ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამ სეზონშიც ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტია

ესპანეთის ჩემპიონი "ბარსელონა" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ამ სეზონშიც ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტია, სადაც მონაწილეობას მიიღებს. თეორიულად ასეა, მაგრამ პრაქტიკულად... კატალონიურმა გრანდმა, შესაძLლოა, პირველივე ტურნირში დაკარგოს ტიტული. დღეს "კამპ ნოუზე" ხოსეპ გვარდიოლას გუნდს 2-ბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი "სევილიასთან". ერთი კვირის წინათ, ანდალუსიურმა კლუბმა ექსპერიმენტული შემადგენლობით მოთამაშე "ბარსელონა" 3:1 დაამარცხა. დღეს უკვე ნაღდ "ბარსას" ვიხილავთ...

როგორც იქნა, შედგება დავიდ ვილიას დებიუტი "ბარსელონაში", სატრანსფერო სეზონის ლიდერი (მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს) შეტევაში ლეო მესის და ზალატან იბრაჰიმოვიჩს შეუწყვილდება. ეს ტრიო ერთად პირველად ითამაშებს... ნახევარდაცვაში ჩავისა და ინიესტას უნდა ველოდოთ ბუსკეტსთან ერთად - მოკლედ, გვარდიოლა საბრძოლო შემადგენლობითაა.

სტუმრად "სევილია" ძლიერ გუნდებთან ეული ფორვარდით თამაშობს, ანტონიო ალვარესი ამ ტრადიციას მაინცამაინც "ბარსელონასთან" ნამდვილად არ დაარღვევს. მართალია, ფრედერიკ კანუტე ბრწყინვალე ფორმაშია, მაგრამ მწვრთნელი, ალბათ, მაინც ლუიშ ფაბიანოს არჩევს, თანაც კანუტე რამადანს ზეიმობს...

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დ. ალვეში, პუიოლი, პიკე, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, იბრაჰიმოვიჩი, ვილია.

სევილია (4-5-1): პალოპი - კონკო, ფასიო, ესკუდე, დაბო - ხ. ნავასი, ზოკორა, რომარიკი, რენატო, პეროტი - ლუიშ ფაბიანო.

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...