"ანაჰაიმ დაქსის" მეკარე იონას ჰილერმა სამი წუთისა და ათი წამის განმავლობაში "ფინიქს კოიოტისისგან" სამი შაიბა გაუშვა
"ანაჰაიმ დაქსის" მეკარე იონას ჰილერმა სამი წუთისა და ათი წამის განმავლობაში სამი შაიბა გაუშვა "ფინიქს კოიოტისისგან". ეს წარუმატებელი მონაკვეთი მეორე პერიოდს დაემთხვა და ფაქტობრივად გაუნაღდა გამარჯვება "ფინიქსს". მატჩი "კოიოტსის" გამარჯვებით დასრულდა - 5:4.

პირველ პერიოდში გუნდებმა ორ-ორი შაიბა გაცვალეს. მეორე პერიოდის მეხუთე წუთზე "ფინიქსის" რიგებში თავი გამოიჩინა ბოიდ გორდონმა, წუთნახევრის შემდეგ გოლი ლაური კორპიკოსკიმ გაიტანა, კიდევ წუთნახევარში - კიტ იენდლმა.

ამის შემდეგ ჰილერი შეცვალეს. მის ნაცვლად შემოსულმა დენ ელისმა არც ერთი შაიბა არ გაუშვა, მაგრამ "ანაჰაიმმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლო. "დაქსმა" მხოლოდ ორი გოლი გაიტანა და მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.

სეზონის საწყის შვიდ მატჩში "ფინიქსმა" შვიდი ქულა დააგროვა. ეს გუნდი მე-11 ადგილზეა დასავლეთ კონფერენციაში. "ანაჰაიმს" ერთი ქულით მეტი აქვს და დასავლეთში მერვე გუნდია.

ანაჰაიმი-ფინიქსი 4:5

2:2, 1:3, 1:0

გოლები: 0:1 ჰანჟალი-1 (ბოდკერი-2, ვრბატა-2), 1:1 ვიშნოვსკი-1 (პერი-1, სბისა-3), 2:1 გეტცლაფი-1 (სელიანე-2, ფაულერი-2), 2:2 ჰანჟალი-2 (იენდლი-4), 2:3 გორდონი-1 (პიატი-3, კორპიკოსკი-1), 2:4 კორპიკოსკი-2 (პიატი-4, ა. ოკუანი-1), 2:5 იენდლი-1 (დოუნი-5, რეი უიტნი-3), 3:5 ფოსტერი-1 (ბოშემენი-2, ს. კოივუ-3), 4:5 გეტცლაფი-2 (ვიშნოვსკი-3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა