"შალკეს" შეფი: პუტინი მანუელის დიდი ფანია და მთხოვა, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ "შალკემ" ნოიერი არ დაკარგოსო
ვლადიმირ პუტინს მანუელ ნოიერის "შალკედან" "ბაიერნში" ტრანსფერის ჩაშლა სურდა და მზად იყო, ამაში დიდი ფულიც გადაეხადა. სად ნოიერი და სად პუტინი? - მათთვის, ვისაც ასეთი კითხვა გაუჩნდა, სიამოვნებით განვმარტავთ: "შალკეს" გენერალური სპონსორი "გაზპრომია", რომელსაც პუტინი მართავს.

"ბაიერნთან" ამ ტრანსფერზე აპრილში შევთანხმდით, - "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში იხსენებს "შალკეს" შეფი კლემენს ტიონიესი, - და სწორედ ამის შემდეგ დამირეკა პუტინმა.

რუსეთის პრემიერ მინისტრი მანუელის დიდი ფანია და მთხოვა, ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ "შალკემ" ნოიერი არ დაკარგოსო.

სამწუხაროდ, მანუელის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მას არც ზღაპრული ხელფასი აინტერესებდა და მით უმეტეს, არც პუტინის თხოვნა. ნოიერს "ბაიერნში" გადასვლა უნდოდა და ვერაფერი შეაჩერებდა."

სტევენს ჰესლერი დაეხმარება

"შალკეს" სამწვრთნელო შტაბში კი ახალი ცნობილი სახე გამოჩნდა: გერმანიის ნაკრების ყოფილი, 90-იანი წლების ლეგენდარული ფეხბურთელი თომას ჰესლერი ამიერიდან გელზენკირხენული კლუბის მთავარ მწვრთნელ ჰუუბ სტევენსს დაეხმარება. "იკე" აქამდე კიოლნში მუშაობდა, საიდანაც სპორტულ დირექტორ ფოლკერ ფინკესთან უთანხმოების გამო წამოვიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად