საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" დაიწყებს
გუშინ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა თემურ ქეცბაიამ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც 11 ნოემბერს მოლდოვასთან გასამართი საშინაო ამხანაგური მატჩისთვის მოამზადებს.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), გიორგი ლორია ("დინამო", თბილისი), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა");

მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისპორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი"), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსპორი", თურქეთი), კახაბერ ალადაშვილი ("ზესტაფონი");

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი"), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), დავით კვირკველია ("პანიონიოსი", საბერძნეთი), გიორგი განუგრავა ("ლომბარდ პაპა", უნგრეთი), თორნიკე გორგიაშვილი ("ზესტაფონი"), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი" მოსკოვი, რუსეთი);

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("მაქაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი"), დიმიტრი ტატანაშვილი ("მეტალურგი", რუსთავი), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი" კიევი, უკრაინა)

თვალშისაცემი, უპირველესად, ნაკრების რამდენიმე სტაჟიანი წევრის არყოფნაა. როგორც ჩანს, ქეცბაიამ დასვენების საშუალება მისცა კახა კალაძეს, ლევან კობიაშვილს და ალექსანდრე იაშვილს, ხოლო ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელთაგან ტრავმირებულები არიან დავით თარგამაძე და ჯაბა კანკავა.

გიორგი განუგრავამ, კახა ალადაშვილმა და დიმიტრი ტატანაშვილმა ბოლო სანაკრებო მატჩები დიდი ხნის წინ ჩაატარეს, ირაკლი მაისურაძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია, თუმცა ქეცბაია შეკრებაზე პირველად არ იძახებს, თორნიკე გორგიაშვილი კი ნაკრებში პირველად მიიწვიეს.

საქართველოს ნაკრები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ