მიხაელ შუმახერი მიიჩნევს, რომ ფორმულა 1 ვერ გახდება აბსოლუტურად უსაფრთხო და როცა ავარია ხდება, ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული
ფორმულა 1-ის წამყვანი პილოტების თქმით, დენ უელდონისა და მარკო სიმონჩელის ტრაგიკული დაღუპვის მიუხედავად, რბოლებისადმი მათი სიყვარული არ განელდება. თუმცა ისინი აღიარებენ, რომ ბოლო ორი კვირა მათი სპორტისთვის ძალიან ნაღვლიანი იყო.

"ბოლო ორი კვირა საშინელი იყო ავტომოტოსპორტისთვის, - მიაჩნია სებასტიან ფეტელს. - დენ უელდონის ავარიაზე მაშინვე შევიტყვე, როგორც კი კორეიდან დავბრუნდი. გასულ კვირას კი შინ ვიყავი, ტელევიზორში ვუყურებდი მოტოგრანპრის რბოლას და ვიხილე მარკოს ავარია.

ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ვიცნობდი. წელს გავიცანით ერთმანეთი. ძალიან რთული იყო მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ლოდინი, რადგან ცნობილია: თუ მოლოდინი იწელება, ეს ცუდის ნიშანია.

ჩვენ ყველანი მეტ-ნაკლებად რისკზე მივდივართ, როცა ავტომობილის ან ველოსიპედის საჭესთან ვჯდებით. მაგრამ ჩვენ გვიყვარს რბოლები და ყოველთვის იმედი გვაქვს, რომ არაფერი მოხდება.

გვიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებთ და მზად ვართ გარკვეულ რისკზე წავიდეთ, მაგრამ ჩემი აზრით, უნდა ვიზრუნოთ უსაფრთხოების ამაღლებაზე, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკას დაგვიწყებენ ზედმეტად უსაფრთხო ბოლიდების გამო. დაუშვებელია რბოლების დროს არსებობდეს ისეთი პირობები, როგორიც ინდიკარში ან მოტოგრანპრიში არსებობს.

იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება, მაგრამ ვიცით, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება".

ლუის ჰემილტონმა განაცხადა, რომ ამასწინდელმა ტრაგედიამ მხოლოდ გაამძაფრა ის ნაღვლიანი გრძნობა, რაც წლის დასაწყისში ჰქონდა კარტინგში მისი ყოფილი მწვრთნელის მარტინ ჰაინსის გარდაცვალების გამო.

"ბოლო რამდენიმე თვე მართლაც ტრაგიკული იყო, - განაცხადა ლუისმა. - მოწმენი გავხდით კრისტიან ბაკერუდის დაღუპვის, რომელიც შესანიშნავი პილოტი იყო. ახლა კიდევ ორი მრბოლელი დავკარგეთ. ასევე გარდაიცვალა მარტინ ჰაინსი, რომელიც დიდ როლს თამაშობდა ჩვენს სპორტში და მე პილოტად ჩამოყალიბებაში დამეხმარა.

ჩემი აზრით, როცა ასეთი რამ ხდება, ფიქრობ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებზე. არ მახსენდება, რომ ფორმულა 1-ში გადასვლის შემდეგ მარტინისთვის მადლობის თქმის საშუალება მქონოდა. დროულად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ მადლობა ვუთხრათ ადამიანებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასები არიან".

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი მიიჩნევს, რომ ფორმულა 1 ვერ გახდება აბსოლუტურად უსაფრთხო და როცა ავარია ხდება, ბევრი რამ იღბალზეა დამოკიდებული: "რბოლებში გამოსვლისას ხიფათზე არ ვფიქრობთ. პირველ რიგში, გვიყვარს მანქანის მაქსიმალურ სიჩქარეზე აყვანა. სწორედ ამისკენ ვისწრაფვით.

ჩემი აზრით, ცხოვრების არც ერთ სფეროში არ არის შესაძლებელი სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. გეთანხმებით, რომ რბოლებში რისკი უფრო მაღალია, ხოლო ის სისწრაფე, რაც ფორმულა 1-შია, ალბათ, არც ერთ სხვა სერიაში არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დონე შესამჩნევად ამაღლდა. თუ ახალ ავტოდრომებს გადავხედავთ, შევამჩნევთ გავარდნის ფართო ზონებს, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. და თუ რაიმე მაინც მოხდება, ეს ბედის ბრალი იქნება. ადრე თუ გვიან, ყველას მოგვიწევს ბედთან შეხვედრა.

ბუნებრივია, ძალიან ამაღელვა იმან, რაც ბოლო ორ კვირას დაღუპულ პილოტებს შეემთხვათ, მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთია ცხოვრება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა