სერია A. IX ტურის წინ: "იუვენტუსმა" "ფიორენტინა" დაამარცხა და ცხრილის სათავეს მინიმუმ ერთი დღით დაუბრუნდა
იტალიური საფეხბურთო სამყარო ჯერ კიდევ VIII ტურში განვითარებულ მოვლენებს აჯამებს, არადა, უკვე მომდევნო ტური დაიწყო, რომელიც წუხელ "იუვენტუსი"-"ფიორენტინას" პაექრობით გაიხსნა. რვა შეხვედრა დღეს გაიმართება, ერთი კი ხვალ - სიცილიაში "პალერმო" "ლეჩეს" უმასპინძლებს.

დღევანდელი შეხვედრებიდან რამდენიმე მატჩის გამორჩევა შეიძლება, რომელთაგან "უდინეზესა" და "ნაპოლის" დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მართალია, არც ერთი გუნდი არაა ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გასული სეზონის ოთხეულში მოხვედრილი გუნდების ჯახთან გვაქვს. "უდინეზე" ბრწყინვალე ფორმაშია და შეეცდება მორიგი სამი ქულა ჩაიწეროს აქტივში, მაგრამ არც "ნაპოლია" ჯაბანი, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე და ბუნებრივია, იოლად არაფერს დათმობს. ერთი სიტყვით, "სტადიო სან პაოლოზე" დიდი ბრძოლა გაჩაღდება.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ვალტერ მაძარი 3-4-2-1 ტაქტიკას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე ამჯერად ესეკილ ლავეცის გაამწესებს. დიახ, ედინსონ კავანი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, რადგან როგორც მწვრთნელმა ერთ-ერთ ბრიფინგზე განაცხადა, ურუგვაელი ფორვარდი გადაღლილი ეჩვენება. ლავეცის მოედნის სიღრმიდან მარეკ ჰამშიკი და მარიო სანტანა დაეხმარებიან, რომლებსაც ზურგს ინლერი, დოსენა, ჯემაილი და მაჯო გაუმაგრებენ.

მაძარის თქმით, მისი გუნდი მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავა მოედანზე: "მეტოქე ძალიან ძლიერი გვყავს, მაგრამ ამას არ უნდა შევუშინდეთ და მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოსაპოვებლად გავიდეთ. სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს, რადგან სწორედ ჩვენ უახლოეს მეტოქეს მთელი ოთხი ქულით ჩამოვრჩებით. უნდა დავანახვოთ ყველას, რომ არანაირი კრიზისი არ გვაქვს და კვლავაც უმაღლესი მიზნისთვის ვიბრძვით".

სერია A-ს მარადიული ბომბარდირი ანტონიო დი ნატალე სრულ მზადყოფნაშია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "უდინეზეს" შეტევაში ყველაფერი რიგზე აქვს. "გაძეტას" ვერსიით, ტოტო ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდი იქნება, მის უკან კი ტორჯე, არმერო, ბადუ, ასამოა და პინცი გაირჯებიან. ფრანჩესკო გვიდოლინის თქმით, ფავორიტი "ნაპოლია", თუმცა მეტოქის არ იყოს, მისი გუნდიც მოსაგებად გავა მოედანზე:

"იქნება თუ არა ფრე მისაღები შედეგი? - ასეთ რამეებზე არ ვფიქრობ, ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა და მოედანზეც სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ. თუმცა, ფავორიტი "ნაპოლია", გუნდი, რომელიც ზაფხულში ჩვენგან განსხვავებით საგრძნობლად გაძლიერდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ გეკჰან ინლერი წაიყვანეს ჩვენგან, ფეხბურთელი, რომელიც ნახევარდაცვაში უდიდეს სამუშაოს ასრულებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო თამაში იქნება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები".

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფი "ლაციო" საკუთარ მოედანზე "კატანიას" მიიღებს და თქმა არ სჭირდება, რომ სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მით უმეტეს, დიდია შანსი, გამარჯვება და "ბიიანკოჩელესტეს" გალიდერება ერთი აღმოჩნდეს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "უდინეზეს" ურთულესი გასვლითი პაექრობა ელის ნეაპოლში, რომაელთა პაექრობას განსაკუთრებული ფასი ედება. ედუარდო რეია ტრადიციას არ უღალატებს და შეტევის წინა ხაზზე ჯიბრილ სისესა და მიროსლავ კლოზეს ტანდემს გაამწესებს. აი გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჯუზეპე სკულის გამოჩენა იგეგმება, რომელიც ნომინალური თავდამსხმელია და მისთვის "ათ ნომერზე" თამაში არც თუ ჩვეულებრივი ამბავია. ვნახოთ, როგორ გაართმევს სკული დაკისრებულ მოვალეობას თავს და მოიგებს თუ არა "ლაციო" მიჯრით მეოთხე შეხვედრას.

ლეჩეში მოპოვებული საოცარი გამარჯვების შემდეგ, "მილანი" "პარმას" უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრი სავარაუდოდ ანტონიო კასანოს თადარიგში დატოვებს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კი რობინიო შეუწყვილდება. ფორვარდთა უკან კევინ პრინს ბოატენგი გაირჯება, ფეხბურთელი, რომელმაც წინა ტურში სასწაული მოახდინა და ფაქტობრივად მარტომ გადაარჩინა თამაში. კევინი ყურადღების ცენტრშია მოქცეული და პრესაში სწორედ მისი წინასამატჩო კომენტარი გამოქვეყნდა:

"ლეჩეში გამართული მატჩის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის, მაგრამ უმჯობესია დავივიწყოთ ის პაექრობა და "პარმასთან" მოახლოვებულ მატჩზე ვიფიქროთ. მით უმეტეს, მეტოქე საკმაოდ ძლიერი გვყავს, რომელსაც ყველაზე კარგად კონტრშეტევებზე თამაში გამოსდის. ემილიელებს სწრაფი თავდამსხმელები ჰყავთ, განსაკუთრებით კი სებასტიან ჯოვინკოს უნდა ვუფრთხილდეთ. განწყობა ოპტიმისტური გვაქვს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება".

საინტერესო მატჩი გაიმართება ბერგამოში, სადაც "ატალანტა" "ინტერს" უმასპინძლებს. ორი "ნერაძურის" დაპირისპირება ნამდვილად გამოსარჩევია, რადგან ბერგამოელები მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობენ. ის ამბავი, რომ საჯარიმო ქულების გარეშე "ატალანტა" დღეს გაცილებით მაღლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში, ყველას კარგად მოეხსენება - ყველაზე საოცარი კი ის არის, რომ დაკლებული ექვსი ქულის მიუხედავად, ბერგამოელები მაინც უსწრებენ მილანელებს.

კლაუდიო რანიერის არაერთი ტრავმირებული ჰყავს, მათ შორის დიეგო ფორლანი - შეტევის წინა ხაზზე დიეგო მილიტოსა და მაურო სარატეს ტანდემს უნდა ველოდოთ. ვერ გეტყვით რატომ გადაწყვიტეს ასე, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები ჯამპაოლო პაცინის ერთხმად ტოვებენ სათადარიგოთა სკამზე. გამთამაშებლად ვესლი სნეიდერი გაირჯება, მის უკან კი სავარაუდოდ დეიან სტანკოვიჩი, ტიაგო მოტა და ხავიერ ძანეტი იმოქმედებენ.

ბერგამოელებს ძირითადი შემადგენლობის ორივე ფორვარდი მწყობრში ჰყავთ: დენისიც და მორალესიც "ინტერს" გოლებით ემუქრებიან, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სერია A. IX ტური

გუშინ:

იუვენტუსი-ფიორენტინა 2:1

გოლები: 1:0 ბონუჩი (13), 1:1 იოვეტიჩი (58), 2:1 მატრი (65).

დღეს:

მილანი-პარმა 22.45

ტრავმა: ტიაგო სილვა, გატუზო, პატო, ფლამინი, ზეედორფი - ფლოკარი.

ატალანტა-ინტერი 22.45

ტრავმა: ფერეირა, მანფრედინი - პოლი, რანოკია, კოუტინიო, ფორლანი, ვივიანო, სამუელი.

ჩეზენა-კალიარი 22.45

დისკვალიფიკაცია: მუტუ (ჩეზენა).

ტრავმა: ჩიკა, მარტინესი, მარტინიო, კოლუჩი - ასტორი, ელ ქაბირი, ერიკსონი.

კიევო-ბოლონია 22.45

ტრავმა: სარდო - დიამანტი, კრუზი.

ჯენოა-რომა 22.45

დისკვალიფიკაცია: კალაძე (ჯენოა).

ტრავმა: ზე ედუარდო - ტოტი, სისინიო, როზი, ლობონტი, პიანიჩი.

ლაციო-კატანია 22.45

დისკვალიფიკაცია: დიასი (ლაციო).

ტრავმა: გონსალესი, მაური, ერნანესი, მათუზალემი, ბერარდი - ლედესმა, კაპუანო, ალვარესი, ლიამა, ბიაჯანტი, სუაზო.

ნაპოლი-უდინეზე 22.45

ტრავმა: ბრიტოსი, გარგაონი, პანდევი, დონადელი - ბარეტო, ბასტა.

ნოვარა-სიენა 22.45

დისკვალიფიკაცია: როსეტინი (სიენა).

ტრავმა: ლიზუძო, უიკანი, ლუდი - პეგოლო.

ხვალ:

პალერმო-ლეჩე 22.45

ტრავმა: დი მატეო - დი მიკელე, დიამუტენე, ფერარიო, ჟულიო სერჟიო.

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 8 4 4 0 13-6 16

2. უდინეზე 7 4 3 0 10-1 15

3. ლაციო 7 4 2 1 11-7 14

4. კალიარი 7 3 3 1 8-5 12

5. ნაპოლი 7 3 2 2 10-5 11

6. რომა 7 3 2 2 8-6 11

7. მილანი 7 3 2 2 12-11 11

8. კატანია 7 2 4 1 9-10 10

9. პალერმო 7 3 1 3 9-10 10

10. სიენა 7 2 3 2 6-4 9

11. ჯენოა 7 2 3 2 11-10 9

12. ფიორენტინა 8 2 3 3 9-8 9

13. კიევო 7 2 3 2 6-6 9

14. პარმა 7 3 0 4 9-13 9

15. ატალანტა 7 4 2 1 10-8 8

16. ინტერი 7 2 1 4 9-13 7

17. ნოვარა 7 1 2 4 10-15 5

18. ლეჩე 7 1 1 5 6-13 4

19. ბოლონია 7 1 1 5 4-12 4

20. ჩეზენა 7 0 2 5 2-9 2

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები:

6 - დი ნატალე (უდინეზე); 5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 – დენისი (ატალანტა); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).

ასისტენტები:

5 - ანტონიო კასანო (მილანი); 3 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), როდრიგო პალასიო (ჯენოა), ალბერტო აკვილანი (მილანი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა