სტამბოლში WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი "წითელი ჯგუფის" მონაწილეების - რუსი ვერა ზვონარევასა და ჩეხი პეტრა კვიტოვას მატჩით გაიხსნა
სტამბოლში WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი "წითელი ჯგუფის" მონაწილეების - რუსი ვერა ზვონარევასა და ჩეხი პეტრა კვიტოვას მატჩით გაიხსნა.

სასტარტო გეიმებში მეტოქეები მიღებაზე თამაშობდნენ უკეთ. კვიტოვამ პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ ზვონარევამ მაშინვე დაიბრუნა მოწოდება. ჩეხმა ასევე პირველად აიღო საკუთარი გეიმი, რისი წყალობითაც 4:2 დაწინაურდა. მეშვიდე გეიმი პეტრამ "მშრალი" ანგარიშით მოიგო და 5:2-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. ბოლო გეიმში რუსი რამდენიმე უნებლიე შეცდომით დაეხმარა მეტოქეს და კვიტოვამ პირველი პარტია იოლად მოიგო.

პირველი სეტი 34 წუთი გრძელდებოდა. აღსანიშნავია, რომ ვერამ საკუთარ მოწოდებაზე ჯამში 5 (!) ქულა აიღო.

კვიტოვამ მეორე პარტიის სტარტიდანვე გააგრძელა დომინირება და სწრაფი ბრეიკი გააკეთა. მესამე გეიმში ზვონარევამ შეწყვიტა ექვსგეიმიანი წაგებების სერია და საკუთარი მოწოდება აიღო. რუსმა სცადა მიღებაზე გაბრძოლება, მაგრამ კვიტოვა უძლიერესი შეტევებით შანსს არ უტოვებდა მეტოქეს. მალე ჩეხმა პარტიაში მეორე ბრეიკი გააკეთა და დაწინაურდა - 4:1. მაგრამ ზვონარევამ იქვე დაიბრუნა

მოწოდება, შემდეგ კი მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა.

კვიტოვამ მცირე პაუზის აღება გადაწყვიტა და კორტზე მწვრთნელს უხმო, მაგრამ ამ ფანდმა არ უშველა - ვერამ მერვე გეიმში ისევ გააკეთა ბრეიკი და ანგარიში გაათანაბრა - 4:4. თუმცა რუსისთვის სამწუხაროდ, კვიტოვა დროზე მოეგო გონს - უმნიშვნელოვანესი ბრეიკი გააკეთა და მატჩზე ჩასაწოდებლად გაემზადა - 5:4. კიდევ ერთი ბრეიკის გაკეთება ზვონარევამ ვერ მოახერხა.

საათი და 24 წუთის ბრძოლის შემდეგ ანგარიში იყო 6:2, 6:4 კვიტოვას სასარგებლოდ.

გაცილებით საინტერესო იყო "წითელი ჯგუფის" მეორე შეხვედრა მსოფლიოს პირველ ჩოგან კაროლინ ვოზნიაცკისა და აგნიეშკა რადვანსკას შორის.

პირველ პარტიაში დანიელი ჩოგბურთელი დიდი ხანი აგებდა, მაგრამ 2:4-დან და საკუთარ მოედანზე 0:30-დან პარტიის გადარჩენის შემდეგ დანიელმა ინიციატივა მოიპოვა და წინ გასვლაც კი მოახერხა. 5:4-ზე მსოფლიოს პირველ ჩოგანს პოლონელის მოწოდებაზე სამმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და ბოლოს პარტიაც წააგო.

მეორე სეტში ვოზნიაცკის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, მესამეში კი მეორე მატჩბოლიდან ბრეიკით დაასრულა მატჩი - 5:7, 6:2, 6:4..

მატჩი ორი საათი და 40 წუთი გაგრძელდა. კაროლინმა შვიდი ბრეიკი გააკეთა, აგნიეშკამ - ხუთი. გამარჯვებულის ანგარიშზე სამი ეისი მოდის. მატჩში ერთადერთი ორმაგი შეცდომა ვოზნიაცკიმ დაუშვა. დანიელი რადვანსკასთან პირად შეხვედრებში 5:1-ს იგებს.

"თეთრ ჯგუფში" გუშინ მხოლოდ ერთი მატჩი გაიმართა. სტატისტიკის მიხედვით რუსი მარია შარაპოვასა და ავსტრალიელი სამანტა სტოსურის მატჩში ფავორიტი მარია უნდა ყოფილიყო, რომელსაც აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონისთვის ცხრიდან ცხრა მატჩი ისე ჰქონდა მოგებული, რომ მეტოქეს მხოლოდ ორი სეტი დაუთმო.

მაგრამ საწყის სეტში სამანტამ ეს სტატისტიკა არაფრად ჩააგდო და სასტიკად გაუსწორდა შარაპოვას. სტოსურმა სამიდან ორი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მეტოქეს კი თავის მოწოდებაზე ერთი შანსიც არ მისცა. 6:1 - ასე მოიგო ავსტრალიელმა 29 წუთში საწყისი სეტი. შარაპოვას ერთი ეისი და ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. სტოსურს ეისი არ ჩაუწოდებია, მაგრამ არ შეცდომა დაუშვია.

პირველი პარტიის თითქმის უბრძოლველად წაგების შემდეგ, მარიამ მეორეში კომფორტული ლიდერობა მოიპოვა - 3:1, მაგრამ წარმატების განვრცობა ვერ შეძლო. სტოსურმა დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ჩოგბურთელები 5:5-მდე სტაბილურად იგებდნენ საკუთარ გეიმებს, სანამ სტოსურმა მორიგი ბრეიკი არ გააკეთა მატჩში. 5:6-ზე მარიამ გაიბრძოლა და სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერცერთი ვერ გამოიყენა, სამანტამ კი პირველივე მატჩბოლი გამარჯვების ქულად გარდასახა - 6:1, 7:5.

მთელი მატჩის განმავლობაში ავსტრალიელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა, შარაპოვამ კი მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. მარიამ ეისების რაოდენობა ოთხამდე აიყვანა, ორმაგი შეცდომებისა - ექვსამდე, სტოსურმა კი ვერც მეორე პარტიაში ჩააწოდა ეისი და არც ორმაგი შეცდომა ჰქონია.

"თეთრი ჯგუფის" კიდევ ორი მონაწილე - ჩინელი ნა ლი და ბელარუსი ვიქტორია აზარენკა დღეს ითამაშებენ პირველ ტურს.

WTA

WTA Championships

სტამბოლი (თურქეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 900 000 დოლარი

წითელი ჯგუფი

პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-ვერა ზვონარევა (რუს) 6:2, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5:7, 6:2, 6:4.

თეთრი ჯგუფი

სამანტა სტოსური (ავსტრა)-მარია შარაპოვა (რუს) 6:1, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად