"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ცენტრალური ნახევარმცველი, 22 წლის მაროკოელი ადელ ტაარაბტი შესაძლოა იანვარში პსჟ-ში გადაბარგდეს
ერთი ცნობილი მხატვრული ფილმისა არ იყოს, ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა დევიდ ბექჰემმა "პარი სენ-ჟერმენისგან" ისეთი წინადადება მიიღო, რომელზეც უარი ვერ თქვა. ის პარიზს რამდენიმე დღეში ეწვევა. ერთადერთი, რაზეც ბექზს შეიძლება გული დასწყდეს, ეს არის ის, რომ, როგორც ჩანს, პირველ ეტაპზე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრება მას მარტოს მოუწევს.

ვიქტორია ბექჰემი თავის ოთხ შვილთან ერთად კალიფორნიაში დარჩება, რადგან ბრუკლინი, რომეო და კრუზი ლოს ანჯელესში დადიან სკოლაში, ჰარპერ სევენი კი, მოგეხსენებათ, ჯერ მხოლოდ სამი თვისაა და მისთვის სულ ერთია სად იცხოვრებს, ლოს ანჯელესში თუ პარიზში. იმის მტკიცებას არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი გადაწყვეტილია, მაგრამ საქმე აქეთკენ მიდის.

მოსალოდნელ ტრანსფერს გამოეხმაურა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი და შეიძლება ითქვას, რომ მისთვის უჩვეულო ტონში ისაუბრა. აი, რა თქვა მან: "თუკი დევიდი სათამაშოდ პარიზში გადავა, ეს იქნება მხოლოდ შესანიშნავი მარკეტინგული სვლა. კლუბის გაყიდვები ყველა სფეროში გაიზრდება. მე პატივს ვცემ დევიდს, როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ის უკვე ვეღარ თამაშობს იმ დონეზე, როგორც წლების წინ. თუკი ტრანსფერი შედგა, ამას უფრო მეტად არასაფეხბურთო მიზეზები ექნება".

"ქუინზ პარკ რეინჯერსის" ცენტრალური ნახევარმცველი, 22 წლის მაროკოელი ადელ ტაარაბტი შესაძლოა იანვარში პსჟ-ში გადაბარგდეს. მან ამის შესახებ ორაზროვანი განცხადება "პარიზიენთან" ინტერვიუში გააკეთა. მაროკოელი კარიერას "ლანსში" იწყებდა, მაგრამ "ტოტენჰემის" სკაუტებმა მისი ნიჭი ქვედა ლიგაშივე აღმოაჩინეს და "ვაით ჰართ ლეინზე" წაიყვანეს. მაროკოელი ინგლისში 2007 წლიდან ცხოვრობს.

"დიდი ხანია ვოცნებობ საფრანგეთში ცხოვრებაზე, უფრო მეტად პარიზზე. უნდა აღვნიშნო, რომ პსჟ-ს გარდა ლიგა 1-ში სულ 4 სერიოზული კლუბი მეგულება, ვის წინააღმდეგაც მძიმე და საინტერესო მატჩებია მოსალოდნელი. ესენი არიან "ლიონი", "ლილი", "მარსელი" და "რენი". ინგლისში ასეთი მეტია. მოსალოდნელ ტრანსფერზე ჩემს აგენტთან მხოლოდ იანვარში დავილაპარაკებ," - ამბობს ის.

პარიზული წინადადებით მოხიბლულია "მანჩესტერ სიტის" ივუარელი ცენტრალური მცველი, 30 წლის კოლო ტურეც: "პარიზულ კლუბში თამაში ისეთივე საინტერესო იქნებოდა, როგორც "სიტიში", რადგან ორივეგან დიდი კონკურენციაა. ადრე მათ წინადადებაზე არც კი დავფიქრდებოდი, ახლა კი სხვა საქმეა.

სიამოვნებით მოვუსმენდი, რას შემომთავაზებდნენ. ამ გუნდში უამრავი ძლიერი ფეხბურთელია, რაც მაიძულებს, რომ მეტი ინტერესით მოვეპყრო მათთან თანამშრომლობის პერსპექტივას. გარწმუნებთ, მე ერთადერთი არ ვარ, ვისაც მათთან თამაში აინტერესებს და საქმე მხოლოდ ფულში არ არის. პარიზში სერიოზული ხალხი სერიოზულ საქმეებსაა შეჭიდებული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად