გუშინ WTA-ის და ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა, სადაც ქართველმა ჩოგბურთელმა 14 ადგილით წაიწია და მსოფლიოს 167-ე ჩოგანია

გუშინ WTA-ის და ATP-ის ახალი რეიტინგ-ლისტები გამოქვეყნდა. 21 წლის ანა ტატიშვილმა ერთი საფეხურით წაიწია - მას 758 ქულა აქვს და მსოფლიოს 88-ე ჩოგანია.

შეგახსენებთ, რომ ანა კარიერაში ყველაზე მაღლა ივლისის რეიტინგში იყო, როცა ის მსოფლიოს 82-ე ჩოგანი გახდა. წლის რბოლაში ჩვენი თანამემამულე 87-ე პოზიციაზეა, ხოლო წყვილთა რეიტინგში - მე-80-ზე. ტატიშვილმა წლეულს ტურნირებზე 174 ათასი დოლარი გამოიმუშავა, სულ, კარიერაში კი - 384 ათასი დოლარი.

უფრო შესამჩნევი წინსვლა აქვს მაკა ჩახნაშვილს, 28 წლის ქართველმა ერთ კვირაში 14 ადგილით წაიწია და 359 ქულით მსოფლიოს 167-ე ჩოგანია. ბუნებრივია, ეს არ არის კარიერაში ჩვენი ყოფილი პირველი ჩოგნის საუკეთესო შედეგი (2007 წლის ივლისში 134-ე იყო), მაგრამ კარგია, რომ ბოლო სამი სეზონის ჩავარდნის შემდეგ მან ისევ შეძლო მეორე ასეულში დამკვიდრება. მაკამ წლეულს 35 ათასი დოლარი გამოიმუშავა, კარიერაში კი - 276 ათასი დოლარი.

სხვები: 277 (-17) სოფიო შაფათავა - 190 ქულა; 304 (-48) ოქსანა კალაშნიკოვა - 164; 413 (+4) ეკა გორგოძე - 91; 460 (+32) თათია მიქაძე - 78; 467 (-27) სოფიო ქვაცაბაია - 77; 987 (+1) ნათია გეგია - 11; 1012 (დებიუტანტი) ანი გოგვაძე - 10; 1214 (-3) მაგდა ოქრუაშვილი - 3. როგორც ხედავთ, სიახლე ისაა, რომ რეიტინგში 15 წლის ანი გოგვაძე მოხვდა. შესამჩნევია ტრავმირებული კალაშნიკოვას უკუსვლა და მიქაძის წინსვლა, გორგოძემ კი კარიერის მორიგ საუკეთესო ნიშნულს უწია.

ვაჟები: 1 236 (+3) გიორგი ცივაძე - 3 ქულა; 1 343 (+1) ლადო ჩიხლაძე - 2; 1 856 (+8) ალექსანდრე მეტრეველი - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა