ბრილიანტის ლიგის დასრულებამდე ერთი ეტაპი დარჩა და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ კომერციულმა სერიამ სადებიუტო სეზონშივე გაამართლა გულშემატკივართა და ექსპერტთა იმედები.

ბრილიანტის ლიგის დასრულებამდე ერთი ეტაპი დარჩა და უკვე თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ კომერციულმა სერიამ სადებიუტო სეზონშივე გაამართლა გულშემატკივართა და ექსპერტთა იმედები. ყველა სტარტი ძალიან დატვირთული, კარგად ორგანიზებული და დაძაბული გამოვიდა, ამის გარანტია კი ათლეტთა ძლიერი შემადგენლობა იყო. არ დარჩენილა არც ერთი ვარსკვლავი, რომელსაც თუნდაც ერთ ეტაპზე არ მიეღოს მონაწილეობა, თანაც ეს სეზონში, რომელშიც არც ოლიმპიადა და არც მსოფლიოს ჩემპიონატი არ ტარდება.

ბოლო ორი ეტაპი ფინალურია. პირველი მათგანი ციურიხში გაიმართა და სწორედ იქ დაარიგეს გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებული ძვირფასი ქვები. მეორე ფინალური ეტაპი ზუსტად ერთ კვირაში ბრიუსელში გაიმართება.

აქვე წესები გავიხსენოთ. სეზონის განმავლობაში ყველა დისციპლინაში თანაბარი რაოდენობის სტარტი ჩატარდა. ეტაპზე გამარჯვებისთვის სპორტსმენს 4 ქულა ერიცხებოდა, მეორე ადგილისთვის - 2, მესამესთვის - 1. ფინალში მიღებული ქულები ორმაგდება. ამასთან, ბოლო ორ ეტაპზე მონაწილეობა სავალდებულოა - ვერ მოიგებ ბრილიანტს, თუ ფინალში სტარტს არ აიღებ. ამ წესმა დასკვნითი ეტაპების სანახაობრივი მხარე აამაღლა, თანაც თანაბარ ქულათა შემთხვევაში, სერიის გამარჯვებული სწორედ ბოლო სტარტზე საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი ხდებოდა.

ციურიხში სეზონის 16 ლაურეატი გამოვლინდა. ეტაპის შედეგები აქ არის მოცემული:

ციურიხი (შვეიცარია)

კაცები

200 მ. 1. სპირმონი (აშშ) - 19,79. საერთო ჩათვლა: 1. სპირმონი - 13; 2. ბლეიკი (იამ) - 6; 3. რ. ბეილი (აშშ) - 4.

400 მ. 1. უორინერი (აშშ) - 44,13. საერთო ჩათვლა: 1. უორინერი - 28; 2. გონსალესი (იამ) - 14; 3. ა. ტეილორი (აშშ) - 4.

5000 მ. 1. ტ. ბეკელე (ეთო) - 12.55,03. საერთო ჩათვლა: 1. ი. მერგა (ეთი) - 16; 2. ტ. ბეკელე - 14; 3. ჩეპკოკი (კენ), კიპჩოგე (კენ) - 6.

110 მ/თარჯრბენი. 1. ოლივერი (აშშ) - 12,93. საერთო ჩათვლა: 1. ოლივერი - 28; 2. ტომასი (იამ) - 9; 3. უილსონი (აშშ) - 8.

3000 მ/სტიპლჩეზი. 1. ი. კემბოი (კენ) - 8.01,74. საერთო ჩათვლა: 1. კოეჩი (კენ) - 17; 2. ი. კემბოი - 15; 3. კიპრუტო (კენ) - 10.

სიმაღლეზე ხტომა. 1. უხოვი (რუს) - 2,29. საერთო ჩათვლა: 1. უხოვი - 20; 2. ჯ. უილიამსი (აშშ) - 13; 3. შუსტოვი (რუს), რიბაკოვი (რუს) - 2.

სიგრძეზე ხტომა. 1. ფილიპსი (აშშ) - 8,20. საერთო ჩათვლა: 1. ფილიპსი - 24; ლაპიერი (ავსტრა) - 11; 3. რაიფი (გერ) - 4.

ბადროს ტყორცნა. 1. ჰარტინგი (გერ) - 68,64. საერთო ჩათვლა: 1. მალახოვსკი (პოლ) - 18; 2. კევაგო - 13; 3. კანტერი - 10.

ქალები

100 მ. 1. კემპბელ-ბრაუნი (იამ) - 10,89. საერთო ჩათვლა: 1. ჯეტერი (აშშ) - 21; 2. კემპბელ-ბრაუნი - 14; 3. ბაპტისტი, შ. სიმპსონი - 3.

400 მ. 1. ფელიქსი (აშშ) - 50,37. საერთო ჩათვლა: 1. ფელიქსი - 20; 2. მონტშო (ბოტს) - 10; 3. დანი (აშშ) - 10.

1500 მ. 1. ლანგატი (კენ) - 4.01,01. საერთო ჩათვლა: 1. ლანგატი - 25; 2. ბურკა (ეთი) - 11; 3. ალმინოვა (რუს) -8.

400 მ/თარჯრბენი. 1. კ. სპენსერი (იამ) - 53,33. საერთო ჩათვლა: 1. კ. სპენსერი - 24; 2. ჰიენოვა (ჩეხ) - 8; 3. ანტიუხი (რუს) - 5.

სიგრძეზე ხტომა. 1. რიზი (აშშ) - 6,89. საერთო ჩათვლა: 1. რიზი -18; 2. კოლჩანოვა (რუს) - 9; 3. გომეში - 7.

ჭოკით ხტომა. 1. მურერი (ბრა) - 4,81. საერთო ჩათვლა: 1. მურერი - 15; 2. ფეოფანოვა (რუს) - 10; 3. შპიგელბურგი (გერ) - 9.

შუბის ტყორცნა. 1. ობერგლეფი (გერ) - 67,31. საერთო ჩათვლა: 1. შპოტაკოვა (ჩეხ) - 20; 2. პატერსონი (აშშ) - 10; 3. ობერგფელი - 8.

ბირთვის კვრა. 1. ოსტაპჩუკი (ბლრ) – 20,63. საერთო ჩათვლა: 1. ოსტაპჩუკი - 28; 2. ადამსი (ზელ) - 18; 3. მიხნევიჩი (ბლრ) - 4.

ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია