"აიას" 22 წლის ცხრა ნომერს იმედი აქვს, რომ წლეულს იმერულ გუნდთან ერთად ჩემპიონატის და თასის გათამაშებაში წარმატებულად ისაპარეზებს
საქართველოს U-17, U-18 და U-19 ნაკრების ყოფილი წევრი ლევან გოგია "აიაში" მეორე სეზონია რაც ასპარეზობს. ქუთაისელთა 22 წლის ცხრა ნომერს იმედი აქვს, რომ წლეულს იმერულ გუნდთან ერთად ჩემპიონატის და თასის გათამაშებაში წარმატებულად ისაპარეზებს და "არმიასთან" შესარჩევ ფინალში მარცხის მიუხედავად, ტიტულებს მოიპოვებს. სხვათა შორის, არმიელებთან ბოლო წუთზე გოგიამ ლელოც გაიტანა, თუმცა ამან ქუთათურები მარცხისაგან ვერ იხსნა.

- თავდაპირველად შენს ყოფილ გუნდებზე ვისაუბროთ, "აიამდე" სად თამაშობდი?

- რაგბის თამაში "უნივერსიტეტში" დავიწყე, შემდეგ თითო-თითო სეზონი "ლელოში" და "ლოკომოტივში" დავყავი. ამ გუნდებში დიდი გამოცდილება შევიძინე. 2010 წლიდან კი "აიას" წევრი ვარ. შარშანდელი ჩემპიონატიდან მოყოლებული ქუთაისურ გუნდში ვთამაშობ.

- წლევანდელის არ იყოს, შარშანდელ ჩემპიონატში "აიას" ფინალში მოხვედრის და ჩემპიონობის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა ბოლო შეხვედრები აშკარად ჩააგდეთ. რა იყო ამის მიზეზი?

- რეგულარულ გათამაშებაში 3 ისეთი მატჩი წავაგეთ, რომელშიც ჩვენ ვიყავით ფავორიტები. ოთხეულში მოვხვდით, მაგრამ ახალი ჩამოყალიბებული გუნდი ვიყავით და პირველ სეზონში მეტის გაკეთება ვეღარ მოვახერხეთ.

- მიმდინარე ჩემპიონატში გაცილებით უკეთესად ითამაშეთ და ცხრილში პირველ ადგილზეც გახვედით.

- შარშანდელმა პირველობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა. ლეგიონერებიც დავიმატეთ და შეთამაშების მხრივაც არ გვაქვს პრობლემა. იმედია, წლეულს ჩემპიონატსა და თასზე წარმატებით ვიასპარეზებთ. ამისთვის ცდას არ დავაკლებთ.

- შესარჩევ ფინალში საკუთარ მოედანზე მთავარ კონკურენტ "არმიასთან" დამარცხდით. ამჟამად "არმია" უფრო ძლიერი გუნდია თუ სხვა რამ იყო წაგების მიზეზი ?

- ვიცოდით, რომ ჩემპიონატში ყველაზე დიდ კონკურენციას "არმია" და "ლოკომოტივი" გაგვიწევდა. ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ "არმიასთან" ჩვენი შეცდომების გამო უფრო წავაგეთ. მეტოქის სიძლიერე არაფერ შუაშია. ბურთის ფლობის მხრივ ძალიან დიდი უპირატესობა გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი, კონტრშეტევებით ორი ლელო მივიღეთ და მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით.

- ეს ზედმეტი ნერვიულობის ბრალი ხომ არ იყო?

- მატჩის წინ გუნდში კარგი განწყობა სუფევდა. ყველანაირად მობილიზებულნი ვიყავით, მაგრამ როგორც გვინდოდა ისე ვერ ვითამაშეთ და ჩვენივე შეცდომების გამო წავაგეთ.

- შესარჩევ ფინალში წაგების მიუხედავად ჩემპიონობის შანსი არ დაგიკარგავთ.

- ჩემპიონატის პირველი ეტაპი კარგად ჩავატარეთ და ახლაც ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დიდ ფინალში გასვლის შანსი კიდევ გვაქვს. მომავალ შაბათს საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივს" ვმასპინძლობთ. მართალია, ძლიერი გუნდია და ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ფინალში გავალთ და "არმიასთან" რევანშის აღების საშუალება მოგვეცემა.

- საკუთარ გეგმებზე რას იტყვი, ახლო მომავალში უცხოეთში თამაშზე ხომ არ ფიქრობ?

- ამ ეტაპზე, როგორც მთელი გუნდის, ისევე ჩემი ყურადღებაც "აიას" წარმატებებზეა მიმართული. სამომავლოდ კი, თუ შანსი მომეცემა, უცხოურ კლუბებშიც მოვსინჯავ ძალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს