კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რეკორდმაისტერი "ბორუსიას" ახალგაზრდა მარკო როისს უმიზნებს
მიუნხენის "ბაიერნის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგემ ოფიციალურად დაადასტურა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ რეკორდმაისტერი გერმანიის ნაკრებისა და მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ახალგაზრდა შემტევ ნახევარმცველს, მარკო როისს უმიზნებს.

ამ დღეებში ბავარიულ გრანდთან მიმართებაში "შალკეს" გარემარბ ჯეფერსონ ფარფანის გვარმაც გაიჟღერა, მაგრამ რუმენიგე პერუელით დაინტერესებას კატეგორიულად უარყოფს, იმას კი ადასტურებს, რომ ფარფანის მრჩეველმა მიუნხენურ კლუბს ეს მოთამაშე არაერთხელ შესთავაზა.

"შემიძლია დავადასტურო ის, რომ ჩვენ მარკო როისი მართლაც გვაინტერესებს, მაგრამ კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია და არც "ბორუსიას" შეფებისთვის მიგვიმართავს, - ამბობს რუმენიგე "შპორტ-ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძენს, - როისი ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა და ფაქტია, რომ დიდი მომავალი აქვს. ჩვენც სწორედ ასეთი მოთამაშეები გვაინტერესებს."

რაც შეეხება ფარფანს: მართალია, რუმენიგე ამბობს, ეს უკანასკნელი არ გვაინტერესებსო, მაგრამ "შალკეს" ბოსის, კლემენს ტიონიესის თქმით, ზაფხულში ბავარიელებს ფარფანის ყიდვა უნდოდათ. ჯეფერსონს გელზენკირხენულ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და როგორც გაირკვა, მისმა აგენტმა მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობას მიმართა და ფარფანი შესთავაზა, მაგრამ რეკორდმაისტერი ახლა როისზეა გადართული, რაც რუმენიგეს გარდა, "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც დაადასტურა.

საინტერესოა მიუნხენური კლუბის იმ მოთამაშეების საკითხიც, რომლებსაც ამ სეზონის ბოლოს კონტრაქტები უმთავრდებათ. რუმენიგეს თქმით, რეკორდმაისტერს ამ მხრივაც კონკრეტული გეგმა აქვს. კალე ამბობს, რომ მიმდინარე სეზონის პირველ წრეში მოლაპარაკებები არცერთ ფეხბურთელთან არ გაიმართება.

"მოლაპარაკებებს არც იმ მოთამაშეებთან დავიწყებთ, რომლებსაც კონტრაქტები 2012 ან 2013 წლებში უმთავრდებათ - მათთან ახალი ხელშეკრულებების გაფორმება სეზონის მეორე ნახევარშიც გამორიცხულია. იანვრიდან მხოლოდ იმ ფეხბურთელებს დაველაპარაკებით, რომლებსაც ხელშეკრულებების ვადა ამ სეზონის ბოლოს ეწურებათ," - აცხადებს რუმენიგე, რომელიც იმასაც ადასტურებს, რომ "ბაიერნი" ზამთარში ბრაზილიელი მცველის, ბრენოს გაყიდვას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა