თურქულ ქოჯაელში დაიწყო 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა, რომელშიც 26 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ
თურქულ ქოჯაელში დაიწყო 16-წლამდელ მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა, რომელშიც 26 ქვეყნის გუნდები მონაწილეობენ.

გამარჯვებული და პრიზიორები გამოვლინდებიან შვეიცარიული სისტემით 10 ტურად. შეჯიბრებაზე საქართველოს ნაკრები (ირაკლი ბერაძე შალვა ნადირაშვილი, გუგა ბურდული, ნინო ხომერიკი) საშუალო რეიტინგით (2033) მეთერთმეტეა. ფავორიტია რუსეთის გუნდი (2455), რომლის შემადგენლობაშიც ორი დიდოსტატი (დანიილ დუბოვი, ვლადიმირ ფედოსეევი) თამაშობს. მეორე-მესამე ადგილებზე აზერბაიჯანელები (2361) და ინდოელები (2351) არიან.

პირველ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მე-3 გუნდს 4:0 სძლიეს, მეორე ტურში შვეიცარიელები დაამარცხეს მინიმალური ანგარიშით - 2,5:1,5 (ბერაძემ და ბურდულმა, შესაბამისად, რინდლისბახერსა და ჰასენორს მოუგეს, ნადირაშვილი სტუდერს დაუზავდა, ხოლო ხომერიკი გრანდადამს დანებდა), მესამე ტურში საქართველოს ნაკრები თურქების `წითლებს~ დაუპირისპირდა და 3.5:0.5 აჯობა: ბათუხან მუჰამედ დასტანი-ირაკლი ბერაძე 0:1, შალვა ნადირაშვილი-კენქუთ ემიროღლუ 0.5:0.5, ეგე ქოქსალი-გუგა ბურდული 0:1, ნინო ხომერიკი-ბაჰადირ ოზენი 1:0. საინტერესოა, რომ ნადირაშვილს, დიდი მცდელობის მიუხედავად (პარტიაში 122 სვლა გათამაშდა), მეტოქის ლაზიერის წინაარმდეგ ორი ეტლი და სამი პაიკი არ ეყო მოსაგებად.

ორი ტურის შემდეგ 6 გუნდს 4-4 ქულა ჰქონდა. რეიტინგფავორიტების - რუსეთისა და აზერბაიჯანის შეხვედრა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მარცხით დასრულდა - 1.5:2.5, სომხებმა კი ინდოელებს მოუგეს - 3:1. სამი ტურის შემდეგ ტურნირზე 6-6 ქულით კავკასიელები - სომხები (მოჭადრაკეთა საერთო მონაგარი 10,5 ქულა), ქართველები (9,5) და აზერბაიჯანელები (9) მეწინავეობენ.

4-4 ქულით მომდევნო ადგილებზე მოდიან: ინდოეთი (8), რუსეთი (8),შვეიცარია (8), ყაზახეთი (7,5) და ჩეხეთი (7).

გუშინ მეოთხე ტურის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები დღეს სომხეთის გუნდს დაუპირისპირდება (ირაკლი ბერაძე-კარენ გრიგორიანი, ჰოვანეს გაბუზიანი-შალვა ნადირაშვილი, გუგა ბურდული-ტიგრან ჰარუთინიანი, არმან მიქაელიანი-ნინო ხომერიკი). ლიდერთა ჯგუფში დანარჩენები ასე დაწყვილდნენ: ინდოეთი-აზერბაიჯანი, რუსეთი-შვეიცარია, ჩეხეთი-ყაზახეთი, სლოვაკეთი-თურქეთი (თეთრები), ირანი-თურქეთი (წითლები).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა