"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის ასისტენტი დევიდ პლატი ამბობს, რომ მარიო ბალოტელი სულაც არ არის პრობლემური ბავშვი
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელის, რობერტო მანჩინის ასისტენტი, წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი, დევიდ პლატი ამბობს, რომ 21 წლის ფორვარდი, მარიო ბალოტელი სულაც არ არის პრობლემური ბავშვი.

მოგეხსენებათ, მოედანზე ჩინებული თამაშისა და მოედანს მიღმა ჩადენილი სისულელეების გამო სუპერმარიო ბოლოხანს ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ ფიგურად იქცა. ახალგაზრდა ფორვარდის ბოლო თავგადასავლები, მანჩესტერულ დერბიში ორი გოლის გატანა და წინა დღეს, საკუთარი სახლის აბაზანაში ფოიერვერკების მოწყობა (თვითონ ამბობს ჩემი მეგობარი იყოო) გახლდათ. პლატმა თქვა:

"არ დაგიმალავთ, ბალოტელი სულაც არ გახლავთ ძნელად მოსარჯულებელი ფეხბურთელი. ის ბუტიაც არ არის. რასაკვირველია, კონცენტრაციას კარგავს ხოლმე - მას ეს ახასიათებს - მაგრამ, რომ შეუძახებ კვლავ მწობრში დგება. ბალოტელის ათდღიანი ჩავარდნები არ სჩვევია. ათ წამში გონს მოეგება ხოლმე. მოკლედ, უცნაური ხასიათის ადამიანია, ნამდვილი გამოცანაა".

ბალოტელი ინგლისში შერეკილი ადამიანის სახელით ჩავიდა. ასეთი რეპუტაცია მან "ინტერში" თამაშის დროს შეიძინა - ბოლოს, "ინტერში" მისი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახლდათ. აფრო-იტალიელმა "სიტიშიც" დაიწყო უცნაურად ქცევა და ჯამში, მანჩესტერში ჩადენილი სისულელეები 300 000 ფუნტი დაუჯდა.

ერთ-ერთი ასეთი სისულელე, რომლისთვისაც დააჯარიმეს, "სიტის" ბაზაზე, ახალგაზრდა თანაგუნდელისთვის დართსის ნემსის სროლა გახლდათ. ბაზაზევე იჩხუბა თანაგუნდელებთან, ჯერომ ბოატენგთან და ვენსან კომპანისთან. თვალშისაცემი და სასაცილო რამ გააკეთა გასულ ზაფხულზე, სეზონისწინა შეკრების დროს "ლოს ანჯელეს გელექსისთან" თამაშის დროს. მაშინ, როდესაც შეეძლო ბურთი, ფაქტობრივად დაუცველ კარში ჩვეულებრივად შეეგდო, ქუსლი დაარტყა და ააცილა. განრისხებულმა მანჩინიმ დაუყოვნებლივ გაიყვანა მოედნიდან.

მაგრამ, ბალოტელის "შერეკილ" საქციელი ცალკე იყოს და, მოედანზე მისი ნიჭი და უნარი ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. სუპერმარიოს

ცნობილმა თანამემამულემ, ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ფაბიო კაპელომ სწორედ გასულ კვირას შეაქო ფორვარდი - უკვე დაღვინდაო. პლატმა კი დასძინა:

"ხალხმა ბალოს ნიჭი გასულ სეზონშიც ნახა, მაგრამ ეპიზოდურად. ვერც ყოფაქცევას ვუსაყვედურებთ, ერთადერთი, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, პერიოდულად კონცენტრაციას კარგავდა. საბედნიეროდ, ბოლო ორი თუ სამი თვეა მარიოს არც ამ მხრივ აქვს პრობლემა".

კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" 6:1 განადგურების შემდეგ "სიტის" ფეხბურთელებზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გასაკვირი ნამდვილად არ არის. პლატმა ბალოტელის გარდა შესანიშნავ ფორმაში მყოფ 25 წლის ესპანელ დავიდ სილვაზეც ილაპარაკა.

"ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია, - თქვა ისტლენდელთა ხელმძღვანელმა, - თუმცა, ჯერ, რასაკვირველია, სეზონის საუკეთესო მოთამაშეზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩემპიონატის დამთავრებამდე დიდი დროა და ჩვენი გუნდის გარდა სხვა გუნდებშიც არიან ძლიერი ფეხბურთელები. მეორე მხრივ, ძალიან გამიკვირდება, დავიდ სილვას სტაბილურმა და ძლიერმა თამაშმა შედეგი რომ არ მოიტანოს".

ამბობენ, რომ "იუნაიტედის" 6:1 ძლევის შემდეგ მთავარია ისტლენდელებმა ცხვირი არ აწიონ და არ დაიჯერონ, რომ საქმე უკვე მოგვარებულია.

"არ დავმალავ, "იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ ეიფორიის გრძნობა მართლაც დაგვეუფლა, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ცხრილში პირველ ადგილზე დავმკვიდრდით და არა იმიტომ, რომ ძლიერ გუნდს დიდი ანგარიშით მოვუგეთ. თუმცა, ცოტა ხანი რომ გავიდა რობერტომ ბიჭებს უთხრა, რომ კვირას მათ ჩვეულებრივი სამი ქულა მოიპოვეს და მეტი არაფერი მომხდარა. ყოველი მომდევნო თამაშის დაწყებისას ანგარიში 0:0-ია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად