ცინცინატის მასტერსსა და მონრეალში "როჯერსის თასის" გათამაშებაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა.

ცინცინატის მასტერსსა და მონრეალში "როჯერსის თასის" გათამაშებაში გადამწყვეტი მატჩების დრო დადგა. ორივე ტურნირზე მერვედფინალური მატჩები გაიმართა და მხოლოდ ერთი სენსაცია დაფიქსირდა. მონრეალის ტურნირს გამოეთიშა შარშანდელი ჩემპიონი ელენა დემენტიევა. რუსი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა ამერიკულ სერიას და ვერცერთ ტურნირში მეოთხედფინალურ ეტაპამდე ვერ მიაღწია. დემენტიევა ამჯერად ჩინელ ჟიე ჟენგთან დამარცხდა. აზიელმა ტაი-ბრეიკზე მოიგო პირველი სეტი, რომელიც ერთი საათი გაგრძელდა, მეორეში კი 5:1 დაწინაურდა. დემენტიევამ ამ უიმედო სიტუაციაში გაბრძოლება სცადა, ზედიზედ სამი გეიმი აიღო, ორი მატჩბოლიც მოიგერია, მაგრამ მაინც დათმო სეტი - 4:6.

ამ წაგებით რუსი ჩოგბურთელი რეიტინგში 675 ქულა დაკარგავს და დიდხნიანი პაუზის შემდეგ კლასიფიკაციის ათეულის მიღმა აღმოჩნდება. ბოლოს ასეთი რამ 2008 წლის მარტში მოხდა.

ასევე გრძელდება დინარა საფინას უიღბლო სერია. მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ამჯერადაც ორ სეტში დათმო შეხვედრა - როლან გაროსის ჩემპიონმა ფრანჩესკა სკიავონემ 6:4, 6:3 გაიმარჯვა. ყველაზე იოლად კი მეოთხედფინალში ბელგიელი კიმ კლაისტერსი გავიდა, რომელმაც ესტონელი კაია კანეპის დასამარცხებლად 55 წუთი იკმარა - 6:2, 6:1.

კინაღამ დიდი სენსაცია მოხდა ცინცინატის მასტერსზე. ფრანგ ჟულიან ბენეტოს რაფაელ ნადალთან მატჩის მეორე სეტში, ტაი-ბრეიკზე ერთი მატჩბოლი ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ამჯერადაც გამოავლინა თავისი მებრძოლი ხასიათი და დიდი გაჭირვებით გადაარჩინა პარტია, ბოლო სეტში კი ბენეტომ გაშვებული შანსი ვერ დაივიწყა, თანაც დაღლა დაეტყო და წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია ესპანელს - 7:5, 6:7(6), 2:6. ნადალს წინ მარკოს ბაღდატისი ელის, რომელმაც მოულოდნელად მოუგო უიმბლდონის ფინალისტ ტომაშ ბერდიხს - 7:5, 6:4.

"სწორედ ამიტომაც არის რაფაელი პირველი ჩოგანი. მატჩბოლზე ისეთი ფორჰენდი შეასრულა, რომ პასუხის გაცემის შანსი არ მქონდა", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ბენეტომ მეორე სეტის შედეგს.

ყველაზე მეტად როჯერ ფედერერს გაუმართლა, რომელიც უბრძოლველად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური - მისი მეტოქე ფილიპ კოლშრაიბერი მარცხენა მხარის ტრავმის გამო არ აგვიდა კორტზე. სხვათა შორის, წინა შეხვედრაშიც შვეიცარიელის მეტოქემ - ყაზახმა დენის ისტომინმა ვერ შეძლო მატჩის დასრულება, ასე რომ, როჯერს ცინცინატიში ჯერჯერობით სულ შვიდი გეიმის ჩატარება მოუწია. მისი მომდევნო მეტოქე რუსი ნიკოლაი დავიდენკო იქნება, რომელიც თითქმის ერთწლიანი შესვენების შემდეგ პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის მეოთხედფინალში.

ნადალის მსგავსად, გაუჭირდა ენდი მიურეისთაც. წინა კვირას ტორონტოს მასტერსის მომგებმა ბრიტანელმა მხოლოდ მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გატეხა ლატვიელი ერნესტ გულბისის წინააღმდეგობა. ასეთივე სცენარით წარიმართა ენდი როდიკისა და რობინ სიოდერლინგის შეხვედრა, თუმცა ამერიკელს უფრო ადრე შეეძლო მოგება, მაგრამ მხოლოდ მეექვსე მატჩბოლის გამოყენება მოახერხა.

მერვედფინალის ბარიერი გადალახა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც, რომელიც არგენტინელ დავიდ ნალბანდიანზე ძლიერი აღმოჩნდა. აქაც ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო, ოღონდ მეორე სეტში. სერბმა გადამწყვეტ პარტიამდე საქმე არ მიიყვანა - რამდენიმე სეტ-პოინტი მოიგერია და შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა - 6:1, 7:6(7).

ATP

Masters

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 430 000 დოლარი

1/8 ფინალი

რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-ჟულიან ბენეტო (საფ) 5:7, 7:6(6), 6:2; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:1, 7:6(7); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ) კოლშრაიბერის უარი; ენდი მიურეი (ბრიტ, 4)-ერნესტ გულბისი (ლატ) 4:6, 6:3, 7:6(4); ენდი როდიკი (აშშ, 9)-რობინ სიოდერლინგი (შვედ, 5) 6:4, 6:7(7), 7:6(5); ნიკოლაი დავიდენკო (რუს, 6)-დავიდ ფერერი (ესპ, 10) 4:6, 6:3, 7:5; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7) 7:5, 6:4; მარდი ფიში (აშშ)-რიშარ გასკე (საფ) 7:5, 6:2.

1/4 ფინალი

ნადალი (1)-ბაღდატისი; ფედერერი (3)-დავიდენკო (6); ფიში-მიურეი (4); როდიკი (9)-ჯოკოვიჩი (2).

WTA

Rogers Cup

მონრეალი (კანადა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/8 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 2)-ფლავია პენეტა (იტა, 15) 4:6, 6:3, 6:1; ჟიე ჟენგი (ჩინ)-ელენა დემენტიევა (რუს, 4) 7:6(3), 6:4; კიმ კლაისტერსი (ბელ, 5)-კაია კანეპი (ესტ) 6:2, 6:1; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 6)-დინარა საფინა (რუს) 6:4, 6:3; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 11)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7) 6:4, 1:6, 6:3; ვერა ზვონარევა (რუს, 8)-აგნეს შავაი (უნგ) 6:3, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 10)-ნა ლი (ჩინ, 9) 6:3, 6:3; მარიონ ბარტოლი (საფ, 17)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ) 6:0, 6:1.

1/4 ფინალი

ბარტოლი (17)-აზარენკა (10); კლაისტერსი (5)-ზვონარევა (8); კუზნეცოვა (11)-ჟენგი; სკიავონე (6)-ვოზნიაცკი (2).

ლელო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...