საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დუშეთშია და ამთავრებს მზადებას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში გაიმართება.

გიორგი გუგავამ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა და ადრინდელი პირობა შეასრულა - ევროპის პირველობაზე ნაჭიდავები გუნდი საგრძნობლად გადაახალისა, ზოგიერთ წონაში ორკაციანი კვოტა არც გამოიყენა და აფრიკის უკიდურეს სამხრეთში არასრული ნაკრებით მიდის.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ჭაბუკთა ნაკრებიდანაც უხმო იქაურ ლიდერებს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონებს - ბექა ღვინიაშვილსა (81) და გურამ თუშიშვილს (100).

ჩვენი ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე (81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90), გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100).

ჩვენი ნაკრები შეკრებას უახლოეს დღეებში დაამთავრებს, სამხრეთ აფრიკაში კი 31 ოქტომბერს გაფრინდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას შარშანაც აფრიკამ უმასპინძლა, ოღონდ - მაროკომ. ქალაქ აგადირში გამართულ იმ შეჯიბრებაში ჩვენმა გუნდმა თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა - ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, მესამეზე კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გავიდა.

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს