსო, მარკ უებერი და სებასტიან ლოები შარშანდელთან შედარებით არც ისე წარმატებით გამოდიან და რეიტინგში ქულებს კარგავენ.

ამ ყველაფერმა კი ქვეყნების რეიტინგზეც იმოქმედა. ავსტრალია, რომელიც დიდი ხანი ინარჩუნებდა მეორე პოზიციას, იძულებული გახდა ეს ადგილი ბრიტანეთისთვის დაეთმო. ამ ქვეყანამ ეს ნაბიჯი ჯენსონ ბატონის წარმატებული გამოსვლის წყალობით გადადგა. ჯენსონი ცოტა ხნის წინ მეცხრე ადგილამდე იყო დაქვეითებული, ახლა მეხუთე პოზიციაზეა.

საინტერესოა, რომ მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლაში ინდიკარის ჩემპიონი დარიო ფრანკიტი აგებს თავის ძირითად მეტოქესთან უილ პაუერთან. რეიტინგის ჩათვლაში შედის არამარტო რბოლის საბოლოო შედეგები, არამედ სხვა უამრავი დამატებითი მაჩვენებელი, რომლის წყალობითაც პაუერი წინ არის.

ესპანეთის რალიში წარმატებამ პირველად მოუტანა რეიტინგის ათეულში ადგილი ფინელ მიკო ჰირვონენს, იმ დროს, როცა ნასკარის ვარსკვლავი ჯიმი ჯონსონი მისთვის სარეკორდოდ დაბალ მე-13 ადგილზე დაეშვა.

რეიტინგის ახალი ათეული ასე გამოიყურება:

1. ს. ფეტელი (ფორმულა 1) 31 579

2. ლ. ჰემილტონი (ფორმულა 1) 20 316

3. მ. უებერი (ფორმულა 1) 20 203

4. ფ. ალონსო (ფორმულა 1) 18 926

5. ჯ. ბატონი (ფორმულა 1) 18 798

6. ს. ლოები (რალი) 17 775

7. უ. პაუერი (IndyCar) 17 427

8. დ. ფრანკიტი (IndyCar) 16 327

9. კ. ედვარდსი (NASCAR) 16 242

10. მ. ჰირვონენი (რალი) 15 158

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად