"არსენალის" თავკაცმა აღიარა, რომ "ბირმინგემ სიტისთან" დამარცხებამ ჩრდილოლონდონურ კლუბსა და პირადად მას ცხოვრება ყირაზე დაუყენა
"არსენალის" თავკაცმა, არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ვერასდროს დაივიწყებს გასულ სეზონში, "ქარლინგის თასის" ფინალში "ბირმინგემ სიტისთან" დამარცხებას, რომელმაც ჩრდილოლონდონურ კლუბსა და პირადად მას ცხოვრება ყირაზე დაუყენა.

გახსოვთ, როგორ დამარცხდა "მეთოფეთა" გუნდი? ბოლო წამს ვოიცეხ შჩესნისა და ლორან კოშელნის კომიკურმა ურთიერთგაუგებრობამ ობაფემი მარტინსს უმარტივესი გოლის გატანის შესაძლებლობა მისცა.

ამ მარცხის შემდეგ "არსენალი", რომელიც მანამდე ერთ სეზონში ოთხივე ტიტულის მოპოვებას აპირებდა, ხახამშრალი და მორალურად წამხდარი დარჩა. პრემიერლიგაში, ვენგერის გუნდმა, ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ სამი მოიგო...

ფრანგი მწვრთნელი ამბობს: "დიახ, ეს წაგება მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება, რადგან ადამიანები გაწბილებას ვერ ვივიწყებთ. რას იზამ, მწვრთნელის ცხოვრება მარტო წარმატებებისგან ხომ არ შედგება. დღეს ხალხს აღარ ახსოვს როგორ იბრძოლა "არსენალმა" "ქარლინგის თასის" ფინალში გასასვლელად და ამ შეჯიბრების განმავლობაში რა კარგი ფეხბურთი აჩვენა. დღეს ყველას "ბირმინგემთან" წაგებული ფინალი ახსოვს".

გასული სეზონის ამბავი ვენგერმა "ბოლტონთან" "ქარლინგის თასის" ახალი გათამაშების გუშინდელ მატჩთან დაკავშირებით გაიხსენა. გუშინდელი მატჩი გახლდათ ბრძოლა მეოთხედფინალში გასვლისათვის.

ბოლო დროს ვენგერი გუნდის ახალ კაპიტანს, ჰოლანდიელ ფორვარდს, 28 წლის რობინ ვან პერსის სათადარიგოთა სკამზე სვამს და თამაშში მერეღა შეჰყავს. თავდამსხმელი ამბობს, რომ ის ამაზე არ ბრაზდება. ვარსკვლავი, რომელმაც 2011 წლის განმავლობაში 36 შეხვედრაში 30 გოლი გაიტანა "მეთოფეთა" თილისმად იქცა და მწვრთნელსაც ეშინია, რომ ამდენი თამაშოსგან არ გადაიწვას.

"ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა გულს სრულებით არ მტკენს - ამბობს ვან პერსი - მე და მწვრთნელმა ამ საკითხზე ვილაპარაკეთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ ეტაპზე ჩემი დასვენება სწორი გადაწყვეტილებაა. ბოლო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ 90 წუთი ვითამაშე. იმედი მაქვს, რომ დასვენება ძალიან წამეხმარება.

კმაყოფილი ვარ იმით თუ როგორ მიდის საქმეები, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი თამაშის კიდევ უფრო გაუმჯობესებაც შეიძლება. მე სხვა სტილის ფორვარდი გახლავართ. დიდიე დროგბასა და ფერნანდო ტორესისგან განსხვავებით ჩემი საქმე მარტო გოლის გატანა არ არის, თუმცა, რასაკვირველია, თავდამსხმელისთვის მთავარი მეტოქის კარში ბურთის შეგდებაა".

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ბოლო ტურში, "სტოკ სიტის" წინააღმდეგ თამაშში ვან პერსი მოგვიანებით ჩაერთო, მაგრამ მაინც გაიტანა ორი გოლი - "არსენალმა" 3:1 მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად