გთავაზობთ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის ასისტენტის ინტერვიუს
ქუთაისის "ტორპედომ" მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე, ტრადიციული მეტოქის ფოთის "კოლხეთი-1913"-ის დიდი ანგარიშით, 4:1 დამარცხებით დაამთავრა.

ეს ამ მეტოქეების ერთმანეთში ჩატარებული 57-ე ოფიციალური შეხვედრა იყო და "ტორპედომ" 27-ე გამარჯვება იზეიმა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებთან გამართული ეს მატჩი ქუთაისელებისთვის უმაღლეს ლიგაში ნათამაშები საიუბილეო, მე-600 ორთაბრძოლა იყო.

გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს გურამ ასპინძელაშვილს,სწორედ გუშინდელი მატჩის პერიპეტიებზე დავუსვით პირველი კითხვა.

- ბატონო გურამ, ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, "ტორპედოს" მიერ დიდი ანგარიშით მოგებული პირველი მატჩია. როგორ შეაფასებთ გუშინ მინდორზე განვითარებულ მოვლენებს?

- რა თქმა უნდა, მთელი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ვიმსახურებდით გამარჯვებას. გუნდმა, წინა შეხვედრებისაგან შედარებით დალაგებული ფეხბურთი აჩვენა. მე მგონი, სანახაობრივადაც ურიგოდ არ უთამაშიათ ბიჭებს. კი, მაყურებელს ყოველთვის უნდა ლამაზი ფეხბურთის ხილვა, მაგრამ ხან მეტოქე არ იძლევა ამის საშუალებას, ხან ჩვენ გუნდს არ გამოსდის ყველაფერი. ვფიქრობ, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწევთ, რომ შედეგთან ერთად ის სანახაობრივი ფეხბურთი ვაჩვენოთ, რაც მაყურებელს იზიდავს და სტადიონზე ფეხბურთის მატჩებზე მოჰყავს.

- მოგეხსენებათ, ქუთაისის სტადიონზე მომსვლელი მაყურებლის რეზერვი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე, ვთქვათ "კოლხეთთან" შეხვედრაზე მოვიდა. ალბათ, ასეთი თამაშით შეძლებთ, რომ ისინი ტრიბუნებზე დააბრუნოთ.

- მართალს ბრძანებთ. მაყურებელი ხომ იმიტომ დადის სტადიონზე, შედეგის გარდა სანახაობაც რომ იხილოს. თუ გუნდი მოუმატებს ამ კომპონენტში, დარწმუნებული ვარ, მაყურებელიც მოგვემატება.

ახლაც დიდი მადლიერება მინდა იმ გულშემატკივრის მიმართ გამოვხატო რომელიც, გასვლითი იქნება ეს, თუ საშინაო შეხვედრა, 90 წუთის განმავლობაში ამხნევებენ გუნდს და წამითაც არ ჩერდებიან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ "ტორპედოს" ასეთ ატმოსფეროში უწევს თამაში.

- თქვენთვის "ტორპედო" ახალი კოლექტივია. ბატონ გია გეგუჩაძესთან ერთად, "ზესტაფონში" ბოლომდე აწყობილი საკლუბო ინფრასტრუქტურა დატოვეთ. ქუთაისშიც დაწყებულია ამ მხრივ სასიკეთო ძვრები. როგორ მიდის ეს პროცესი?

- ყველა მწვრთნელს, გუნდის აწყობაზე თავისი შეხედულება აქვს. ამ საქმეში ჩვენმა წინამორბედებმაც დიდი წვლილი შეიტანეს, თუმცა გია გეგუჩაძეს ცოტა სხვანაირი ხედვა აქვს ფეხბურთის მიმართ და მთელი რიგი კორექტივების შეტანა უწევს.

- უკეთეს დებიუტს ალბათ ვერც ვინატრებდით. 4 შეხვედრა ჩაატარა ახალი სამწვრთნელო შტაბის მოსვლით "ტორპედომ" და ყველა მოიგო. საუბარია, რომ უკეთესი შედეგისთვის ახალი ფეხბურთელების დამატება იქნება საჭირო. როდის უნდა ელოდოს მაყურებელი ამ სიახლეებს?

- შეიძლება მოხდეს ცვლილებები, მაგრამ ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი.

- ბატონო გურამ, გვინდა ჩვენი საიტის მკითხველს ცოტა უფრო ახლოს გაეცნოთ. ვიცით, რომ პროფესიულ ფეხბურთში არაერთი წელი გითამაშიათ. როგორ წარიმართა თქვენი კარიერა?

- ფეხბურთის თამაში თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში დავიწყე. მერე იყო "მრეტები", რომელსაც II, I და უმაღლეს ლიგაში გავყევი ბავშვობის ასაკიდან. ამ პერიოდში იყო საქართველოს ოლიმპიური ნაკრები, სადაც 1994 წლამდე ვთამაშობდი. სხვადასხვა წლებში მითამაშია თბილისის "ლოკომოტივში", "მერანი-91"-ში, "მორკინალში", რომელიც მოგვიანებით "ვიტ ჯორჯიად" გადაკეთდა, ბოლნისის "სიონი".

გარკვეული პერიოდი ვთამაშობდი თურქმენეთში, პოლონეთში და ჩემი კარიერის ბოლო 2 წელი კვიპროსზე გავატარე, სადაც 2002 წელს, 29 წლის ასაკში დავამთავრე ფეხბურთის თამაში.

- თქვენ ამპლუით ცენტრალური მცველი იყავით. თუ არ ვცდები, ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსიც გქონდათ.

- პირველი ნაკრების გარდა, ყველა ასაკობრივ ნაკრებში მაქვს ნათამაშები. მაშინ ეროვნულ გუნდში კახა ცხადაძე, მურთაზ შელია, კახა სიდამონიძე და კიდევ ბევრნი იყვნენ, რომლებთანაც ძნელი იყო კონკურენციის გაწევა. რომ იტყვიან, მხოლოდ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს დავჯერდი.

- რა კატეგორიის სამწვრთნელო განათლება გაქვთ მიღებული?

- ვარ A კატეგორიის მწვრთნელი და უახლოეს მომავალში PRO-ლიცენზიაზე სწავლის სურვილი მაქვს.

- ბოლოს, ოჯახიც გაგვაცანით.

- მყავს მეუღლე და 2 შვილი. ქალიშვილი 20 წლისაა, ვაჟი 17-ს. ვარ ბაბუა.

fctorpedo.ge

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა