ერთ-ერთი ლიტვური გამოცემისთვის მიცემულ პატარა ინტერვიუში ვალანჩიუნასი თავისი წარმატების საიდუმლოზე ლაპარაკობს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ბოლო დრაფტის მეხუთე ნომერმა და ევროპული კალათბურთის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავმა იონას ვალანჩიუნასმა წელს იუნიორთა შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მოგება მოასწრო (თანაც ამ ტურნირებზე MVP-ის ტიტული მოიპოვა). ასევე მის აქტივში შეიძლება ჩაიწეროს წლევანდელი ევრობასკეტი: ის საშუალოდ 15.7 წუთს ატარებდა მოედანზე და 8.4 ქულასა და 4.1 მოხსნას აგროვებდა.

ერთ-ერთი ლიტვური გამოცემისთვის მიცემულ პატარა ინტერვიუში ვალანჩიუნასი თავისი წარმატების საიდუმლოზე ლაპარაკობს.

- რა უარყოფითი მხარეები აქვს თქვენი ასაკის კალათბურთელებს?

- ჯერჯერობით უფროსების დონეზე სათამაშოდ არასაკმარისი გამოცდილება მაქვს. ერთია თანატოლებს ებრძოლო და მეორე - გამოცდილ მოთამაშეებთან პაექრობა. თანაც ფიზიკური ძალა ჯერჯერობით არ მყოფნის.

- არადა, ამის გარეშე NBA-ში არაფერი გამოვა...

- ამაში მართალი ხართ.

- ამ ზაფხულს NBA-ის დრაფტზე მეხუთე ნომრად აგირჩიათ “ტორონტომ”. ოკეანის გაღმა გამგზავრებას არ აპირებთ?

- ჯერ ადრეა. თანაც იქ ისედაც ლოკაუტია.

- უსიამოვნო შეკითხვაა, მაგრამ ყველას აინტერესებს - რა დაემართა ლიტვას ევრობასკეტზე?

- არ მიყვარს წარსულის გახსენება. ერთი მატჩი შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა წააგოს. უნდა ვიფიქროთ არა იმაზე - რა იყო, არამედ - რა იქნება. მთავარია, ამ წარუმატებლობისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ.

- მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თქვენთის სასიამოვნო მომენტებიც იყო. რომელ მატჩს მიიჩნევთ საუკეთესოდ?

- ბოლო მატჩი ჯგუფში გერმანიასთან. მასზე იყო დამოკიდებული ჩვენი მეოთხედფინალში გასვლა (ლიტვას ის შეხვედრა ათზე მეტი ქულით არ უნდა წაეგო).

- იმ მატჩის ბოლოს თქვენ თვით დირკ ნოვიცკის დაუფარეთ, აგრეთვე ორი ულამაზესი ბურთი ჩააგდეთ...

- ამ ბურთებისთვის შარუნას იასიკიავიჩუსს უნდა გადავუხადო მადლობა.

- გაგიმართლათ, რომ ევრობასკეტზე ასეთი სახელოვანი ლიტველის გვერდით ითამაშეთ, მაგრამ სხვა, უფრო დიად თანამემამულეს გადარებენ - არვიდას საბონისს. რა დამოკიდებულები გაქვთ ამგვარი კომპლიმენტების მიმართ?

- კარგი იქნებოდა, მასსავით პასების დარიგება რომ შემეძლოს. სხვათა შორის საბონისის ვაჟი ტაუტვიდასი - ჩემი კარგი მეგობარია. ერთ ნომერში ვცხოვრობდით და ხშირად ერთად ვუყურებდით ინტერნეტით არვიდასის მომენტების კოლაჟებს. გარდა ამისა ტაუტვიდასი იმ საკალათბურთო რჩევებს მანდობს, რომლითაც მას მამამისი ამარაგებს. ასე რომ, შეიძლება ითქვას არვიდასისგან დაუსწრებლად ვიღებ კალათბურთის გაკვეთილებს.

იონას ვალანჩუნასი

დაიბადა 1992 წლის 6 მაისს. სიმაღლე: 210 სმ. 109 კგ.

ცენტრი. თამაშობდა ლიტვურ კლუბებში: "პერლასი" (სეზონი - 2008/09, 2009/10), "ლეტუვოს რიტასი" (2009/10 წლების სეზონის შუიდან).

ტიტულები: ლიტვის ჩემპიონი - 2009/10. ლიტვის თასის მფლობელი - 2010.

ლიტვის ნაკრების რიგებში გახდა MVP: ეჩ-2008 (U16), ეჩ-2010 (U18) და ეჩ-2011 (U19).

NBA-ის 2011 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩია “ტორონტო რეპტორზმა”, მაგრამ კანადურ კლუბთან 2012 წლის ზაფხულამდე ვერ გააფორმებს კონტრაქტს - ასეთი პუნტი არსებობს “ლეტუვოს რიტასთან” მოქმედ კონტრაქტში.

ვალანჩუნასი ნაკრებში

ეჩ-2007 (U16) 7 7,9 2,3 2,9

ეჩ-2008 (U16) 8 23,5 14,3 11,1

ეჩ-2009 (U18) 9 27,6 19,3 10,6

ეჩ-2010 (U18) 9 30,2 19,4 13,4

ეჩ-2011 (U19) 9 30,9 23,0 13,9

ეჩ-2011 10 15,7 8,4 4,1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა