ორშაბათს დასრულდა სნუკერში პროფესიული ტურის რიგით მერვე ეტაპი, რომელსაც ირლანდიის ქალაქმა კილარნიმ უმასპინძლა
ორშაბათს დასრულდა სნუკერში პროფესიული ტურის რიგით მერვე ეტაპი, რომელსაც ირლანდიის ქალაქმა კილარნიმ უმასპინძლა.

ნახევარფინალური მატჩები სხვადასხვა სცენარით წარიმართა. ჯად ტრამპმა ყოველგვარი გართულების გარეშე გაიარა სელბის ბარიერი - ის 4:1 დაამარცხა. ნილ რობერტსონს კი სერიოზული ბრძოლა მოუწია ფინალში გასასვლელად. ის ჩრდილოირლანდიელ მარკ ალენს ხვდებოდა. ამ ნახევარფინალში გადამწყვეტი მატჩის საგზური ბოლო, მეშვიდე ფრეიმში გათამაშდა.

ისე ჩანდა, რომ სწორედ ტრამპს უნდა ეგრძნო ფინალში თავი კომფორტულად, რადგან წინა შეხვედრაში ნაკლები ენერგია დახარჯა. მაგრამ ნილ რობერსტონმა არ დაუშვა ამგარი სცენარის განვითარება. ის შესანიშნავ ფორმაში შეხვდა ამ ტურნირს და თავისი პირველი ფრეიმი სწორედ ნახევარფინალში წააგო. თავად ავსტრალიელი ამტკიცებს, რომ ახლა ის უფრო ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ფინალური მატჩი ტრამპისთვის მშვიდად დაიწყო. მას შემდეგ, რაც რობერტსონმა მოიგო სადებიუტო ფრეიმი, ჯადმა ანგარიში გაათანაბრა და ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნა გამოთქვა. მაგრამ ბრძოლა აღარ ყოფილა. ნილმა მართლაც სტაბილური და დამაჯერებელი თამაში აჩვენა. ბრიტანეთის ჩემპიონატში, რომელიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება, სწორედ რობერტსონი იქნება ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

ჯერჯერობით ამ სეზონში მის აქტივში აღნიშნული სერიის ორი ტიტული მოდის.

პროფესიული ტურის შემდეგი ეტაპი 10-13 ნოემბერს ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო