სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიცე-კაპიტანი ვიქტორ მეტფილდი ეროვნულ ნაკრებს გამოეთხოვნენ
სამხრეთ აფრიკის ნაკრების კაპიტანი ჯონ სმიტი და ვიცე-კაპიტანი ვიქტორ მეტფილდი ეროვნულ ნაკრებს გამოეთხოვნენ.

"ბოკეს" შერკინების კვაჭი საცხოვრებლად ინგლისში გადაბარგდა, სადაც "სარასენზის" ღირსებას დაიცავს. მეტფილდი კი, რომელიც სამხრეთაფრიკელთა უცვლელი მეორეხაზელი იყო, რაგბის თამაშს თავი საბოლოოდ დაანება. ის უკანასკნელ მატჩს "ბარბაროსების" შემადგენლობაში ითამაშებს "თვიქნემზე" ავსტრალიის ნაკრებთან მატჩში.

ჯონ სმიტმა და ვიქტორ მეტფილდმა კარიერირა თითქმის ერთდროულად დაიწყეს 2000 წელს და 11 წლის განმავლობაში ერთად სჭედდნენ "ბოკეს" სახელოვან ისტორიას. სმიტმა ეროვნულ გუნდში 111 კეპი მოიხვეჭა, აქედან 83-ში კაპიტანი იყო. მეტფილდს კი სამხრეთ აფრიკის რეკორდი ეკუთვნის, მან ეროვნულ გუნდში 114 მატჩი ჩაატარა. ამასთან 17-ჯერ "ბოკეს" კაპიტნობდა.

დროის ამ მონაკვეთში წყვილმა გუნდთან ერთად 2007 წლის მსოფლიოს თასი მოიგო და არავის დაუთმო პირველობა სამი ერის გათამაშებაში 2004 და 2009 წლებში.

"ჩვენ ბედნიერება გვქონდა თვალი გვედევნებინა ორი ბუმბერაზი მორაგბის შესანიშნავი კარიერისთვის. ბოლო ათი წლის განმავლობაში მათ დამსახურებულად ატარეს მძიმე ტვირთი. მომავალი თაობებისთვის, როგორც მოთამაშეებმა და ლიდერებმა, მათ თამასა ძალიან მაღლა ასწიეს.

არასდროს დავივიწყებთ მათ და, იმედი გვაქვს, რომ თავიანთ გამოცდილებას სამხრეთაფრიკულ რაგბის მომავალშიც მოახმარენ" - თქვა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო