"ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მოუწოდა ნაკრების მომავალ მწვრთნელად აუცილებლად ინგლისელი დანიშნოს
"ლივერპულის" კაპიტანმა, 31 წლის სტივენ ჯერარდმა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას მოუწოდა ნაკრების მომავალ მწვრთნელად აუცილებლად ინგლისელი დანიშნოს.

ჯერარდს ნაკრებში მოხვედრის პრობლემა არც იტალიელი ფაბიო კაპელოს დროს აქვს და არც შვედი სვენ გორან ერიქსონის დროს ჰქონდა, მაგრამ მაინც ამბობს, რომ დღეს, მის სამშობლოში საკმაოდ არიან ისეთი კვალიფიკაციის სპეციალისტები, რომელთაც შეიძლება ნაკრები ანდონ.

"ინგლისში ბევრი კარგი მწვრთნელია. ბოლო დროს ძალიან ხშირად ახსენებენ ჰარი რედნაპს და მართლაც, მას, როგორც მწვრთნელს, შესანიშნავი შედეგი აქვს. ვფიქრობ, მარტო იმიტომ, რაც "ტოტენჰემში" გააკეთა, რედნაპი ნაკრებში დანიშვნის ღირსია. ვფიქრობ, ჰარის გარდა კიდევ არის ორი-სამი კანდიდატი.

ერთი სიტყვით, მენდეთ, კაპელოს შემცვლელის საძებნელად საზღვარგარეთ ნამდვილად არ ვართ წასასვლელები. რაც შეეხება კაპელოს... თუკი მომავალ ზაფხულში ის ევროპის ჩემპიონატზე წამიყვანს, ყველა ღონეს ვიხმარ, რათა გუნდი რაც შეიძლება კარგად გამოვიდეს. ძალიან მინდა ფაბიო ინგლისიდან ღიმილით წავიდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა