სამოას ნაკრების კაპიტანმა ქვეყნის პრემიერმინიტრს ღია წერილით მიმართა, რომელშიც გაკრიტიკებული იყო მსოფლიო თასის მსვლელობისას ნაკრების ხელმძღვანელობის მუშაობა
სამოას ნაკრების კაპიტანმა მაონრი შვალგერმა ქვეყნის პრემიერმინიტრს ღია წერილით მიმართა, რომელშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობის მუშაობა და საქმისადმი დამოკიდებულება ახალ ზელანდიაში მსოფლიოს თასის მსვლელობისას.

წერილში, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა სამოას რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი ჰარი შუსტერი, აღმასრულებელი დირექტორი პიტერ შუსტერი, ნაკრების მწვრთნელი მეთიუ ვაეა და მისი ასისტენტი რაიან შუსტერი.

"ჰარი სრულიად სხვა ადამიანი აღმოჩნდა, ვიდრე ვიცნობდი. მას მხოლდ ერთი რამ აინტერესებდა, თავის მეგობრებთან ერთად გართობა. მხოლოდ სასტუმროს ბარი იყო ის ადგილი, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა.

მან თავის გართობა-ღრეობაში, მთავარი მწვრთნელი მეთიუ ვაეაც ჩაითრია. ვგრძნობდი, რომ მასაც ძალიან უნდოდა მათთან ერთად ყოფნა. ის რამდენჯერმე გაქრა გუნდიდან და ორი-სამი დღე არსად ჩანდა. ისე იქცეოდა, თითქოს გუნდის მწვრთნელი კი არა, მფლობელი იყო.

მისი ასისტენტი რაიან შუსტერი ცდილობდა მთავარი მწვრთნელის სამუშაო შეესრულებინა, მაშინ, როცა ის დასალევად და გოლფის სათამაშოდ მიდიოდა. რაიანს ეს ცუდად გამოსდიოდა, რადგან არასაკმარისი კვალიფიკაცია აქვს, ის დაბალი დონის სპეციალისტია.

ყოველივე ამან გუნდის თამაშზე და მსოფლიო თასზე ნაჩვენებ შედეგზე დიდი გავლენა იქონია. მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ამ უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ.

ვფიქრობ, სამოას რაგბის წისნვლისთვის აუცილებელია ხელმძღვანელად გვყავდეს წესიერი და საქმისადმი ერთგული ადამიანები.

მთელი გუნდის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ქომაგებს უდიდესი მხარდაჭერისთვის, რომლის გარეშეც ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავალაგოთ სამოას რაგბიში აწეწილი ვითარება, ეს საჭიროა არა მარტო ამჟამინდელი, არამედ ჩვენი მომავალი თაობებისთვისაც.

გარწმუნებთ, თუ ყველაფერი მოწესრიგდება და საქმეს პროფესიონალები გააკეთებენ, სამოას ნაკრებს ვერავინ შეაჩერებს," - წერს მაონრი შვალგერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად