ოქლენდში გამართულ ცერემონიაზე რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები გამოავლინა
რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IRB) წლის საუკეთესო მორაგბედ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი, მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარი აღიარა.

"ლე ბლოს" ლიდერმა სამ ახალზელანდიელს (პირი ვიპუ, მაა ნონუ, ჯერომ კაინო) და ორ ავსტრალიელს (ვილი გენია, დევიდ პოკოქი) აჯობა.

დაჯილდოების ცერემონია გუშინ ოქლენდში გაიმართა, სადაც წლის სხვა ნომინანტებიც დაასახელეს. 2011 წლის საუკეთსო გუნდი, ცხადია, მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა. საუკეთესო მწვრთნელი კი ამ გუნდის თავკაცი გრემ ჰენრია.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბის ჯილდო ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების მგეზავ ჯორჯ ფორდს ერგო. შვიდკაცა რაგბიში ყველაზე უკეთესი სამხრეთ აფრიკელი სესილ აფრიკა გამოდგა. ყველაზე ლამაზი ლელოს გამტანი კი ავსტრალიელი რადიკე სამოა.

IRB - ს დიდების დარბაზში შეიყვანეს მსოფლიოს თასის გათამაშების ფუძემდებლები და ორგანიზატორები, სულ 12 კაცი, ამასთან, ოთხ-ოთხი მორაგბე და მწვრთნელი, ვინც აქამდე გამართული მსოფლიოს თასის გათამაშებებში, თავიანთი თამაშით და საქმიანობით განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს მსოფლიოს რაგბის განვითარებაში.

ყველა საუკეთესო

2010 - რიჩი მაქოა, 2009 - რიჩი მაქოა, 2008 - შეინ ვილიამსი, 2007 - ბრაიან ჰაბანა, 2006 - რიჩი მაქოა, 2005 - დენ კარტერი, 2004 - სხალკ ბურხერი, 2003 - ჯონი ვილკინსონი, 2002 - ფაბიენ გალტიე, 2001 - ქის ვუდი.

2011 წლის სეზონის ლაურეატები

საუკეთესო მორაგბე: ტიერი დუსოტუარი (საფრანგეთი)

საუკეთესო გუნდი: ახალი ზელანდიის ნაკრები

საუკეთესო მწვრთნელი: გრემ ჰენრი (ახალი ზელანდია)

საუკეთესო იუნიორი: ჯორჯ ფორდი (ინგლისი)

საუკეთესო მეშვიდკაცე: სესილ აფრიკა (სამხრეთ აფრიკა)

საუკეთესო ლელო: რადიკე სამო (ავსტრალია)

დიდების დარბაზის წევრები

დოქტორი როჯერ ვანდერფილდი, რიჩარდ ლაითლჯონი, სერ ნიკოლას შეჰადი, ჯონ კინდალ-კარპენტერი, დევიდ კირკი, სერ ბრაიან ლოჰორი, ნიკ ფარ-ჯოუნზი, ბობ დუირი, ფრანსუა პინარი, ქის ქრისტი, როდ მაკქუინი, მარტინ ჯონსონი, სერ კლაივ ვუდვორდი, ჯონ სმითი, ჯეკ ვაითი, გარეთ რისი, ავგუსტინ პიშო, ბრაიან ლიმა, ჯონა ლომუ, ჯონ ილზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად