დასრულდა ფიფას გრასრუტის კურსი და ფესტივალი, რომელსაც საქართველოს ორმა ქალაქმა უმასპინძლა
დასრულდა ფიფას გრასრუტის კურსი და ფესტივალი, რომელსაც საქართველოს ორმა ქალაქმა უმასპინძლა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გრასრუტის კურსი ზუგდიდში, "ბაიას" ბაზაზე დაიწყო და მასში მონაწილეობა ქართული საფეხბურთო კლუბებისა და საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებმა მიიღეს. მათთვის სპეციალური კურსი წაიკითხეს ფიფას გრასრუტის ინსტრუქტორებმა, ალექსანდრე ჩერნუხომ, ჟან მარი კონსმა და უეფას გრასრუტის ინსტრუქტორმა რობინ რასელმა. საკუთარი პრეზენტაციები მოაწყვეს სფფ-ის წარმომადგენლებმაც.

მწვრთნელთა სემინარმა სამ დღეს გასტანა. სემინარის ბოლო დღეს ფიფას და უეფას ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით მომზადდა საფეხბურთო ფესტივალის პროექტი, რომელსაც რუსთავის "ფოლადის" სტადიონმა უმასპინძლა.

ფესტივალში მონაწილეობა 130-მდე ბავშვმა მიიღო. ღონისძიებას დაესწრნენ სფფ-ის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ასევე, მხარის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რომელმაც ფიფას და უეფას ინსტრუქტორებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

სახალისო ფეხბურთის ფესტივალის მონაწილე ბავშვებს საჩუქრად მაისურები და ბურთები გადაეცათ. სემინარებისა და ფესტივალის მონაწილე მწვრთნელები კი, საგანგებო სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ალექსანდრე ჩერნუხო მასპინძლებს დაჰპირდა, რომ გაისად საქართველოში კიდევ უფრო მასშტაბური ფესტივალი ჩატარდება, რომლის ორგანიზებასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად ფიფა ითავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!