NBA-ის ვარსკვლავების მიერ დაგეგმილი ექვსმატჩიანი მსოფლიო ტურნეს დეტალები ცნობილი გახდა
ცნობილი გახდა NBA-ის ვარსკვლავების მიერ დაგეგმილი ექვსმატჩიანი მსოფლიო ტურნეს დეტალების შესახებ. რაც მთავარია, გაირკვა იმ მოთამაშეების სრულის სია, რომლებიც ამ ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას.

ესენი არიან: კობი ბრაიანტი, დუაიტ ჰოვარდი, დუეინ უეიდი, კევინ დურანტი, კრის ბოში, ბლეიკ გრიფინი, პოლ პირსი, კევინ ლავი, ამარე სტაუდმაიერი, კრის პოლი, კევინ გარნეტი, ტაისონ ჩენდლერი, რაჟონ რონდო და კრის კამანი.

პირველი საჩვენებელი შეხვედრა 30 ოქტომბერს პუერტო რიკოს დედაქალაქ სან ხუანში გაიმართება. შემდეგ ორ მატჩს პირველ და სამ ნოემბერს ლონდონის "O2-არენა" უმასპინძლებს. შემდეგ ვარსკვლავები ჩინეთში გადაინაცვლებენ და 6 ნოემბერს მაკაოში ითამაშებენ. ტურნე კი ავსტრალიის ქალაქ მელბურნში 8 და 9 ნოემბერს დაგეგმილი ორი მატჩით დასრულდება.

როგორც ხედავთ, სიაში არ არიან ლებრონ ჯეიმსი და კარმელო ენტონი, რომლებმაც ადრე თანხმობა განაცხადეს ტურნეში მონაწილეობაზე. ვარაუდობენ, რომ მათ ლოკაუტის პერიოდში ოჯახთან უფრო მეტი დროის გატარება გადაწყვიტეს, აგრეთვე იმედი აქვთ, რომ ლოკაუტი მალე დასრულდება.

უფრო ადრე ტურნეში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს დერიკ როუზმა და რასელ უესტბრუკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა